ოხრახუში სახლის პირობებში: როგორ დავთესოთ მწვანილი!

312

ოხრახუშს ფართოდ იყენებენ კულინარიაში. მწვანილის დამსახურებით კერძი ხდება არამარტო გემრიელი და არომატული, არამედ ლამაზიც. უდავოდ, ოხრახუში გვჭირდება მთელი წლის განამვლობაში. საბედნიერედოდ, ეს მწვანილი მარტივად შეგიძლიათ მოიყვანოთ სახლის პირობებშიც. მოცემულ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ!

აირჩიეთ ჯიში – ოხრახუშის ყველა ჯიში არაა განკუთვნილი სახლის პირობებში დასათესად. ამისთვის ყველაზე შესაფერისია მისი ხუჭუჭა დაბალი ჯიში. ისინი ლამაზად გამოიყურება ფანჯრის რაფებზე.რაც შეეხება დასათეს ჭურჭელს, გამოგადეგებათ ნებიმიერი ქოთანი ან კონტეინერი. გაითვალისწინეთ ერთი წესი, რაც უფრო მეტი რაოდენობით მწვანილის მოყვანა გინდათ, მით უფრო ფართო უნდა იყოს ჭურჭელი.

შეუდექით ოხრახუშის დათესვას:

  1. ჭურჭლის ფსკერზე მოათავსეთ დრენაჟის ან კერამზიტი ფენა, შემდეგ ქოთანი აავსეთ მიწით, ისე რომ ზედა კიდეებამდე დარჩეს 5 სმ თავისუფალი ადგილი.
  2.  გულუხვად დათესეთ თესლი.
  3. დაატენიანეთ მიწა წყლით.
  4. თესლს მოაყარეთ მიწა და დაფარეთ 2 სმ-ით.
  5. პულვერიზატორით ისევ დაანოტივეთ ნიადაგი.
  6. ქოთანს დააფარეთ პარკი, სტრეჩი, გამჭვირვალე თავსახური ან მინა და დადგით თბილ ადგილას.

ოხრახუშის მოვლა:

  1. 2-4 კვირაში ჩნდება პირველი აღონაცენები. მაშინვე მოაშორეთ საფარველი ქოთანს და გაგადგით იგი ნათელ ადგილას.
  2. შემოდგომის შუა პერიოდში ფიტოლამპით განათება.
  3. ზომიერად მორწყეთ მწვანილი.
  4. გაანოყიერეთ ოხრახუში ბოსტნეულის უნივერსალური სასუქებით.

სახლის პირობებში ამ მწვანილის მოყვანა არაა რთლი. ვიტამინების და სასარგებლო მიკროელემენტების მარაგი გარანტირებულია მთელი წლით. თქვენ მოგყავთ მწვანილი ფანჯრის რაფაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს