სკოლაში სწავლის დროს დავდიოდი კერვის კურსებზე. იქ ვისწავლე კერვა და ბისერებით ქარგვა. ჯვრებით ქარგვა არ მომწონდა, მაგრამ მულინის ძაფის ნემსი უფრო მომწონდა, ვიდრე ბისერების, რადგან მსხვილი ყუნწი ჰქონდა. ბისერისგან დავამზადე ლამაზი ბრელოკი, მაგრამ წვრილ ყუნწში აბრეშუმის ძაფის გაყრა ვერასდროს შევძელი. ეხლა უკვე ვიცი რამდენიმე საშუალება ნემსის ნებისმიერ დიამეტრში ძაფის გაყრის.
როგორ გავუყაროთ ნემსში ძაფი
- მარყუჟი – თუ ვერ ახერხებთ მსხვილი ძაფის ნემსში გაყრას, გააკეთეთ მარყუჟი წვრილი ძაფისგან და გამოიყენეთ როგორც ძაფის გასაყრელი. შეუყარეთ მარყუჟი ნემსის ყუნწში, ხოლო მსხვილი ძაფი მარყუჟში და გაუყარეთ მისი დახმარებით. უმარტივესია!
- მავთული – ძაფის გასაყრელი ნებისმიერ შემთხვევაში, იაფი ღირს, მაგრამ თუ ხელთ არ აღმოგაჩნდებათ, აიღეთ ძალიან წვრილი მავთული და თავად გააკეთეთ ნემსის ის. გაკეცეთ მავთული ორად და გაუყარეთ ნემსის ყუნწში, მეორე მხრიდან კი ძაფი და გამოსწიეთ. მზად არის!
- კბილის ჩოთქი – კიდევ ერთი ორიგინალური ხერხი გაუყაროთ ძაფი ნებისმიერი დიამეტრის ნემსში: დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისი სწორი ზედაპირით. დადეთ ძაფი ჯაგრისის ზედაპირზე, ხოლო ზემოდან დააჭირეთ ნემსის ყუნწი, ჯაგრისის ღეროები დაეხმარება ძაფს ნემსის ყუნწში მოხვდეს.
- ნემსის ყუნწი – უბრალოდ ხახუნით შეიძლება ამ საქმესთან გამკლავება, თითქოს მაგიური რიტუალიაო. დაიდეთ ძაფი ხელის გულზე, დაადეთ ძაფის შუაში ნემსის ყუნწი პერპენდიკულარულად. რამდენიმე წამი ახახუნეთ და ძაფი თავისით ჩამოეცმევა ნემსს.
- პარაფინი – იმისათვის, რომ ძაფი ნემსის ყუნწში გაძვრეს, უნდა გაუსწოროთ და დაუსველოთ ძაფს თავი. თუ ძაფი არ დაგემორჩილებათ, წაუსვით თავზე სანთელი. ის თასმასავით გახდება, წვერი გაუმყარდება და ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში. სანთლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი საპონი. ისიც კარგად მუშაობს.
- ქაღალდი – გამოჭერით ქაღალდისგან ისეთი წვრილი ზოლი, რომელიც გაძვრება ნემსის ყუნწში, გაკეცეთ ორ ნაწილად. გაკეცილ ადგილში ჩადეთ ძაფის წვერი და ფრთხილად შეუყარეთ ნემსის ყუნწში.
როგორც ხედავთ, ამ დავალებასთან გასამკლავებლად, უამრავი ხერხი არსებობს და მარტივად მოახერხებთ თუ მიუხედავად ცუდი მხედველობის, ან ძაფის სისქისა. საერთოდ, ნემსში გაყრამდე ძაფს წვერი მოაჭერით, არ მოაწყვიტოთ. ასე ბოჭკოები არ დაიშლება და ადვილად გაუყრით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს