სიმართლეა თუ არა, რომ ჯინსის შარვალი 4-ჯერ ჩაცმის შემდეგ უკვე გასარეცხია

312

ტანსაცმლის რეცხვა უმრავლესობას მარტივ და გასაგებ პროცედურად ეჩვენება. შეყრი ნივთებს სარეცხ მანქანაში და ელოდები. სინამდვილეში, არსებობს განსაზღვრული ნიუანსები, რომელთა ცოდნის შემთხვევაში ტანსაცმელი დიდი ხნის განამვლობაში შეინარჩუნებს სასიამოვნო იერსახეს. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი და რა შეცდმობეს უნდა ერიდოთ.

რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი?

ძალიან ხშირად გარეცხვის საჭიროებას ნივთების დაბინძურების ხარისხით ვადგენთ. თუ ტესტილი სუფთად გამოიყურება, ეს როდი ნიშნავს, რომ მასზე არაა ჭუჭყი და მიკრობები. ზოგიერთი ტანსაცმელი რეგულარულად უნდა გაირეცხოს ვიზუალური შეფასების მიუხედავად.

  1. წინდები, საცვლები, მაისურები ყოველი ჩაცმის შემდეგ უნდა გარეცხოთ.
  2. ბიუსჰალტერები და პერანგები, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს, რეკომენდირებულია გაირეცხოს 2-3-ჯერ ჩაცმის შემდეგ. ჩვენ ვოფლიანდებით და ზოგჯერ ამას ვერც კი ვამჩნევთ, ტანსაცმელი კი შეიწოვს ტენს.
  3. ჯინსის შარვლები, პიჟამოები, პირსახოცები უნდა გაირეცხოს 3-4 გამოყენების შემდეგ.
  4. თეთრეულიც შეიწოვს ნესტს, ამიტომ კომპლექტი 2 კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს, უმჯობესია უფრო ხშირადაც.
  5. ყოველი ჩაცმის შემდეგ გარეცხეთ აბრეშუმის ტანსაცმელი. ისინი ყველაზე უფრო მიდრეკილია დაბინძურებისკენ.

როგორ შევინახოთ ტანსაცმელი გარეცხვამდე?  – საუკეთესო ადგილი გარეცხვამდე ტანსაცმლის შესანახად- ეს სპეციალური ნასვრეტებიანი კალათაა, რომელიც ვენტილაციას უზრუნველყოფს. შედეგად, ნივთებს ცუდი სუნი არ გაუჩნდება.ბევრი ტანსაცმელს სარეცხი მანქანის ცილინდრშივე ინახავს, რაც არაა რეკომენდირებული. საქმე იმაშია, რომ ნივთები შეიწოვს წინა რეცხვიდან დარჩენილ სისვველეს და იძენს უსიამოვნო სუნებს. გარდა ამისა, ხელსაყრელი გარემო იქმნება ბაქტერიებისა და ობის სოკოს გამრავლებისთვის.

როგორ დავახარისხოთ სწორად ტანსაცმელი?

  1. ფერის მიხედვით – თეთრი, ფერადი, ნაცრისფერი და შავი ნივთები უნდა გამოყოთ ერთმანეთისგან. თუ ისინი უკვე არაერთხელ გარეცხილა და დარწმუნებული ხართ, რომ არ გაუფერულდება, მაშინ ბოლო ორი კატეგორიის ნივთები შეგიძლიათ ერთად გარეცხოთ.
  2. ქსოვილის ტიპის მიხედვით – აბრეშუმის და ქაშმირის ნივთები სჯობს ბამბის ან სინთეტიკური ტანსაცმლისგან განცალკავებით გარეცხოთ. საქმე იმაშია, რომ თითოეული სახის ქოსვილის რეცხვისას წყლის ტემპერატურა განსხვავებული უნდა იყოს.
  3. დაბინძურების ხარისხის მიხედვით – ძლიერ დაბინძურებული ნივთები სჯობს ცალკე გარეცხოთ.

წყლის ტემპერატურა – გარეცხვამდე სჯობს შეამოწმოთ იარლიყები. თუ ასეთი ინფორმაცია არ მოგეპოვებათ, მაშინ საერთო რეკომანდაციებს მიჰყევით.

  1. ცხელ წყალში (60 გრადუსი და მეტი) შეგიძლიათ გარეცხოთ ბამბის თეთრეული და პირსახოცები.
  2. თბილი წყალი (დაახლოებით 40 გრადუსი) იდეალურია ტრიკოტაჟის ნაწარმი, სინთეტიკური ქსოვილებისა და ჯინსების გასარეცხად.
  3. ცივ წყალში (30 გრადუსი) გარეცხეთ დელიკატური მასალებისგან (აბრეშუმი, ქაშმირი, ბეწვი) დამზადებული ნივთები.

დელიკატური ქსოვილებისგან დამზადებული ნივთები სჯობს ხელით გარეცხოთ. ჯერ ისინი ჩაალბეთ ცივ წყალში, შემდეგ დაუმატეთ სპეციალური სარეცხი საშუალება. ნახევარი საათის შემდეგ ამორეცხეთ და გააველით წყალი. თუ სარეცხ მანქანას მიანიჭებთ უპირატესობას, ასეთი ტანსაცმელი მოათავსეთ სპეციალურ ტომრებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს