ვიქტორ ჰიუგო ამბობდა: “ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არის იმის ცოდნა, რომ ვიღაცას უყვარხარ”. მე კი ამ ფრაზას დავამატებდი, რომ ნამდვილი ბედნიერება ის არის, რომ შენც გიყვარს. მართლაც, ამ ნათელი გრძნობით აღსავსე, ჩვენ პოზიტიურ ენერგიას ვასხივებთ. მაშინ რატომ არიან ჩვენს გარშემო მოღუშული ადამიანები?მოდით, დღეს პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში განვიხილოთ ეს საკითხი. მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებაც.
დიდი ბედნიერება ცხოვრებაში
“გუშინ გამოვიძახე ტაქსი და მოვიდა მძღოლი, რომელმაც გამაოცა თავისი სულიერი სიღრმით. იმდენად გამაოცა, რომ მეორე დღეა მასზე ვლაპარაკობ. როდესაც მანქანაში ჩავჯექი, გულწრფელად იღიმებოდა. მე ამ დროს ტელეფონში ვიქექებოდი.
- -ხომ არ გიბერავთ ფანჯრიდან?
- -არა, ყველაფერი კარგად არის.
- -ხომ არ შეგცივდათ?
- – არა, არა, ნამდვილად კარგად ვარ.
- – მიირთვით ტკბილეული, ეხლახანს ვიყიდე მაღაზიაში, ძალიან გემრიელია! ჟელეს კანფეტებია და ძალიან მომწონს. საერთოდ, არ ვთავაზობ ხოლმე კლიენტებს, ზოგი უტაქტობად თვლის, მაგრამ ძალიან მომინდა გაგინაწილოთ, თუ უარს მეტყვით არ მეწყინება. გინდათ?
- -დიახ, მინდა!
ჯერ დილაა, ნახევრად მძინავს. ჩამოვარდა საუბარი ბავშვებზე. მას ყოლია ქალიშვილი, რომელიც სწავლობს მეორე კურსზე პოლონეთის უნივერსიტეტში. შემდეგ კი ისეთი რამ მითხრა, ყბა ჩამომივარდა და ეგრევე გამოვფხიზლდი: “უბედნიერესი ვარ, რომ მყავს შვილი, ცოლი, სამუშაო. რეალურად მომწონს. აი, მირეკავს შვილი, მთხოვს ფულს საყიდლებისთვის. მაშინვე ვურიცხავ თანხას და ბედნიერი ვარ, ნამდვილი სიხარულია ვინმეზე ზრუნვა!”ტაქსის მძღოლი აგრძელებს: “იცით, როდესაც ცოლი მანიკურზე მიმყავს, თანხას მე ვუხდი, ესეც მაბედნიერებს. ის ორი კვირა ამ მანიკურით მომაწონებს თავს და გაიხარებს. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც საყვარელ ადამიანს აბედნიერებ. სულიერად ვივსები!”აქ უკვე სულ დამავიწყდა ჩემი ტელეფონი. ის აგრძელებს: “ძალიან ცოტა ბედნიერი ადამიანი მხვდება ქუჩაში. ფაქტიურად ვერ ვხედავ ღიმილს მათ სახეზე. ყველა მოღუშული და დაძაბულია. პირველი ხართ ამ კვირაში, ვინც ღიმილით ჩამიჯდა მანქანაში. ადამიანები ვერ ხედავენ კარგს გარემოში. სულ წუწუნებენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ.”
ბედნიერება ახლოს არის? – მან კიდევ ბევრი რამ მომიყვა. მე კი გაოგნებული ვუსმენდი (ესეც ძალიან იშვიათად ხდება). მივხვდი, რომ ეს მძღოლი არც ბიზნესმენია, არც ინვესტორი და არც პოლიტიკოსი. ის არ ჩანს ჟურნალების გარეკანზე, მისგან არ იღებენ ინტერვიუს, ხელფასიც კი დაბალი აქვს.მაგრამ ის უფრო ცოცხალია, ვიდრე სხვები! სიყვარულს და სინათლეს ატარებს, ნამდვილს და არა საჩვენებლად დადგმულს, ტელევიზორებში რომ ვუყურებთ. მივეჩვიე მოჟამული სახეების ყურებას და მეგონა ეს ნორმალური იყო. ჩვენ ხომ დიდ ბიზნესში ვართ, სულ დაკავებულები, უკმაყოფილოები, ვერ ვიღებთ სიამოვნებას ცხოვრებისგან.მანქანიდან უბედნიერესი გადმოვედი. როგორი გადამდებია პოზიტიური ენერგია! გადმოვედი და მივხვდი, რომ მეც ვანათებდი! ეს ჩემთვის უდიდესი გაკვეთილია. უამრავი ტრენინგის მერეც არ მიმიღია ამდენი ცოდნა და აღმაფრენა.
რედაქციისგან: ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში – ისწავლოთ შეამჩნიოთ ის, რაც ნამდვილად გაგაბედნიერებთ. ვიღაცას ამისთვის საყვარელი მეუღლის კოცნა ჭირდება, ვიღაცას ბავშვებთან ერთად გასეირნება, ან თუნდაც საყვარელ ძაღლთან. ჩვენ, ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ და თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენი პატარა, არამატერიალური ბედნიერება.უსიამოვნო და გადამდებია მოწყენილი და მოღუშული ადამიანების ენერგეტიკა. ყოფითი პრობლემები გვართმევენ ძალებს და სიცოცხლის ხალისს. მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. იმედი გვაქვს, ეს ისტორია გაგიჩენთ პოზიტივის ძებნის სურვილს გარემოში. ის ყველგან, არის, წვრილმანებში და სულ არ ჭირდება ფული.
თქვენ გახსოვთ როდის იყავით ბოლოს ნამდვილად ბედნიერი? რა იყო ეს? სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ამბავს კომენტარებში. გისურვებთ ბედნიერებას!