უნდა ჩავერიოთ თუ არა, როცა ბავშვს თანატოლები ჩაგრავენ.

427

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ? მოცემულ სტატიაში ვიმსჯელებთ ნდობის პრობლემაზე, ასევე გავიხსენებთ შვილების აღზრდის საფუძვლებს. ალბათ, კარგი მშობელი ყოველთვის აყენებს საკუთარ თავს ბავშვის ადგილზე.

ბავშვს ჩაგრავენ სკოლაში

თუ საკუთარ გრძნობებში ვერ ერკვევით და თქვენი ემპათია დაბალ დონეზეა, შეგიძლია უბრალოდ ყველაფერი გამოკითხოთ საკუთარ შვილს. დაელეპარაკეთ მას გულწრფელად და გაარკვიეთ, თუ რას გრძნობს იგი. სიმართლის გასაგებად საჭიროა, რომ თქვენი ვაჟი თუ ქალიშვილი ბოლომდე გენდობოდნენ და მტკიცედ სჯეროდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ მხარეს დაიჭერთ.თუ ოჯახში ბავშვს მცირე დანაშაულის გამოც კი საყვედურობენ, მან შესაძლოა მშობელს დაუმალოც კიდეც მისი ნამდვილი განცდები. როცა სკოლიდან სახლში ატირებული ვბრუნდებოდი, მუდამ ერთი და იმევე პასუხით მხვდებოდნენ:

“თუ თანატოლებს ვერ უგებ, მაშინ შეყვიტე მათთან ურთიერთობა. სულ მთლად მამაშენს დაემსგავსე…”

რასაკვირველი, გარკვეული დროის შემდეგ დედაჩემს აღარ ვუზიარებდი საკუთარ გულისნადებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მხარდაჭერის ნაცვლად იგი მხოლოდ სკანდალს მომიწყობდა. დედა სკოლის შეკრებებეზეც იშვიათად დადიოდა, რის გამოც დამრიგებელი ყოველთვის მსაყვედურობდა.

ბავშვების მწარე გამოცდილება, რომელთაც სკოლაში ჩაგრავდნენ – მაშინ საკუთარ დავპირდი, რომ ყოველთვის გულთან ახლოს მივიტანდი ჩემი შვილის თითოეულ სიტყვას. მინდოდა, რომ მას არასოდეს განეცადა სასოწარკვეთა და უძლურება, რასაც ერთ დროს მე ვგრძნობდი. შესაძლოა, დედა ასეთი დამოკიდებულებით ცდილობდა პასუხისმგებლიან ადამიანად აღვეზარდე. გულწრფელად რომ ვთქვა, მწამს, რომ სხვა მეთოდებიც არსებობს.რა თქმა უნდა, ახლა შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. ამას გარდა, მაწუხებს ჩემი ფსიქიკის უამრავი პრობლემური ასპექტი, რომლებიც ბავშვობიდან მომყვება. მაგალითად, დიდი დრო მჭირდება იმისათვის, რათა ვინმე მივენდო. ასევე არ მიყვარს სხვებისგან დახმარების მიღება.როცა 15 წლის ვიყავი, დედაჩემი მიხვდა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ მსურდა. მაშინ ის ჩემზე განაწყენდა და მუდამ მლანძღავდა ხოლმე. მე კი მიჭირდა, რომ იგი მშბლად აღმექვა.

რედაქციისგან: ალბათ, თითოეულ მშობელს აქვს უფლება აღზრდოს საკუთარი შვილი ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. თუ გსურთ, რომ თქვენი პატარა დამოიკიდებელი და ძლიერი პიროვნება იყოს, სჯობს საკუთარ მაგალითზე აჩვენოთ მას ასეთი თვისებები. შვილის პრობლემებთან პირისპირ დატოვება ცუდი იდეაა.შესანიშნავად მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა თანაკლასელმა მაწყენინა. სახლში დაბრუნებული ლამის ისტერიკაში ჩავვარდი, დედაჩემმა კი ნუგეშცემის ნაცვლად დამარტყა. მომდევნო დღეს სკოლაში გამოცხადდა თანაკლასელის დედაც, ორივე მათგანისთვის უნდა გამეწია წინააღმდეგობა. თავს საშინლად ვგრძნობდი. რთული იყო იმ შეგრძნებისგან გათავისუფლება, რომ მშობელმა მიღალატა და სრულიად მარტო დამტოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს