დრო, როდესაც ქალს შეეძლო მხოლოდ დედის და დიასახლისის როლში რეალიზება, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ეხლა მისი თვითრეალიზაციის საშუალება ბევრად ფართოა. ჩვენი ფსიქიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და თანამედროვე ქალისთვის აღარ არის საკმარისი დედის და ცოლის როლი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ:
თვითრეალიზაციის მოთხოვნილება
უკვე კრიტიკას იმსახურებს ქალი, რომელსაც მამაკაცი უზრუნველყოფს. თუ შენს ოჯახში მხოლოდ მამაკაცია შემომტანი, არ გირღვევს პირად სივრცეს და არაფერი გაკლია, ნუ მიაქცევ ყურადღებას მსგავს კრიტიკას და დატკბი ცხოვრებით.ჭკვიანი ქალები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, თუ გვერდით ფინანსურად ძლიერი და მზრუნველი პარტნიორი ჰყავთ, რომელიც მუდამ მზად არის მათ დასახმარებლად და გასახარებლად, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათია. მამაკაცი, რომელიც ოჯახს არჩენს, ძირითადად ატერორებს და ზღუდავს ქალს.ასე არ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში, ჯობია ქალმა გაიჭირვოს და თუნდაც ცუდ სამსახურში იმუშაოს, ვიდრე ასეთი მამრის მსხვერპლად იქცეს. ტრავმირებული და გატეხილი ფსიქიკა არანაირ ფულად არ უნდა უღირდეს. ასეთი ფულით ნაყიდი არც ერთი ნივთო მას სიამოვნებას არ მიანიჭებს.ფული ძველთაგანვე ითვლებოდა კონტროლის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად. ფულის პატრონი ყველაფრის პატრონი იყო. ეს უნდა გახსოვდეთ იდეალური ურთიერთობის დროსაც. ქალებს ვურჩევდი, ყოველთვის ქონდეთ დამატებითი გეგმა. ადამიანები იცვლებიან და წინასწარ არ ვიცით რა მოხდება ხვალ.
დამატებითი გეგმა – არავინ იძლევა გარანტიას, რომ ერთ დროს საუკეთესო ქმარი არ იტყვის, რომ სხვა იპოვა და მასთან ურჩევნია. თუ ამ დროს არაფერი შენი არ გაგაჩნია – არც სამუშაო, არც სახლი, არც საქმე, ძალიან გაგიჭირდება.არაფერია ცუდი იმაში, რომ შენი პარტნიორი მატერიალურად უზრუნველგყოფს. თუ თქვენი ურთიერთობა გულღიაა, თუ პატივს სცემ ქმარს და ისიც იმავეთი გპასუხობს, თუ ის არ არის მხოლოდ ფულის მიღების ინსტრუმენტი და გულწრფელად გიყვარს. მაინ გილოცავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.სხვებს კი ვურჩევ, რაიმე საქმით დაკავდნენ, თუნდაც ქონდეთ მინიმალური შემოსავალი. ეს შემოსავალი თავის წილ დამოუკიდებლობას მოგცემთ.
რედაქციისგან: საკუთარი საქმის, საკუთარ თავზე ზრუნვის და მატერიალური განვითარების გარეშე ქალი ვერანაირად ვერ მოახერხებს რეალიზებას. ფული აქ მთავარი არ არის.ჩვენს ქვეყანაში კარგი სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია და უმეტესად ვდგებით დილემის წინაშე: სასიამოვნო სამსახური თუ კარგი ხელფასი. სანამ იმ ქალებს გაკიცხავთ, ვისაც გაუმართლა და გვერდით მზრუნველი მამაკაცი ყავთ, დაფიქრდით – იქნებ, ეს ბანალური შურია?