გადავწყვიტე ჩემი სამოთახიანი ბინის გაყიდვა, რათა დავეხმარო ჩემი ვაჟის ახალგარზრდა ოჯახს.

379

ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ნათესავებთან თანაცხოვრების დროს შეიძლება ყველაზე კარგი ურთიერთობაც კი გაფუჭდეს. სხვადასხვა თაობა სხვადასხვაგვარად ფიქრობს და აზროვნებს, ამიტომ მამათა და შვილთა ურთიერთობის პრობლემები მუდამ არსებობს. საჭირო ხდება დათმობებზე წასვლა ან ცალკე საცხოვრებლის მოძებნა.თუმცა, დედობრივი ინსტიქტი ძალიან ძლიერია. რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ ღვიძლ შვილს არ აქვს საკუთარი კუთხე ამ სამყაროში? საჭირო ხდება დახმარება და დისკომფორტის მოთმენა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.

ცხოვრება ახლობლებთან ერთად

ჩემი ერთადერთი ბიჭი დაქორწინდა. ჩვენ საშუალო შესაძლებლობის ოჯახი გვაქვს, ვარსკვლავებს ვერ ვეთამაშებით, მაგრამ არც საწუწუნოდ გვაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი კარგა ხანია საზღვარგარეთ გადაბარგდა და არც ალიმენტებით შეუწუხებია თავი.რძალი კარგი გოგოა, ჭკვიანი, ინტელიგენტი ოჯახიდან. ყავს პატარა და და მის მშობლებს არ აქვთ საშუალება უფროს შვილს რამით დაეხმარონ.ქორწილის წინ ვუთხარი, რომ ბინით დავეხმარებოდი. მაქვს სამ ოთახიანი პრესტიჟულ უბანში, მაგრამ სარემონტო. გავყიდე ეს სახლი. ჩემთვის ვიყიდე ერთ ოთახიანი, დარჩენილი თანხა კი ახალგაზრდებს მივეცი. საკმარისი იყო ნორმალური ორ ოთახიანისთვის, ან კარგი, სოლიდური ერთ ოთახიანისთვის. ჩემი ახალი ბინა გადავაკეთე ორ ოთახიანად, მეტრაჟი მაძლევდა ამის საშუალებას.შვილი და რძალი ძალიან მადლიერები იყვნენ, მაგრამ სხვანაირად დაგეგმეს ყველაფერი. შვილმა მთხოვა: “დედა, გადავწყვიტეთ ცოტა მოვიცადოთ. მალე ბავშვი გვეყოლება და ერთი ოთახი სამს არ გვეყოფა. ორი სარემონტო ოთახიც არ გამოგვადგება.მთელი ფული ჩადეს ბანკში. საცხოვრებლად კი ჩემთან გადმოვიდნენ. ამბობდნენ, რომ მალე შეაგროვებდნენ რემონტის ფულს და გადავიდოდნენ. უარის თქმა არც მიფიქრია.

და აი, დაიწყო ჩემი “მხიარული” ცხოვრება. მარტო ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და ცოტა არ იყოს, შევიზღუდე. მიყვარდა მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ან ტელევიზორის ყურება, სახლს სიმღერით ვალაგებდი. რატომაც არა? თავიდან ჩემი რძალი ცოტა შევაწუხე. ის სახლიდან მუშაობს. კარგია, რომ წესიერად აღზრდილი გოგონაა და არაფერი შეიმჩნია, მაგრამ ჩემმა შვილმა შენიშვნა მომცა: “დედა ძალიან ხმაურობ, ხომ ხედავ, მარტო არ ხარ!” “მარის ხვალ შეხვედრა აქვს, მოდი, სერიალს მეზობელთან უყურე!” მე კი ჩემს სახლში მინდა სერიალის ყურება და სასუსნავების ჭამა. სადილის მომზადების დროს კი მინდა ვიღიღინო, ახალგაზრდებს ხომ ჭირდებათ რამე გემრიელი? გადავწყვიტე შვილთან დალაპარაკება. ვკითხე, ხომ არ ქონდა მის ცოლს ჩემთან პრეტენზიები? თუ ქონდა, თავად დამლაპარაკებოდა.

მე ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ – ეს ყველაფერი მცირე ხმაურის გარეშე როგორ გვაკეთო? მითხრა, რომ სადილზე აღარ შევწუხებულიყავი და საჭმელს შეუკვეთავდნენ. ის ვინც თანხას აგროვებს რემონტისთვის, როგორ უნდა იკვებოს შეკვეთილი საჭმლით სულ? გავბრაზდი, შევედი ჩემს ოთახში და ბოლო ხმაზე ჩავრთე ტელევიზორი. ვიცი, რომ ძალიან ბავშვური საქციელი იყო ჩემგან, მაგრამ მომბეზრდა მათი პრეტენზიები. მე მათთვის ვშრომობ, ჩემთვის სულ ცოტა მინდა – ტკბილეული და კარგი ფილმი.ამ ამბის მერე ორი კვირა გავიდა. ახალგაზრდები ჩუმად არიან, რძალი საღამოობით მეხმარება სახლის საქმეებში, დღე სულ კომპიუტერთან მუშაობს.

ეხლა კი მაინტერესებს, რამდენ ხანს გაძლებენ შენიშვნების გარეშე. თუ რამეს იტყვიან, კარისკენ მივუთითებ. მე არ ვარ ცუდი დედა, მიყვარს რძალიც და შვილიც. უბრალოდ ვთვლი, რომ ისინი უკვე დიდები არიან, თავისი კერა უნდა შექმნან. იქ უცებ ისწავლიან დალაგებასაც და საჭმლის კეთებასაც. ალბათ ჩემგან “კურთხევას” ელოდებიან. რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს