ოქროს ულვაში ხალხურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება. გთავაზობთ მცენარით მკურნალობის რეცეპტებს.
- რეცეპტი გლაუკომას დროს. პირადად მე „ოქროს ულვაშს“ ვიყენებ. 20 სმ სიგრძის ფოთოლს ვჭრი და 1 ლ მდუღარე წყალს ვასხამ, შემდეგ შეფუთულს 1 დღე ვაყენებ. ოთახის ტემპერატურაზე ვინახავ. 50 გრ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე ვსვამ. ასე ჩემი ნაცნობისთვისაც ვაკეთებდი: 1 ლიტრს ჩემთვის და 1 ლიტრს მისთვის. 1 თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ნაწლავები დამიწყნარდა, ადრე კი ნამდვილი ქაოსი მქონდა. ნაცნობმა კი შენიშნა, რომ ღვიძლი აღარ აწუხებდა. ფოთლის დალევა გავაგრძელე.
- ახლა მისი თვალში ჩაწვეთება დავიწყე. ორივე თვალში კატარაქტი მაქვს, ერთზე ოპერაცია გავიკეთე, მეორეზე კი ასე ვიმკურნალე. 4 თვის განმავლობაში თაფლს ვიწვეთებდი. ამისთვის ასე უნდა მოიქცეთ: ვაშლში ზემოდან სიღრმე გააკეთეთ, შემდეგ სიღრმის ცენტრიდან ქვემოთ გახვრიტეთ. ხვრელში 0,5 ჩ/კ თაფლი ჩაასხით და ჭიქაში ჩადეთ. დილით თაფლი ვაშლიდან უნდა გამოვიდეს. თუ ასე არ მოხდა, კვლავ გახვრიტეთ და ხვრელები გააფართოვეთ. თაფლი აუცილებლად გადმოიღვრება. 1 წვეთს დილა-საღამოს ორივე თვალში ვიწვეთებდი. იმ თვალში, რომელშიც ოპერაცია გაკეთებული არ მქონდა, მხედველობა არ გაუარესდა.
- ბოლო დროს ქუსლებზე ნახეთქები მაწუხებდა, სანამ მის საწინააღმდეგოდ ოქროს ულვაშის სპირტიანი ნაყენი არ გამოვიყენე. ამ სპირტიან ნაყენს მუხლების შესაზელად ვიყენებდი. მისი დახმარებით მარილების დაგროვება და პოლიართრიტი მოვიშორე. ნაყენს თავად ვამზადებ და ფეხებზე უხვად ვისვამ დაწყებული თითის წვერებიდან და დასრულებული მუხლებით. ყოველდღიურად ასეთი პროცედურის ჩატარებისას ქუსლებს ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ქუსლებზე მკვდარი უჯრედების მოშორება არ გადავწყვიტე და აღმოვაჩინე რომ არაფერი აღარ მქონდა! ქუსლები გლუვი გახდა და ნახეთქები აღარ მქონდა. როგორც ჩანს, რაღაც სოკოვანი ინფექცია მქონდა, რომელსაც ოქროს ულვაში გაუმკლავდა.
შაქრიანი დიაბეტი და სხვა სერიოზული დაავადებები: ოქროს ულვაშის წყლიანი ნაყენი, ზეთოვანი ემულსია და უბრალოდ ფოთლების დაღეჭვა
- მის საფუძველზე სამკურნალო საშუალების მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდი წყლის ნაყენია. ამისთვის მცენარის ფოთლები გამოიყენება. 1 მსხვილი ფოთოლი (20 სმ სიგრძე) დააქუცმაცეთ და მინის ქილაში მოათავსეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. გამოყენების წინ გადაწურეთ. მიღებულ სითხეს ჟოლოსფერი შეფერილობა აქვს. 50 მლ (უფრო მეტი არა!) აუცილებლად თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე დალიეთ. სამკურნალო საშუალება წყლის ორთქლზე შეგიძლიათ შეათბოთ. მკურნალობის კურსი – 21 დღე, შემდეგ 5 დღე შეისვენეთ და კვლავ ამ სქემით მკურნალობა გააგრძელეთ. უკვე ერთ კვირაში ანალიზები სისხლში შაქრის დონის შემცირებას გიჩვენებთ. ასევე ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, პანკრეატიტის, ღვიძლის სამკურნალოდ, ორგანიზმის გასაწმენდად და ა.შ.
- შეგიძლიათ ოქროს ულვაში „ცოცხლად“ გამოიყენოთ, ანუ 2-3 სმ ნაჭერი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დაღეჭეთ. მკურნალობის კურსი 15-20 დღე.
- დიაბეტიკებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აწუხებთ, ოქროს ულვაშის ზეთოვანი ემულსიის მიღებას ვურჩევთ. მინის ჭურჭელში 40 მლ ზეთი და 30 მლ ოქროს ულვაშის სპირტიანი ნაყენი შეურიეთ, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, 7 წუთით ძლიერად შეანჯღრიეთ და იმწამსვე დალიეთ. ნარევის კომპონენტების განცალკევება არ უნდა დაუშვათ. ზეთოვანი ემულსიით მკურნალობა რეკომენდებულია გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, პროსტატის ადენომას და კუჭის წყლულის დროს. ის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, გულის მუშაობას და სისხლძარღვების სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. თუ შაქრიან დიაბეტს მხედველობის გაუარესება და კანის ქავილი ახლავს, ოქროს ულვაშის საშუალება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს