თუ გეცოდინებათ ზოდიაქოს ნიშნები როგორ იქცევიან რეალურ ცხოვრებაში, როგორი ურთიერთობა აქვთ სხვებთან, რას განიცდიან – მარტივად გაიგებთ მის მომავალს. დრო შეუჩერებლად მიდის და ადამიანი თანდათან დაბერებას იწყებს. საინტერესოა, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი თავისი ხასიათის თავისებურების გამო უფრო სწრაფად ბერდება.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ ამ ზოდიაქოს ნიშნებზე და შევეცდებით გავიგოთ რა შეიძლება შევცვალოთ ცხოვრებაში, რათა ვიყოთ ჯანსაღ და კარგ მდგომარეობაში. ყოველთვის არსებობს მალე დაბერების მიზეზი და მისი გამოსწორება ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ.
ზოდიაქოს ნიშნები ცხოვრებაში
ქალწული – ყველანაირად მოწესრიგებული ქალწული ბევრ წვრილმანს აქცევს ყურადღებას. ის მუდამ დალაგების პროცესშია: ჭიქები ფერების მიხედვით, წიგნები ალფავიტის მიხედვით, ყველაფერი თანაბრად და სწორად უნდა ელაგოს. დიდ ყურადღებას აქცევს წესრიგს სახლში, ზოგჯერ ზედმეტადაც. შრომობს ყოველ დღე შეუსვენებლად. სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა დიდ ენერგიას მოითხოვს და ქალწული დროზე ადრე ბერდება. მას შინაგანად უგროვდება აპათია, ხდება გულჩათხრობილი და გაღიზიანებული.
კირჩხიბი – კირჩხიბი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უთანაგრძნობს ყველა ადამიანს ვიც მის სანაცნობოშია. თავისი ნატურით ის ძალიან გახსნილი ადამიანია, შეუძლია იპოვოს საერთო ენა ყველა შემხვედრთან. თავად კირჩხიბი, მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, საკუთარ თავზე არ საუბრობს, მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ენდობა. საგულდაგულოდ მალავს საკუთარ ემოციებს, არის ბუტია, მაგრამ იშვიათად გამოხატავს უკმაყოფილებას. იმის გამო, რომ კირჩხიბი მუდმივად განიცდის სხვების მდგომარეობას, შუა ხნის ასაკში უკვე დაღლილია და მისთვის ყველაფერი სულერთია.
მშვილდოსანი – მშვილდოსანთან არ მოიწყენ. ამ ცეცხლოვან ნიშანს ცხოვრება თავგადასავლების გარეშე ვერ წარმოუდგენია. ვერასდროს ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას, როგორც კი მოიწყენენ, მაშინვე იცვლიან მოღვაწეობის სფეროს. ადამიანებთან მარტივად პოულობენ საერთო ენას. მისგან სტაბილურობას ნუ ელოდებით. ხანში შესულიც კი ვერ ეგუება ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას. სწორედ ეს არის ასაკის მატებასთან ერთად მისი უკმაყოფილების და აგრესიის მიზეზი.
მორიელი – ეს ყველაზე ძლიერი ნიშანია, ის ინარჩუნებს ნებისყოფას იქ, სადაც სხვა უძლურია. მიზანმიმართულობა და სიჯიუტე ეხმარება მორიელს მიზნის მიღწევაში. იმის გამო, რომ მორიელი ყველასთან ხისტი და პირდაპირია, ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ მას ეს არ აღელვებს. ოჯახურ ცხოვრებაში ერთგულია და მთელი ძალებით იცავს ახლობლებს. არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და დაუღალავად შრომობს, ცუდად იკვებება. მუდმივი სტრესის გამო კი ორგანიზმი მალე ბერდება.
თევზები – ისინი მუდამ მზად არიან დასახმარებლად. მათ განწყობაზე შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა იმოქმედოს. ისინი მალე ბერდებიან და ადამიანები ხშირად ზურგს აქცევენ მათ. თევზებს თავიანთი სამყარო აქვთ და რეალურ ცხოვრებაში უშაქრო ყავამ ან ცუდმა გამოხედვამ შეიძლება ხასიათი გაუფუჭოს. მუდმივი უკმაყოფილება და ნეგატივი პრობლემებს უქმნის ახლობლებთან ურთიერთობაში.
ზოგჯერ კარგია საკუთარ თავს გვერდიდან შევხედოთ და ახლობლების და მეგობრების რჩევები მოვისმინოთ, რათა დავიწყოთ უკეთესად ცხოვრება და დავტკბეთ თითოეული დღით. იდეალური არავინ არის და ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ ჰარმონიისა და სრულყოფისაკენ. ვარსკვლავები არასდროს ტყუიან, მთვარე კი ბედნიერი ცხოვრებისკენ გვინათებს გზას. ამიტომ ჰოროსკოპის იგნორირება არ იქნება სწორი. თქვე რას ფიქრობთ გაგვიზიარეთ კომენტარებში.