ყველამ კარგად იცის დარიჩინის გემოვნური და არომატული თვისებების შესახებ. ის ცხარე და გემრიელია. დარიჩინით ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უბრალო პურ-ფუნთუშეული, კულინარიულ ნეტარებად იქცევა. რაც შეეხება ყავას დარიჩინით – მას უბრალოდ ვერ მოწყდებით! მოცემულ სტატიაში გავაანალიზებთ მის კიდევ ერთ სასარგებლო მხარეს: დარიჩინი შეიძლება იყოს შესანიშნავი სასუქი მცენარეებისთვის.მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ხდება დარიჩინით განოყიერება, რანაირად ეხმარება იგი მცენარეებს და როგორ გამოვიყენოთ იგი.
რა და როგორ გავანოყიეროთ დარიჩინით?
რამდენიმე მწიკვი თითოეულ საყვავილეში და კაქტუსიც კი აყვავდება! დარიჩინი არის ზრდის სტიმულატორი, რომელიც ააქტიურებს მცენარეების ყვავილობას. ის მძალვრი ანტისეპტიკია, რადგან დარიჩინის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი მცენარის იმუნიტეტი ძლიერდება.ეს სანელებელი ეკოლოგიურად სუფთა გამოსავლად მოგევლინებათ, თუ ეწინააღმდეგებით სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენებას: საკმარისია თვეში ერთხელ მოაყაროთ მიწას დარიჩინი. მორწყვის ინტენსივობა უცვლელი დატოვეთ.
როგორ მოვამზადოთ დარიჩინის ხსნარი? – ზამთარში სახლის ყვავილებს განსაკუთრებით სჭირდება განოყიერება და დატენიანება. ასეთი მიზნებისათვის გამოიყენება დარიჩინის ხსნარი. 1 სუფრის კოვზ სანელებელს დაასხით ერთი ლიტრი გადმოდუღებული წყალი და გააჩერეთ რამდენიმე დღე. თითოეულ ქოთანში ჩაასხით ხსნარის ორი სუფრის კოვზი.
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დარიჩინის ხსნარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასუქია. თუმცა ზამთარში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება თვეში ერთზე მეტჯერ. ზაფხულში შეგიძლიათ იგი თვეში ორჯერაც იხმაროთ.დარიჩინი სასარგებლო იქნება ბოსტნაშიც: ნერგებისა და ბაღის მცენარეებისთვის. ის ასევე შესანიშნავად დაიცავს მათ მწერებისა და მავნებლებისგან, როგორებიცაა მღრღნელები და ჭიანჭველები. კოღები ვერ იტანენ დარიჩინის სუნს. ოდესმე გამოგიყენებიათ ასეთი სასუქი, თუ უკეთესი მეთოდებიც იცით? დაწერეთ კომენტარებში!