პენსიაზე გასვლის შემდეგ პროდუქტებისთვის განკუთვნილი ჩემი კალათა შეუქცევადად შეიცვალა

58

ცხოვრების რითმის, არასაკმარისი ხელფასისა ან ფიზიკური პასიურობის მიუხედავად, ჩვენ მაინც შეგვიძლია საკუთარი ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის უზრუნველყოფა. უბრალოდ საჭიროა საკუთარი თავი გადაძალოთ. ივარჯიშეთ რეგულარულად, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. საჭიროა მხოლოდ თქვენი სურვილი და მონდომება.მაშინ, როცა მსოფლიოში კატეგორიულად არასტაბილური სიტუაციაა, განსაკუთრებით პენსიონერებს უჭირთ. მათ დროისთვის ფეხის აწყობა, სიახლეების შესწავლა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწევთ. ყველამ როდი იცის, რომ ბიუჯეტური პროდუქტები ყოველთვის როდია უხარისხო.

თანამედროვე ადამიანის რაციონი

  • სუბპროდუქტები – სუბპროდუქტებიდან ყველაზე სასარგებლოა ქათმის ღვიძლი. იგი ააქტიურებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის დონეს და ასტიმულირებს სისხლში ერითროციტების გამოყოფას.საქონლის ან ხბოს ტვინი დელიკატესია, არადა, თეთრები ღირს. ღორის ფეხებით ჩვეულებრივ ხოლოდეცს ამზადებენ, ყურებისგან კი შესანიშნავი ხემსი გამოდის. ორივე შემთხვევაში ვიღებთ კოლაგენის დამაჯერებელ დოზას.
  • კომბოსტის სალათი – სტაფილო, კომბოსტო, ხახვი და ცოტაოდენი ზეთი- ლამის დღეგრძელობის რეცეპტია. ამ პროდუქტებში არსებული ვიტამინების კოლოსალური რაოდენობა დადებითად გავლენას მოახდენს თქვენს გარეგნობასა და თვითგანწყობზე. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ ბოსტნეულიდან უჯრედისის ათვისებაში.აქვე უნდა ვახსენოთ ზღვის კომბოსტოც. იგი დიდი რაოდენობით იოდს, მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს შეიცავს..
  • ქაშაყი – ქაშაყი მდიდარია კალციუმით, ფტორით, ომეგა-3-ით. ზოგადად, ამ ნივთიერებებს უხვად შეიცავს კილკაც, მოივაც და ზღვის თევზების სხვა იაფიანი სახეობებიც.
  • პარკოსნები – ბარდა, ლობიო, მუხუდო- მცენარეული ცილების ნამდვილი საცავია. მათგან ამზადებენ ფაფებს, წვნიანებს, სალათებს და სხვა. ბოსტნეულთან ერთად მოთუშული დაკონსერვებული ლობიო, გახვეული თხელ ლავაშში- უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ.
  • რძის პროდუქტები – კალციუმი მნიშვნელოვანია ადამინისთვის ნებისმიერ ასაკში. პენსიონერებისთვის ყოველი მოტეხილობა შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. საჭიროა ძვლოვანი ქსოვილის გამყარება. რძე- სიტუაციიდან ყველაზე მარტივი და იაფიანი გამოსავალია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ითვისებენ ამ პროდუქტს.ხაჭო შეიცავს ხორცზე მეტ ცილასაც კი. მისი ათვისება მარტივია, ასევე ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ადამიანი წონაში არ იმატებს.ჩვენ არაფერი გვითქვამს ბურღულეულზე, სოიოს პროდუქტებზე, ვაშლზე, ოჯახში მომზადებულ პურზე. მნიშვნელოვნია, რომ არ დაგეზაროთ ამ სასარგებლო საკვებისგან კერძების მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობა მყისიერად გაგიუმჯობესდებათ, აი, ნახავთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს