არც ერთი მღელვარე დედა არასოდეს შეწყვეტს ღელვას საკუთარი შვილის მდგომარეობაზე მაშინაც კი, როცა იგი ოჯახს შექმნის და ბავშვებიც გაუჩნდება. ასეთია ადამიანების ბუნება. გახსოვთ ძველი ფილმი სტალონეს მონაწილეობით: “შეჩერდი! თორე დედაჩემი გესვრის!”? იტალიელების მტკიცებით, ქალების ქცევა კანონიკური იყო. ვაჟი დაკუნთლი პოლიციელია ? შესაძლოა, თუმცა რა ჭამა მან სადილზე?
მღელვარე დედა
- -ალო! კი, დედა, უკვე გზაში ვარ. მალე მოვალ!სახლამდე მოსვლა 40 წუთს ანდომებს. გადის საათნახევარი. ვურეკავ:
- -ლამის სახლთან ვარ, არ ინერვიულო.გავიდა კიდევ საათი. ვურეკავ, ყურმილში მესმის სიცილ-კისკისი:
- -ნუ ჯავრობ, დედა! 20 წუთის შემდეგ აკანკალებული ხელით ვიღებ ტელეფონს. აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან!
რა გავაკეთო, სად დავრეკო? ჩემი შვილი მეთეთმეტე კლასში სწავლობს. ის ფიქრობს, რომ უკვე ზრდასრულია. მადლობა ღმერთს, რომ ქალიშვილი მას არ ჰგავს. ის გათხოვილია და მალე შვილს ელოდება. თამაზი 17 წლისაა, შესახედაობით იგი სუსტი და ფიცარივით თხელია. ჩემი ბიჭი ძალიან ცელქი და ეშმაკია. მამშვიდებს ის ფაქტი, რომ თაზო ცუდად ნამდვილად არ სწავლობს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, ამას წინათ შეყვარებულიც გაიჩინა. იგი არ მუშაობს, დროის დიდ ნაწილს კლასელებთან გართობაში ატარებს, ენერგია მოზღვავებული აქვს, სამუშაო დღეებში რამდენიმე საათით ძილიც კი ჰყოფნის, უქმეებზე კი შუადღემდე საწოლში წევს.
სადაცაა გული საგულედან ამომივარდება. მიჭირს საკუთარი თავის ხელში აყვანა. ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, რომ რეგიონის მორგების და უბნის ინსპექტორის ნომრები გავიგო და ყველგან დავრეკო.ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. თაზო კმაყოფილი დაბრუნდა, ხელში არაფერი უჭირავს, თუმცა ჯიბეში რაღაც უდევს, ძველი ხრიკია. მას ჰგონია, რომ ვერაფერს მივხვდები. ვატყობ, მომიწევს დაკითხვის ვნებიანად მოწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავის ოთახში შევა და დაიძინებს. დილით მეც დავმშიდდები.
- -სად და ვისთან ერთად იყავი? კიდევ ერთხელ გიმეორებ, თაზო. შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც გინდა, ოღონდ მაშინ სხვაგან მოგიწევს ცხოვრება.
- -ყველაფერი კარგადაა. მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი, როგორც ყოველთვის. ჩემი ბრალი ხომ არაა, რომ ტელეფონი დამიჯდა. ხდება ხოლმე.
- -მოიხსენი შარფი, გაიხადე ქურთუკი, პირიდან რისი სუნი ამოგდის აბა?
შვილმა დამიჯერა, არაფრის სუნი არ მეცა. თუმცა ეს ყველაფერი არაა ჯერ.თაზოს ჯიბეში პატარა თაიგული ვუპოვე. ადრე მას შოკოლადი ან ნაყინი მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის, თუმცა ყვავილები- არასოდეს. ის საოცრად ყურადღებიანია. თავს ისევ კარგად ვგრძნობ. რა მოხდა, თუ სახლში გვიან დაბრუნდა. ტელეფონიც ვის არ უჯდება. კისერზე კოცნის კვალი შევნიშნე, ეჰ, ახალგაზრდობა.მთავარია, რომ ახლა უკვე სახლშია. საჭიროა დავფიქრდეთ, თუ რომელ უნივერსიტეტში სჯობს ჩაბარება. რა ღირს ნეტავ თბილისში ბინის ქირაობა? სტუდენტობისას საზრუნავების რიცხვი იმატებს. ყველაფერი რიგზეა, მეტს აღარ ვიჯავრებ.