დანების ლესვა გაგიგიათ, მაგრამ აი მაკრატლების, ზოგ ადამიანს ცოტა უცნაურად მიაჩნია და თვლის რომ მას აღარც არაფერი ეშველება.
არადა მაკრატელს ძველებური ბასრი პირი რომ დაუბრუნოთ სულ რაღაც რამდენი ნივთის და ჭუთის საქმეა.
როგორ გავლესოთ მაკრატელი
- ფოლგა
- მაკრატელი
- 5 წუთი
როგორ ვიქცევით:
1.იღეფთ ფოლგის პატარა ნაჭერს;
2. კეცავთ რამდენიმე ფენად;
3. აიღეთ მაკრატელი და გაჭერით გადაკეცილი ფოლგის ნაჭერი;
თუ ხელთ გაქვთ მახათი, ჩადევით პირებს შორის და ფრთხილად მოუჭირეთ მაკრატელს, ისე რომ მახათი ნელ-ნელა გამოვიდეს წვერისაკენ.
მაკრატელმა შეიძლება ვერ გაჭრას კარგად მაშინაც კი, როდესაც შურუპი აქვს მოშვებული და მისი პირები აცდენილია ერთმანეთს. ამ შემთხვევაში მისი მოჭერა გმართებთ.
სანამ მაკრატელს გადასაგდებათ გაიმეტებთ, დაფიქრდით – ეგებ არც ღირდეს მისი მოცილება?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს