კაფელი იატაკის, სამზარეულოს ან სააბაზანოს კედლების მოპირკეთების ლამაზი და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. ჯერ კიდევ ფილების დაგების ეტაპზე ადამიანი ირჩევს შემავსებლის ტიპს ნაკერებისთვის. ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ დეკორატიული გაფორმება, არამედ დალაგების მოხერხებულობაც. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გასწავლთ, თუ როგორ გაწმინდოთ ნაკერები ფილებს შორის დაბიძურების ტიპის მიუხედავად .
როგორ გავასუფთავოთ ნაკერები ფილებს შორის
ფილა- მყარი მასალაა, რომელიც მდგრადია ტენისადმი. სწორედ ამიტომ მას იყენებენ სააბაზანოს კედლებისა და იატაკის მოპირკეთებისთვის. შემავსებელი შედგება ცემენტისა და ეპოქსიდური ფისისგან, დროთა განმავლობაში ნაკერებს შორის გროვდება ნესტი და ჩნდება ობი. თუ ფილაზე შენიშნეთ შავი ნადები, ის დაუყონებლივ უნდა გაწმინდოთ.ქლორის შემცველი საშუალებები ყველაზე უკეთ ებრძვის სოკოვან დაბინძურებას. ქლორთან მუშაობისას აუცილებლად გაიკეთეთ დამცავი ნიღაბი და ხელთეთმანები, ბოლოს კი კარგად დაიბანეთ სახე და ხელები. თუ შემავსებელი ღია ფერისაა, სჯობს გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. საწყის სტადიებზე შეგიძლიათ იხმაროთ ნიშადურის სპირტი, რომელსაც აქვს სადეზინფექციო მოქმედება. ის გახსენით წყალში 1:1 თანაფარდობით.
ძმარი შესანიშნავია სააბაზანოს ფილების გასაწმენდად. ამისთვის პულვერიზატორიდან მიასხურეთ იგი კაფელს და დატოვეთ ერთი საათით. განსაკუთრებლად დაბინძურებუოლი ადგილები შეგიძლიათ გახეხოთ ჩოთქით. შემდეგ უნდა ჩამორეცხოთ ძმარი და გაამშრალოთ ფილები.ნადებს აშორებს ასევე როგორც საკვები, ასევე კალცინირებული სოდაც. მეორე მათგანი უფრო ეფექტურია. სოდა კარგად შლის ნადებს. ის უნდა გახსნათ წყალში, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა, რომელიც დაიტანეთ კბილის ჯაგრისზე და გახეხეთ დაბინძურებული ადგილები, შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით და გაამშრალეთ ტილოთი.სამზარეულოს ფილები ნაჟურის არსებობის შემთხვევაშიც კი განიცდის ცხიმის ზემოქმედებას საჭმლის მომზადების შემდეგ. ზოგჯერ კაფელი იმდენად დაბინძურებულია, რომ მის გასაწმენდად მხოლოდ აგრესიული საშუალებები თუ გამოდგება. ამისთვი შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი და სოდა. ასევე ეფექტურია ლიმონმჟავაც. ის ახდენს ზედაპირის დეზინფიცირებას და აშორებს ლაქებს, უსიამოვნო სუნს. პულვერიზატორში 30 გ ლიმონმჟავა გახსენით 200 მლ თბილ წყალში. მოცემული ხნსარის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ფილები სველი ტილოთი და შემდეგ გაამშრალეთ.
მისაღებში ჩვეულერივ აკრავენ ფილებს, რადგან ეს სივრცე განიცდის ტენის, მტვრისა და ჭუჭყის ზემოქმედებას. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ სოდა და ძმარი. თუ ნაკერები თეთრია, ეფექტური იქნება სოდისა და წყალბადის ზეჟანგის კომბინაცია. ფილებს შორის არსებული ნაკერები შეგიძლიათ გაწმინდოთ საყოფაცხოვრებო საპნითაც.ახალი შემავსებლის გასაკეთებლად ძველი მათგანი უნდა მოაშოროთ ბასრი საგნით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახრახნისი ან დანა. შემდეგ უნდა გაწმინდოთ ცხიმისგან ზედაპირი ქლორის შემცველი საშუალებით. შეარჩიეთ ახალი შემავსებელი და პლასტმასის ფითხით დაიტანეთ იგი. როცა ის შეშრება, გაწმინდეთ ფილა სველი ტილოთი.ყველაზე მთავარია- დროულად შეამჩნიოთ დაბინძურება, რათა მარტივად გაუმკლავდეთ მას. სასურველია თვეში ერთხელ გაწმინდოთ კედლები და იატაკი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით.