შეყვარებულის დედა ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, დადიოდა მკითხავებში, რათა ყველაფერი დასაწყისშივე აღეკვეთა

1026

ცოტა ხნის წინ მაიამ ბოლოს და ბოლოს გაიგო თავისი უბედურებების მიზეზი, რა უშლიდა უკვე 10 წელია მას და მის შეყვარებულს გამხდარიყო სრულფასოვანი წყვილი. ისინი ხან ერთად იყვნენ, ხან შორდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ჯადოს შედეგი იყო.

ჯადოს შედეგი

მაია და ლევანი – როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, მაია 17 წლის იყო,  ლევანი კი ხუთი წლით უფროსი, სტუდენტი. ახალგაზრდებმა მალე იპოვეს საერთო ენა და სასიამოვნო ნაცნობობა გადაიზარდა სიყვარულში. მაია ძალიან ბედნიერი იყო, ეს მისი პირველი ნამდვილი სიყვარული გახლდათ. უკვე ოცნებობდა თეთრ კაბასა და ბედნიერ თანაცხოვრებაზე, ლევანიც იმავეს ამბობდა და გრძნობდა, მაგრამ ერთ დილით მაიამ მიიღო მესიჯი: “ჩვენ უნდა დავშორდეთ…”მაია ვერაფერს მიხვდა და ცდილობდა გაერკვია მიზეზი, მაგრამ წესიერი პასუხი ვერ მიიღო. მიხვდა, რაღაც სხვა ამბავი იყო და ამაში სავარაუდოდ ლევანის დედა იყო ჩარეული, რომელიც ნეგატიურად იყო განწყობილი გოგონას მიმართ და ზედმეტად მიიჩნევდა მისი ოჯახისთვის. მას სარძლოდ ფულიანი და გავლენიანი ოჯახის შვილი უნდოდა.

2 წლის შემდეგ: გავიდა 2 წელი. მაია უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა და ორიენტირებული იყო განათლებაზე. ხანდახან ქონდა ბიჭებთან პაემანები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ და სულ მარტო იყო.ერთხელ, დაბადების დღეზე შემთხვევით შეხვდა ლევანის. ერთი მზერა იყო საკმარისი, რომ გრძნობებს ისევ ეფეთქა. წყვილმა ისევ დაიწყო ურთიერთობა და ყველაფერი კარგად იყო. ლევანის დედას ისევ არ მოსწონდა ეს, მაგრამ ახალგაზრდები ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთი თვის შემდეგ ისტორია განმეორდა: “ჩვენ უნდა დავშორდეთ”მაია საშინელ დღეში ჩავარდა, ისევ ეცადა გაერკვია რატომ, ლევანი საერთოდ გაქრა, არც ტელეფონს პასუხობდა.

3 წლის შემდეგ: სამი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და იგივე ისტორია განმეორდა. დაშორებამდე მაიამ კითხა, რატომ იქცეოდა ხოლმე ასე. ლევანმა კი ვერაფრით ახსნა, თითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. რამდენიმე თვეში ის ისევ დაიკარგა… ამჯერად მაიამ პირობა დადო, რომ ეს უკანასკნელი იყო და აღარასდროს ნახავდა.

დაშორების მიზეზი: ამასობაში გავიდა 6 წელი. მაია გათხოვდა და პატარაც შეეძინა. მეუღლე კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ისეთი გრძნობაზე, როგორიც ლევანის მიმართ ქონდა, საუბარიც არ იყო. მისი მთავარი სიხარული სამსახური და შვილი იყო.ერთხელ, მაღაზიაში შემთხვევით შეხვდა ლევანის. მის დანახვაზე ადგილზე გაშეშდა, მერე გონს მოეგო და შეუმჩნევლად გავლა სცადა, მაგრამ ამ დროს მანაც დაინახა. ლევანმა დალაპარაკება თხოვა, გოგონაც დაეთანხმა.

ჯადოს შედეგი: ეს წლები თურმე ლევანი ძალიან იტანჯებოდა. მას ცოლი არ მოუყვანია და არ შეუქმნია ოჯახი. მაიასთან ყველა შეხვედრის შემდეგ რაღაც ძალა აიძულებდა გაქცეულიყო მისგან. ის უბრალოდ დგებოდა დილით ადრე და წერდა მესიჯს. რატომ და რისთვის, ვერ ხსნიდა. რაღაც ძალა არ აძლევდა სიტუაციის შეცვლის საშუალებას. მას ავიწყდებოდა თავისი მიზნები და საბოლოოდ უარის თქმა უწევდა მათზე.ერთხელ ათვალიერებდა დედის ნივთებს და იპოვა რამდენიმე ფურცელი შელოცვებით, გამხმარი ბალახები და რამდენიმე სანთელი. როდესაც კითხა დედას, თუ რა იყო ეს, მას არც დაუმალავს, რომ იყო ჯადო, რომლითაც მაიას დააშორა. მას შემდეგ ლევანმა დედასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. 10 წელი დაკარგა და ბედნიერება ვერ მოიპოვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დედას უბრალოდ არ მოსწონდა მისი შეყვარებული.თავიდან მაიამ არ დაიჯერა ეს ამბავი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მართალი იყო. გაიხსენა, რომ ერთხელ ლევანის სახლში მისი ჩანთიდან გაქრა თავისი ფოტო – როგორც ჩანს, რიტუალისთვის ჭირდებოდათ.ის ძლიან დათრგუნული იყო, არ იცოდა რა ექნა. ერთი მხრივ ლევანის მიმართ ისევ ქონდა გრძნობები, მეორე მხრივ – ოჯახი ქონდა, რომელსაც პატივს სცემდა.

დასკვნა: როგორ უნდა მოიქცეს მაია? შეიძლება ამ შემთხვევაში ლევანის ნდობა? ღირს კი დალაგებული, მშვიდი ცხოვრების არევა გრძნობის გამო? რას იტყვით თქვენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს