ნებისმიერ წესიერ მარტოხელა კაცს უნდა ჰქონდეს ერთი წარუმატებელი პაემანი მაინც. ასეთი გამოცდილება ლადომ გაცნობის საიტების დამსახურებით მიიღო. როგორ მოხდა ეს ამბავი? და რით დასრულდა ეს წინდაუხედავი გაცნობა?
წარუმატებელი პაემანი
ლადო არასოდეს ყოფილა გაცნობის საიტების რეგულარული მომხმარებელი, თუმცა დროება ზოგჯერ ადამიანს სიახლის გამოცდას ავალდებულებს ხოლმე. სასურველი ქალბატონის ხანგრძლივი ძიების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა არჩევანი ანაზე გააკეთა. ფოტოზე გამოსახული იყო საყვარელი გოგონა სათვალეებში, მას ღია ფერი თმა ჰქონდა და ხელში ყვავილი ეჭირა. ლადომ თავის გონებაში დახატა უცნობი ქალი ინტელექტუალური და ღრმა ნატურა. რატომღაც იგი მაშინვე მიხვდა, რომ ანა ბევრს კითხულობდა.ლადომ დაუყონებლივ მისწერა თავის რჩეულს და 10 წუთში პასუხიც მიიღო. რაღაც დროის განამვლობაში ახალგაზრდები ერთმანეთს რეპლიკებს უცვლიდნნენ, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში შეხვედრა გადაწყვიტეს. ანა მისწერა ლადოს:
“ლეოპრდის გეტრბით მიცნობ”. – მამაკაცს გაეცინა, ანას კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.დადგა პაემნის დღეც. ლადომ ყვავილების თაიგული იყიდა და შეხვედრის ადგილისკენ გაემართა. მან მაქსიმალურად მკაცრი კოსტუმი ჩაიცვა, რათა მისი ტანსაცმელი ლეოპარდის გეტრებს მაქსიმალურად შეხამებოდა. მათი ეს საერთო ხუმრობა ორივეს იმის იმედს უნერგავდა, რომ მომავალში მათ გაცინებისთვის ბევრი საბაბი ექნებოდათ. მალევე ლადოს მხიარულებისთვის არ ეცალა. ანამ ცოტა დააგვიანა, თუმცა იგი საერთოდ არ ჰგავდა ვიზუალურად იმ ქალს, რომელიც ლადომ ფოტოზე იხილია.მამაკაცის წინაშე მასზე 5-6 წლით უფროსი ქალი იდგა. ანას სახეზე უადგილოდ კაშკაშა მაკიეჟი ესვა. ლადო სიცილს ვერ იკვებდა, როცა მას თაიგული აჩუქა და მაგიდასთან დაჯდომა სთხოვა. მას ვერ გაერკვია, თუ რა ხდებოდა.თავიდან საუბარი მშვიდად წარიმართა. შემდეგ სწრაფადვე გაირკვა, რომ ანას 2 შვილი ჰყავს და 4 კერდიტი აქვს გამოტანილი ბანკიდან. ქალმა აღნიშნა, რომ ძლიერ და სანდო მამაკაცს ეძებდა, რომელიც დაეხმარებოდა ყველა სირთულესთან გამკლავებაში. ლადო ანას უხმოდ უსმენდა, ის ჯერ ვერ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.ამ დროს ქალი მამაკაცს მიანიშნებდა: თუ იგი მის ოჯახზე იზრუნებდა, ანა სითბოს და ალერსს არ მოაკლებდა. ლადო სულ უფრო ინტერესდებოდა იმით, თუ რაში სჭირდებოდა მის თანამოსაუბრეს სათვალეები. ქალის მონოლოგის მოსმენის შემდეგ მამაკაცმა მას უთხრა:
“-არ მგონია, რომ ჩემნაირ ადამიანს იმსახურებდე, თუმცა მადლობა შემოთავაზებისთვის”.მას შემდეგ, რაც ლადომ რესტორნის ანგარიში გადაიხადა და ანა გაჩერებამდე მიაცილა, ის გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში სეირნობდა. ეს იყო მისი პირველი წარუმატებელი პაემანი, თუმცა ახლა მან იცოდა, რომ ტყუილის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კეთილსინდისიერი მარტოხელა მამაკაცი. ამ შემთხვევის გამო იგი ხელს არ ჩაიქნევს და აუცილებლად გააგრძელებს იმ ერთადერთის ძიებას.
დასკვნა: გქონიათ თუ არა ოდესმე წარუმატებელი პაემანი? მიიჩნევთ, რომ გაცნობის საიტებზე შეიძლება მონათესავე სულის მქონე ადამიანის პოვნა?