ბანანი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ექსპერტის შეხედულება.

306

როცა ბაზრობაზე ან მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად მივდივარ, სახლში აუცილებლად ვბრუნდები ბანანის შეკვრით. ბავშვები მას ნედლად ან მაფინებთან ერთად მიირმევენ, მე კი უკვე მეორე წელია, რაც ბანანის პურით ვეღარ ვნაყდები. ეს ხილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საუკეთესო მეგობარია.ამას წინათ გადავწყვიტე მეტი გამეგო იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ბანანი ადამიანის ორგანიზმზე. სწორედ ამ თემას შეეხება მოცემული სტატიაც.

ჰიპოალერგიული პროდუქტი

ბანანი- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია მსოფლიოში. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს  და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციას. სწორედ ამიტომ ის შედის  დედების რაციონში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ შვილს.

  • ბანანი- კალიუმის მთავარი წყაროა – კალიუმი უმთავრესი მიკროელემენტია ღვიძლის, გულის, ტვინის, ძვლების, კბილებისა და კუნთებისთვის. ზრდასრულმა ადამიანმა უნდა მიიღოს 24 საათში 3-4 გ კალიუმი, ჩვილმა კი- 15-35 მგ თავისი წონის ერთ კილოგრამზე. კალიუმი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. ვისაც შეშუპება გაწუხებთ, გაითვალისწინეთ!
  • უჯრედისის წყარო – ბანანი ასევე უჯრედისის საცავია. ამ კომპონენტის წყალობით ეს ხილის საუკეთესო საშუალებაა შეკრულობის წინააღმდეგ და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ოპტიმზაციისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ბანანი ხელს უწყობს ტკივილების მოხსნას კუჭის წყლულის დროს. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ბანანი დადებით გავლენას ახდენს კუჭის ლორწოვანი გარსის აღდგენაზე. ხილის შემადგენლობაში შემავალი პექტინი და სახამებელი ქმნის კუჭში შემომგარსავ ეფექტს.ბანანი ასევე დაგეხმარებათ გულძმარვის დამარცხებაში. საქმე იმაშია, რომ ხილის რბილობი შეიწოვს კუჭის წვენს და ასევე გამოდევნის მას ორგანოდან.
  • ბუნებრივი შაქრის წყარო – შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის დაუშვებელია ბანანის მიღება, თუმცა ჯანმრთელი ადამიანებისთვის ის შესანიშნავი ხემსია, რომელიც ძალების აღდგენაში ეხმარება.
  • გემრიელი ანტისტრესული საშუალება – ბანანი სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანრმთელობისთვისაც. ადამიანის ორგანიზმში ხელის შემადგენლობაში შემავალი ტრიფტოფანი გარდაქიმნება სეროტონინად- ბედნიერების ჰორმონად.

როგორც ხედავთ, ბანანი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შექმნილია ერთმანეთისთვის. თქვენ გიყვართ ეს ხილი? რამდენად ხშირად ყიდულობთ მას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს