სამწუხაროდ, ყველა კავშირს არ უწერია დიდხანს და ბედნიერად ყოფნა. დაუფიქრებელი გადაწყვეტილება ან ბანალური გულუბრყვილობა პარტნიორის შერჩევის დროს გაყრის საწინდარია. ასეთი შეცდომა დაუშვა ანამ. მისი ოჯახი არ გამოდგა სტაბილური.
არასწორი ოჯახი
ანა და ლექსო – “გადავწყვიტე ქმარს გავშორდე. შეიძლება ეს ორი წლის თანაცხოვრების შემდეგ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყოს და მეორე შანსის მიცემა შეიძლებოდეს, მაგრამ ეს აღარ იქნება ნამდვილი და ჯანსაღი ოჯახი.ჩვენ სიყვარულით დავქორწინდით. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარდა და ეს გრძნობა ორმხრივი მეგონა. ოფიციალური სტატუსის მიღების შემდეგ სახლის საქმეებს შევუდექი: საჭმლის მომზადება, დალაგება და სხვა კიდევ ბევრი რამ. ქმარი არაფერში არ მეხმარებოდა. დასვენების დღეებში კი საერთოდ არ იყო ხოლმე სახლში.მაშინ მეგონა, რომ დედის ზეგავლენის ქვეშ იყო. ის ამბობდა, რომ მამაკაცებს ჭირდებათ დრო და დრო ოჯახისგან დასვენება. არაფერს ვამბობდი და არ ვეწინააღმდეგებოდი.
ოჯახური ცხოვრება – ჩემი მეგობრები სხვა რამეს მეუბნებოდნენ. თუ მამაკაცს ცოლი უყვარს, მასთან მეტი დროის გატარება ენდომება. მე კი სულ მარტო ვიყავი. ქმარი კი, თუ სახლში იყო, ან კომპიუტერთან იჯდა, ან მობილურში იყო თავჩარგული. როდესაც ვთხოვე, რომ ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა, გაუკვირდა: ერთ სახლში რომ ვცხოვრობთ არ არის საკმარისი, ოთახებშიც ხელიხელ ჩაკიდებული ხომ არ ვივლითო?დედამთილი მარწმუნებდა, რომ მამაკაცებს უჭირთ სიყვარულის გამოხატვა, ამიტომ არ უნდა მწყენოდა ქმრის უყურადღებობა.
ბავშვის გაჩენის შემდეგ – როდესაც ვიმშობიარე, გამოწერის დღეს ქმარი საერთოდ არ მოსულა, არც დაურეკავს და არც ტელეფონს პასუხობდა. გარეთ დამხვდნენ დედამთილი, მშობლები და დაქალები. დედამთილმა “დამამშვიდა”, რომ ჩემი ქმარი ბავშვის დაბადებას აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად.ლექსო არც მეორე დღეს მოსულა სახლში. სამაგიეროდ, ართი გოგო შემეხმიანა. მან მომწერა, რომ იმ გოგოს და იყო, ვისაც ჩემი ქმარი ხვდებოდა. ამის დასამტკიცებლად ფოტოები გამომიგზავნა.მითხრა, რომ ჩემი ქმარი და მისი და ერთად იყვნენ ახლობლის აგარაკზე. გოგონამ გადაწყვიტა ამის თქმა, რათა ჩემთვის აეხილა თვალები და იქნებ გადაერჩინა თავისი დაც.
გაყრის გადაწყვეტილება – იმ დღესვე შევცვალე კარის საკეტი. ბინა ჩემი იყო, ქმარი არ მყავდა ჩაწერილი. ამიტომ შემოსვლას პოლიციის დახმარებითაც ვერ შეძლებდა.ლექსო ორი დღის მერე მოვიდა. თავიდან კარის გაღება სცადა, შემდეგ აკაკუნებდა და ზარს რეკავდა. ბოლოს კი მშობლებთან წავიდა. საღამოს დედამთილი მოვიდა. შემოვუშვი და ვანახე მიმოწერა და ფოტოები. მან თავიდან სცადა დავეჯერებინე, რომ ეს ტყუილი იყო და ფოტოშოპი. აღარ მოვუსმინე და დავემშვიდობე.დედამთილი და დედაჩემი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ გადაწყვეტილება შემეცვალა. რომ პატიების უნარი გამომეჩინა და ერთი შანსი მიმეცა.რისთვის უნდა მიმეცა შანსი? ეს ხომ არ იყო მოსიყვარულე ოჯახი. აღარ მინდა ასეთი მამაკაცის ცოლი მერქვას!
დასკვნა: სწორად მოიქცა თუ არა ანა, გაყრის გადაწყვეტილება რომ მიიღო? ღირდა კი, დიდი ხნის განმავლობაში ქმრის გულგრილობა ეთმინა? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.