„არ ვნერვიულობ, რომ ახალი წელი ჩამეშხამა. უფრო მეტად, ჩემს დანგრეულ ცხოვრებაზე ვდარდობ“ – ჩივის ჩვენი მკითხველი ანა. რა მოხდა და რატომ აღნიშნა გოგონამ საოჯახო წვეულება მარტო, ამას Paparazzi–ს სტატიიდან გაიგებთ.
ახალი წელი ჩამეშხამა – „30 დეკემბერს სამსახურში საახალწლო კორპორატიული წვეულება გვქონდა. უკვე რამდენიმე წელია ამ წვეულებაზე ქმართან ერთად დავდივარ. როგორც ამბობენ, ერთად უფრო სახალისოა. ოღონდ ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად იყო.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა: დროს კარგად ვატარებდი, თითოეულ კონკურსში ვმონაწილეობდი. როცა ქმართან მაგიდაზე დავბრუნდი, ის აღარ იყო. უბრალოდ აორთქლდა.დაუყონებლივ მის მოსაძებნად წავედი. კოლეგებს დავეკითხე, ვინმეს რამე ხო არ დაუნახავს. ბოლოს ქუჩაშიც გავედი, სადაც ქმარი დავინახე. მარტო არ იყო, არამედ ჩემს უფროსთან, ანჟელასთან ერთად. ვერ შემამჩნიეს და ტკბილად საუბრობდნენ. მოგვიანებით, ჩემი ქმარი ანჟელას გადაეხვია და ყურში რაღაცას ტკბილად უჩურჩულებდა. ყველაფერს მივხვდი.იმ წუთას მათი იდილია არ დამირღვევია. გულწრფელად გითხრათ, რა მეთქვა არ ვიცოდი. მაშინვე ჩემი ნივთები შევაგროვე და სახლში წავედი. ქმარი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა. მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა: ბევრი დალია და ვერც შეამჩნია, რომ სახლში უჩემოდ დაბრუნდა.
მწარე სიმართლე – დილით მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ვანო ცრემლმორეული ბოდიშს იხდიდა, რომ ყველაფრის აღიარება სურდა, მაგრამ ეშინოდა. ანჟელასაც ჩემი წყენინება არ სურდა. აღმოჩნდა, რომ მათი ურთიერთობა უკვე ერთი წელია გრძელდება.ურთიერთობა შემთხვევით დაიწყეს. თითქოსდა, როცა ვანო ოფისში მოდიოდა, რომ სამსახურიდან წამოვეყვანე, ხშირად მელოდებოდა და ანჟელას ამა თუ იმ თემაზე ესაუბრებოდა. შეუყვარდა. „გამიგე, მასში მონათესავე სული ვიპოვე. ის სხვაა“ – ბურტყუნებდა ჩემი ქმარი და დამნაშავე თვალებით მიყურებდა.რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის. გაუგებარია, რატომ იყო საჭირო მთელი წლის განმავლობაში ჩემი მოტყუება. არ მჯერა, რომ სიმართლე ჩემი საყვარელი დღესასწაულის წინა დღეს გავარკვიე. ახალი წელი ჩამაშხამეს. კიდევ უფრო მტკივნეულად გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრება დაინგრა.
მეუღლეს საღამომდე დრო მივეცი, რომ გამქრალიყო. განქორწინებაზე განცხადებას თავად შევიტან. რამდენიმე საათში სახლში მისი არცერთი ნივთი არ იყო. მესმოდა, რომ ახლა, ალბათ, ანჟელასთან ერთად იყო. მთელი საღამო მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ბინა არეული იყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ძველ დროს ვიხსენებდი. რატომ მოიქცა ასე? ერთად ხომ კარგად ვიყავით!რატომ ტოვებენ კაცები კარგ ქალებს? არ მესმის, შესაძლოა, ხშირად ვეჩიჩინებოდი? რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია. ახალ წელს მარტო შევხვდი. დედასთან შემეძლო წასვლა, მაგრამ მისი განერვიულება არ მსურდა.
სადღესასწაულო დასვენების შემდეგ სამსახურში მივედი. ანჟელამ გამომიძახა და მითხრა, რომ სჯობდა რაღაც დროით შვებულება ამეღო. იმწამსვე ვუთხარი, რომ სამსახურიდან მივდიოდი. კარგი თანამშრომელი ვიყავი და ანჟელამ სცადა კიდეც, რომ დავრჩენილიყავი. ეს უბრალოდ სასაცილოა. ვხედავდი, როგორ გრძნობდა თავს უხერხულად. ალბათ, ასე გრძნობენ ქალები, რომლებიც კაცებს ოჯახს აშორებენ.ახლა არც ქმარი მყავს და არც სამსახური. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო. უფრო ზუსტად, სად ვიპოვო ძალები, რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყო. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე. ამბობენ, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებთ. მომავლის წარმოდგენა მაშინებს.”
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ უბედურება შეიძლება მოულოდნელ მომენტში მოხდეს. ხალხი ერთმანეთს ღალატობს და ამას ვერ გავექცევით. პრობლემა იმაშია, რომ ყველა არაა გაბედული, რომ საკუთარი ღალატი აღიაროს. ანა მთელი წელი უდარდელად ცხოვრობდა. ქმარს რომ გულწრფელად ეღიარებინა, რომ სხვა შეუყვარდა, ამ რთული პერიოდის მარტივად გადატანას შეძლებდა. გვეთანხმებით?