სად მდებარეობს ფინეთი? სახელმწიფო, რომელიც დგას ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე, მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ფინელები ემეზობლებიან ნორვეგიელებს, შვედებს, ესტონელებს და რუსებს.
სად მდებარეობს ფინეთი
ერთხელ, თვითმფრინავით მივფრინავდი ჩინეთში, ტრანსფერით ჰელსინკში, ფინეთის უდიდეს ქალაქსა და დედაქალაქში. მე და ჩემს მეგობრებს აეროპორტში რამდენიმე საათის გატარება მოგვიწია. სიმართლე გითხრათ, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა, იმდენად მყუდრო და თავაზიანი გარემო იყო.მახსოვს, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფინელების დახვედრამ. ისინი საოცრად კეთილგანწყობილები და ბედნიერები იყვნენ, ყველგან მხიარულ სახეებს ვხედავდი, ენის ბარიერმაც კი ვერ გადაფარა ეს ეფექტი. რატომ არის ეს ხალხი ასეთი ბედნიერი?დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შეგიგროვეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფინეთზე. მისი წაკითხვის შემდეგ შეძლებ გაგებას რატომ არის ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში.
რატომ არის ფინეთი ბედნიერი ქვეყანა
- ფინელები დიდ დროს ატარებენ ბუნებაში. მთელი ქვეყანა დაფარულია ულამაზესი ტყეებით. ადამიანები ლაშქრობენ, დადიან ველოსიპედებით და პოზიტივით ივსებიან.
- ქვეყანა დაბადებიდანვე ზრუნავს თავის ხალხზე. ყველა მშობელი ბავშვის დაბადებიდან 17 წლამდე იღებს სპეციალურ შემწეობას. ბევრი მშობელი არ ხარჯავს ამ ფულს და სრულწლოვანებამდე უნახავს შვილს.
- მთელს მსოფლიოში აქტიურად იკიდებს ფეხს ნარჩენების გადამუშავების საკითხი. ფინელებმა ეს პირველებმა გააკეთეს ფართო მასშტაბით. ახლა ფინეთში 10 ბოთლიდან 9 გადამუშავებადია. ის ზრუნავს ეკოლოგიასა და ბუნებაზე.
- სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში პოლიცია დიდ ნდობას არ იწვევს, ფინეთი აქაც გამონაკლისია. პოლიცია შედის ერთ სისტემაში, მცირე ნაწილებად დაყოფის გარეშე, როგორც ეს სხვ სახელმწიფოებშია მიღებული. ხალხი უპირობოდ ენდობა ამ სისტემის ყველა წარმომადგენელს. ზუსტად იციან, რომ ახლო-მახლო მყოფი პოლიციელი აუცილებლად დაგიცავს და არ შეგიქმნის პრობლემებს.
- ფინეთის ოჯახები განსხვავებულია ჩვენი ოჯახებისგან. იქ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მამა ზრუნავს შვილზე, თან არანაკლებ, ვიდრე დედა. სხვათა შორის, სახელმწიფო მამებს 9 კვირამდე სპეციალურ შვებულებას აძლევს ბავშვის მოსავლელად. არ არსებობს ქვეყანა, სადაც მამები ამდე დროს ატარებენ შვილებთან.
რედაქციისგან: დარწმუნებული ვარ, რომ ფინური ბედნიერების საიდუმლო არ არის მხოლოდ ცხოვრების მაღალი დონე, აქ მნიშვნელოვანია საიმედოობისა და სტაბილურობის მუდმივი გრძნობა. როდესაც არ გეშინია ხვალინდელი დღის, ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია. ფინელებმა იციან, რომ ქვეყანა ყოველთვის დაუჭერს მათ მხარს, პოლიცია დაიცავს და ხელისუფლება არ დაუშვებს შიმშილს და უსახლ-კარობას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ნდობა აძლევს სიმშვიდეს ქვეყნის მაცხოვრებლებს და ის არის ბედნიერების ფუნდამენტი.