ვამზადებ ვაშლებს ზამთრისთვის, ძალიან ბევრს, მაგრამ მურაბას კი არ ვხარშავ

898

ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს თავისი მეურნეობა, მათ შორის ბაღის ნაკვეთები. საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა ვაშლი. რა შეიძლება გავაკეთოთ ვაშლით ზამთრისთვის, რომ არ გაგიფუჭდეთ? ჩვეულებრივი და ბანალური მურაბა თუ მოგბეზრდათ, წაიკითხეთ პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატია.სინამდვილეში, არსებობს უამრავი საშუალება, როგორ შევინახოთ სწორად ბუნების ეს საჩუქარი? საკვები პროდუქტების გადაყრა დიდი დანაშაული და წინდაუხედავი საქციელი იქნება.

რა გავაკეთოთ ვაშლისგან ზამთრისთვის

სიდრი და პასტილა – ამ სასმელის მომზადება არ არის მარტივი და საკმაოდ ბევრი მასალა ჭირდება, მაგრამ რეზულტატი შეუდარებელი აქვს. სიდრი არ არის აუცილებელი მაგარი გააკეთოთ. მისი განსხვავებული გემო გასიამოვნებთ თავისი არომატით და საზეიმო შხეფებით. მოდით, ჯერ გავაკეთოთ პასტილა.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი
  • 100 მლ წყალი
  • 4 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ვაშლი, დაჭერით წვრილად. ქვაბის ძირზე ჩაასხით წყალი, შემდეგ ჩაყარეთ შაქარი და ვაშლი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ, სანამ არ დარბილდება. შემდეგ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული პიურე ადუღეთ კიდევ ცოტა ხანი, რათა აორთქლდეს ზედმეტი სითხე.
  2. გადააფარეთ საცხობ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი ან სილიკონის დასაფენი. წაუსვით თხლად ვაშლის პიურე, დაახლოებით 0,5 სანტიმეტრზე. შედგით 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 4 საათი და ოდნავ გამოუღეთ კარი. მზა პასტილა კარგად ინახება და არ ეკრობა ხელებს.

ხილფაფა და მარმელადი

ამ ორ ტკბილეულსაც ბევრი ვაშლი ჭირდება. სამაგიეროდ, დიდხანს და მარტივად ინახება. მარმელადი საინტერესო საჭმელია, ხოლო ხილფაფა კარგია პეროგებში, ღვეზელებში, ფუნთუშებსა და სხვა ცომეულში.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ვაშლი
  • 800 გრ. შაქარი
  • 2 ს/კ წყალი
  • ლიმონი

მომზადების წესი :

  1. მოტკბო-მომჟაო ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით და ჩაყარეთ განიერ, სქელძირიან ქვაბში. ჩაასხით წყალი აადუღეთ და ხარშეთ ვაშლის დარბილებამდე. მიღებულ ფაფას დაუმატეთ შაქარი და წვრილად დაჭრილი ლიმონი. ხარშეთ დაახლოებით 40 წუთი, სისტემატიურად ურიეთ და მოხადეთ ხოლმე ქაფი.
  2. გასქელებული მასა ლიმნის ნაჭრებთან ერთად ჩაასხით სტერილურ ქილებში და დახუფეთ. ლიმნის ნაჭრები სასიამოვნო ციტრუსის გემოს აძლევს ხილფაფას.

ვაშლი შესქელებული რძით და კომპოტი

კომპოტი ალბათ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ვაშლი შესქელებული რძით იშვიათად გექნებათ ნანახი. და ამაოდ, ეს ტკბილი სასუსნავი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ თავისი განსაკუთრებული გემოთი. მაშ ასე:

ინგრედიენტები:

  • 2 კგ. ვაშლი
  • 380 გრ. შედედებული რძე
  • 200 მლ. წყალი

მომზადების წესი:

  1. პირველი ეტაპი სტანდარტულია: გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ვაშლები. 20 წუთი ხარშეთ, თან ურიეთ. როდესაც დარბილდება, დააბლენდერეთ.
  2. მიღებულ ხილფაფას დაუმატეთ შედედებული რძე. აურიეთ და დადგით მაღალ ცეცხლზე ზუსტად 8 წუთი. შემდეგ ჩაყავით ხელის ბლენდერი ისევ ცოტა ხანი. კარგად აადუღეთ. ამის შემდეგ ჩაასხით სტერილურ ქილებში და დახუფეთ. ამ პროპორციით გამოდის 3 ნახევარლიტრიანი ქილა.

აი, ასეთი რჩევები გვქონდა დღეს. როდესაც ვაშლი ბევრია, მათი შენახვა პრობლემა ხდება, ფუჭდება, ჩნდება ქინქლები, ამიტომ სცადეთ ეს რეცეპტები და არ ინანებთ. გაუფრთხილდით თქვენს მოსავალს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს