უნამუსო ქმარმა საყვარელი თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა. ცოლმა ეს საქმე ასე არ დატოვა

1561

ქალები მოღალატეებს არ პატიობენ. ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველა მამაკაცმა, ვინც დაქორწინებას აპირებს. ბევრჯერ გვსმენია ისტორიები, თუ როგორ იჩენს საყვარელს თავის დაუსჯელობაში დარწმუნებული ქმარი. იშვიათია შემთხვევა, როცა მამაკაცს იმდენი გამბედაობა ყოფნის, რომ საყვარელი სახლში მოიყვანოს. სწორედ ასე მოხდა ალექსის და ევგენიას ოჯახში.

მოღალატეებს არ პატიობენ

ქორწილი და ღალატი – ევგენია უკვე დიდი ხანია ქმრის ღალატში ეჭვობდა. ბოლო წლებში ცოლს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და სახლში იშვიათად მოდიოდა. ხან თათბირი ჰქონდა, ხან ბევრი სამუშაო. გახშირდა „საქმიანი შეხვედრები“, რომლის არსებობისაც ევგენიას აღარ სჯეროდა.გამჭრიახი ქალი იყო და ინტუიციას ხშირად უსმენდა. ის, თავის მხრივ, ღალატზე პირდაპირ ყვიროდა. ალექსის გულგრილობა, მუდმივი დაღლილობა და ერთად ყოფნის სურვილის არ ქონა – ყველა ეს უსიამოვნო მომენტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა. ერთადერთი, რაც ევგენიას იმედს აძლევდა, ღალატის მტკიცებულებების არ ქონა იყო.

ტელეფონის შემოწმების შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან მხოლოდ ალექსის თითის ანაბეჭდით შეიძლებოდა მისი გახსნა. ფაქტი, რომ ტელეფონზე წვდომას მალავდა, უკვე საგანგაშო იყო, მაგრამ ესეც ღალატის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

დაქალის იდეა. ერთხელ, როცა ალექსი სახლში დროულად ისევ არ მოვიდა, ევგენიამ ვერ მოითმინა და მეგობართან სტუმრად წავიდა. დაქალმა ყურადღებით მოუსმინა და რაღაც შესთავაზა:

  • – მომისმინე, დეტექტივი უნდა აიყვანო.
  • – ასეთს იცნობ? – ჰკითხა ევგენიამ.
  • – არა, მაგრამ ვფიქრობ, საჭირო ადამიანის პოვნა რთული არ იქნება. ახლავე ინტერნეტში მოვძებნოთ.

ასეც გააკეთეს. მეორე დღეს ევგენია შეხვდა ადამიანს, რომელსაც სიმართლე უნდა დაედგინა. ფასზე შეთანხმდნენ და დეტექტივს მეუღლეზე ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

დაბადების დღე – 2 კვირა გავიდა. ალექსის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ევგენიამ ბევრი რამ გააკეთა, რომ კარგი წვეულება გამოსულიყო. ამ დღისთვის საუკეთესო რესტორნიდან კერძები შეუკვეთა. მისი გეგმით ალექსს დაბადების დღე 2–ჯერ უნდა აღენიშნა. ჯერ თანამშრომლებთან, მეორე დღეს ნათესავებთან ერთად.ამ დღისთვის საღამოს კაბაც შეიძინა. სალონში მაკიაჟი და ვარცხნილობა გაიკეთა და ცივი ღიმილით სახლისკენ გაეშურა. ეს საღამო დაუვიწყარი გახდებოდაალექსის თანამშრომლების უმეტესობა მამაკაცებისგან შედგებოდა. რამდენიმე ქალს შორის იყო გოგონა, რომელიც შეუმჩნევლობა შეუძლებელი იყო. ის ალექსის უფროსის ქალიშვილი, ირინა იყო. ევგენიაზე უკეთ ეცვა. უფრო ახალგაზრდა იყო და ლამაზი ნივთები მასზე სხვანაირად გამოიყურებოდა.

ევგენიამ მისი გამოჩენა იწინასწარმეტყველა, მაგრამ მის სახლში ამ გოგონას ყოფნამ ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. ქალი სიბრაზემ და მოლოდინმა დაიპყრო და აღარ შეეძლო იმ მომენტის ლოდინი, როცა მოდუნებას შეძლებდა.რამდენიმე საათი გავიდა. სტუმრებმა ჭამეს და იცეკვეს, ევგენიამ გადაწყვიტა, რომ მოქმედების დროა. ტელეფონი ამოიღო, წინასწარ მომზადებული შეტყობინება გახსნა და გააგზავნა. ამ მომენტში მაგიდაზე მრავალრიცხოვანი სიგნალი გაისმა. გაოცებული სტუმრები ტელეფონებს ხსნიდნენ. მათმა რეაქციამ დიდხანს არ დააყოვნა. ალექსის და ირინას მკრთალი სახეებით და უხერხული გამოხედვებით უყურებდნენ. მათ შეტყობინება არ მიუღიათ და არ იცოდნენ, რაში იყო საქმე.

გამოაშკარავება – საქმე იმაში იყო, რომ შეტყობინებაში ირინას და ალექსის ფოტოები იყო, რომელიც დეტექტივმა მათ სასტუმროში განმარტოებისას გადაუღო. ფოტო დეტალური არ იყო, მაგრამ აშკარა იყო, თუ ვინ და რას აკეთებდა.ევგენიამ ეს შურისძიება მაშინ მოიფიქრა, როცა გაიგო, რომ მოპატიჟებულ სტუმრებს შორის ალექსის საყვარელიც იქნებოდა. ასეთი სითავხედით და დაუსჯელობის გრძნობით აღშფოთებულმა ევგენიამ მეუღლის სამსახურზე ხაზის გადასმა  და მისთვის ამ კომპანიაში ყოველგვარი პერსპექტივის შეწყვეტა გადაწყვიტა. ზუსტად ისე, როგორც მან ოჯახს ხაზი გადაუსვა. ოღონდ ევგენია გულწრფელი იქნება და ყველა კარტს გაშლის. ასეც გააკეთა. კოლეგებს მეუღლის ნამდვილი სახე დაანახა. ასევე უფროსს, რომელიც მაგიდასთან არ იყო, მაგრამ შეტყობინებას უყურადღებოდ ნამდვილად არ დატოვებდა.მალე მაგიდასთან ალექსის და ევგენის გარდა აღარავინ დარჩა. სტუმრები, მათ შორის ძვირფასი საყვარელიც, გაიქცნენ.

  • – შენი საქმე წასულია, ალეკო, – უთხრა ევგენიამ, – განქორწინებაზე განცხადება შემაქვს.
  • – ამას ვიმსახურებ? – ჰკითხა ბრაზშეკავებულმა ალექსიმ.
  • – დიახ!
  • – და პატიება?
  • – მოღალატეებს არ პატიობენ.

მეორე დღეს ევგენიამ ნივთები შეაგროვა და სამოგზაუროდ წავიდა. რომელიმე ქვეყნის მონახულებაზე დიდი ხანია ოცნებობდა. აქ, კი ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ნებისმიერ ურთიერთობაში ურთიერთპატივისცემა აუცილებელია. ეს ორმხრივ გულწრფელობას და ნდობას უზრუნველყოფს. რატომღაც ბევრ მამაკაცს ცოლის მიმართ გულწრფელობა ავიწყდება, როცა საქმე სხვა ქალს ეხება. რამდენი პრობლემის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ალექსის მეუღლისთვის სიმართლე რომ ეთქვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს