ზოგჯერ ადამიანს ოცნების გარდა აღარაფერი რჩება. ზოგისთვის ის გრანდიოზულია: როგორ გაფრინდეს, განკურნოს მოურჩენელი დაავადება, გამოიგონოს აქამდე გაუგონარი რამ… ზოგს კი სულ ცოტა ყოფნის: ცოტა ადამიანური სითბო, კარგი მეგობარი, უბრალოდ სიცოცხლე… ოცნება ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს.თუ შენი ოცნებისკენ წახვალ და ყველა წინააღმდეგობას გადალახავ, შანსი იმისა, რომ ის ასრულდება, დიდია. უბრალოდ არ უნდა იფიქროთ ოცნებაზე, როგორც რაღაც არა მატერიალურზე, მიუწვდომელზე. უნდა გადააქციოთ ის მიზნად და ყოველ დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ მას. ერთმა ქალბატონმა დაივიწყა თავისი ოცნება და კინაღამ დაკარგა ის.
ოცნება ადამიანის ცხოვრებაში
არსებობენ ასეთი ტიპიური ბებიები, რომლებიც სხედან სადარბაზოს გვერდით, ეზოში და განიხილავენ პოლიტიკას, ახალგაზრდობას, ფასებს, პროდუქტებს, ყვავილებს და ა. შ. თუმცა, ჩემი ქმრის ბებია ასეთი არ არის. ის 70 წლამდეა, საღ გონებაზე, კარგ ფორმაში, მსუბუქი შეხედულებით გარესამყაროზე.ის თავის ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობს, გატაცებულია ხელოვნებით და არც თაყვანისმცემლები აკლია. არაფერი ცუდი არ იფიქროთ, უბრალოდ სიამოვნებს ყურადღება მამაკაცებისგან. მას სამი ვაჟი ჰყავს. ერთ-ერთს ბინაზე პრობლემები შეექმნა.ცხოვრობდა სიდედრთან, ცოლთან და ორ პატარასთან ერთად პატარა ბინაში, ქალაქის ბოლოში. არ ქონდათ რემონტი და ტექნიკა. ბოლო ორი წელია, სთხოვდა ბებიას ბინის დათმობას.”ნახე, მოხუცთა თავშესაფარი – ის არც ისე ცუდია, როგორც ადრე ეგონათ. იქ ახალ ნაცნობებს გაიჩენ, არ მოიწყენ, გაერთობი. ჩემს შვილებს ბინა სახლი სჭირდებათ, სამეცადინო ადგილი, შედი ჩვენს მდგომარეობაში ბებია!”. ბებია კი ყოველთვის თავსი აზრზე იყო. რა უნდა ეკეთებინა მოხუც და დავარდნილ ხალხში, როცა თავს გადასარევად გრძნობდა? მას ჯერ კიდევ შეუძლია და უხარია სიცოცხლე.
ბოლო დროს ჩემი მისი ცოლიც ჩაერთო საქმეში. ხშირად მიდიოდა ბებიასთან, ჩიოდა თავის პრობლემებზე, თხოვდა და აცოდებდა თავს. ბებიას აევსო მოთმინების ფიალა, შეწყვიტა ყველასთან ურთიერთობა, წაიკითხა ბევრი სამოტივაციო წიგნი და…გაყიდა სახლი.აღებული ფული მთლიანად თავისთვის დაიტოვა. ძალიან უნდოდა დიდი ხნის ოცნების ასრულება – ჩინეთში წასვლა. მანამდე კი დაპატიჟა ნათესავები რესტორანში, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც თავშესაფარში წასვლას არ სთხოვდა. წავედით მე და ჩემი ქმარი. ეს გამოსამშვიდობებელი საღამო იყო, ცოტა სევდიანი.მალე ის გაფრინდა. ინტერნეტით დავუკავშირდებით ხოლმე, მაგრამ მაინც დაგვწყდა გული. თავიდან ხშირად ვეხმიანებოდით, მერე კი უფრო და უფრო იშვიათად.ერთ დღეს ბებიამ ჩემს ქმარს დაურეკა. არც დახმარება უნდოდა და არც რამეს თხოვნა, უბრალოდ მოუყვა, რომ მისი ოცნების ქალაქი სულაც არ აღმოჩნდა ის, რასაც ელოდა. ჩინეთი მას საერთოდ არ მოეწონა.ერთხელ, როდესაც პატარა კაფეში იჯდა და ფიქრობდა როგორ დაბრუნებულიყო სახლში, მასთან ასაკოვანი მამაკაცი მივიდა. ის ქვრივი ებრაელი აღმოჩნდა, რომელიც ევროპაში საცხოვრებლად გადავიდა 30 წლის წინ და ეხლა იტალიაში ცხოვრობდა. ერთ შეხვედრას მეორე მოყვა, მერე მესამე და…იაკობმა იტალიაში დაპატიჟა ბებია, აშკარა იყო, რომ ძალიან მოსწონდა. მან დაურეკა შვილებს ინტერნეტით და თავისი რჩეული გააცნო. ეხლა კი ქორწილისთვის ემზადებიან.ბებია სამშობლოში აღარ აპირებს დაბრუნებას, შვილიშვილის ოჯახს აპატია ყველაფერი, მაგრამ წყენა მაინც დარჩა.
არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მათი ამბავი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც ზრდასრული ადამიანი თავის ცხოვრებას მართავს, მას ყველაფერი გამოუვა. შვილიშვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, მას თავისი და ყველა საკუთარ ქცევაზე უნდა აგებდეს პასუხს. თქვენ რას იტყვით? გელოდებით კომენტარებში.