რომელი კურკების ჭამა იკრძალება კატეგორიულად: ვარკვევთ, რატომ.

1132

ალბათ, არაერთხელ გამხდარხართ მომსწრე, ვინმე თქვენი სანაცნობო წრიდან ბროწეულის ან ყურძნის ჭამისას როგორ გადმოაფურთხებს ხოლმე თითოეულ კურკას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ვაშლს გაურჩევლად ჭამენ. მოცემულ სტატიაში გავარკვევთ, თუ რომელი კურკების ჭამაა დაუშვებელი.არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანს შეიძლება მარტივად გადასცდეს კურკა და ამან გამოიწვიოს აპენდიციტი, ალერგია, ნაწლავების დაბიძნურება ან მოწამვლაც კი. საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ კურკებშია თავმოყრილი ყველა სასარგებლო თვისება. სად იმალეა ჭეშმარიტება?

რომელი კურკებია სასარგებლო ორგანიზმისთვის?

  • ციტრუსები – აღმოჩნდა, რომ ციტრუსებიც კურკები თავიანთი თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება რბილობს. ისინი მდიდარია ვიტამინებით, ეთერზეთებით და ორგანული მჟავებთ, ახასიათებთ აშკარად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლის დალევა, შეგიძლიათ ჩაღეჭოთ ლიმონის ან ლაიმის კურკები. მათში შემავალი ეთერზეთები და ტანინი ახდენს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი სისიტემის მოქმედებას.
  • საზამთრო – ძნელია საზამთროთი დანაყრება, თუ კურკების ნახევარს არ დაღეჭავთ. ისინი ზომიერი რაოდენობით ძალიან სასარგებლოა. საზამთროს კურკები ამინომჟავების და ისეთი ნივთიერებების წყაროა, როგორებიცაა, პექტინი, უჯრედისი, ცილები, მაგნიუმი, რკინა, თუთია და სელენი.
  • ბროწეული – ადამიანების ნაწილი ბროწეული წვენს გამოწოვენ ხოლმე, სხვები ღეჭავენ მარცვლებს და შემდეგ გადმოაფურთეხებენ ხენჩოს, დანარჩენები ხილის შიგთავსს მთლიანობაში მიირთმევენ. ეს ხილი მდიდარია ტანინით და პოლიფენოლებით, რომლებიც მნიშვნელოვანია სისხლძარღვების კედლის განმტკიცებისთვის და გულის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კურკების შემადგენლობაში შემავალ ანტოციანებს და კვერცეტინებს აქვს ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები.
  • ყურძენი  – ყურძნის კურკების შემადგენლობაში შემავალი ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, E ვიტამინს, სტეროიდებს, პოლიფენოლებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. კურკებს აქვთ ციტოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და რეგენერაციული მოქმედება.
  • გარგარი, ატამი, ქლიავი, ალუბალი – ბავშვები ამ ხილის კურკებს ტეხენ და მათ გულს ჭამენ ხოლმე, მისი სიმწარე ნუშის გემოს მოგვაგონებს. ატმის ერთი კურკა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მისma 50-100 გრამმა შეიძლება მოწამლოს კიდეც ადამიანი. გარგარის, ატმის, ქლიავის, ალუბლის კურკების შეიცავს საშიშ ნივთიერებას ამიგდალიnს, რომელიც ათავსუფლებs შხამიან ციანიდებს ორგანიზმში.
  • ვაშლი, მსხალი, კომში – სამეცნიერო წრეებში აქტიურად მსჯელობდნენ ვაშლის კურკების სასარგებლო თვისებების შესახებ. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მდიდარია იოდით და E ვიტამინით. თუმცა ეს თეორია გაქარწყლდა. აღმოჩნდა, რომ ვაშლის კურკა შეიცავს ამიგდალინს. ასევე არაა რეკომენდირებული კომშის და მსხლის კურკების ჭამაც.
  • ავოკადო – ასევე სჯობს ავოკადოს კურკა უბრალოდ გადააგდოთ. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ისინი ძლიერი ტოქსიკურობით არ გამოირჩევა, თუმცა ბევრი მათგანის მირთმევა დიდი ალბათობით გამოიწვევს მოწამვლას, რასაც თან დაერთვება სასუნთქი, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნციონირების მოშლა.

ბოლოს დავამატებთ, რომ საჭიროა მირთვათ ნესვის და გოგრის თესლი, კივის, კოწახურის, ზღვის წიწაკის კურკები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს