რა ელოდებოდათ მძევლებს თურქულ ჰარამხანაში. შემაძრწუნებელი სიმართლე, რომელსაც გაკვეთილებზე არ ასწავლიან

959

როცა საუბარი ჰარამხანაზეა, ადამიანთა უმრავლესობა წარმოიდგენს ქალებს, მდიდრულ სახლებსა და სიამოვნებით აღსავსე ცხოვრებას. თუმცა, რეალურად ყველაფერი სხვანაირად იყო.

ჰარამხანა(არაბ. ჰარამ – აკრძალული, ირან. ხან – სახლი) ყოველთვის კარგად იყო დამალული უცხო თვალისგან. ამ საიდუმლო ოთახში ქალები ცხოვრობდნენ. მთავრად ითვლებოდა ის, რომელიც ცოლად გაჰყვა “მეპატრონეს”.

ხშირად, ჰარამხანაში ძალიან ბევრი ქალი ცხოვრობდა – რამდენიმე ათასიც კი. მასში მოსახვედრად საკმარისი იყო, ქალი ახალგაზრდა, ლამაზი ქალწული ყოფილიყო. თუმცა, ყველა ქალს არ გამოსდიოდა თავისი ქმრისგან შვილის გაჩენა – ყველა ვერ ახერხებდა მასთან ურთიერთობის დამყარებას.

ასეთი მაღალი კონკურენცია ცოლებს შორის, გამოკვეთავდა ყველაზე ჭკვიანებს, წინდახედულებსა და ეშმაკებს. დანარჩენები კი მთელ საყოფაცხოვრებო საქმეებს ასრულებდნენ და ჰარამხანას ემსახურებოდნენ. თავიანთი ქმარი, მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება არც ენახათ.

ჰარამხანაში არსებობდა მკაცრი წესებიც, რომელთა დარღვევაც არ შეიძლებოდა. მბრძანებელი შეიძლებოდა გოგონათი გატაცებული ყოფილიყო, ხოლო მათ, ვინც “თვალში ეჩხირებოდა”, სჯიდა.

თუ დოკუმენტებს დავუჯერებთ, პირველი ჰარამხანა ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა. ამ სახლში ყველაზე მთავარ პირად ითვლებოდა სულთანი, იერარქიის მიხედვით, შემდეგი იყო მისი დედა, წოდებით “ვალიდე”. დედის შემდეგ მოდიოდნენ ცოლები, რომლებსაც “ქადინ-ეფენდის” უწოდებდნენ. ამის შემდეგ კი მოდიოდნენ მონები, სახელწოდებით “ჯარიე”, რომლებითაც ჰარამხანა იყო სავსე.

ჰარამხანაში 9 წლის გატარების შემდეგ, მონა მოიპოვებდა აქედან წასვლის უფლებას იმ პირობით, რომ მბრძანებელი ამ თხოვნას დააკმაყოფილებდა. ასეთ შემთხვევაში, სულთანი ან დედამისი მას მდიდრულ საცხოვრებელსა და მზითვებს ყიდულობდნენ, პოულობდნენ ქმარს მისთვის.

თანამედროვე თურქეთში, ჰარამხანები აღარაა, უკანასკნელი მათგანი კი XX საუკუნის დასაწყისში გაქრა. მის ადგილას გაიხსნა მუზეუმი. მიუხედავად ამისა, ელიტებს შორის, მრავალცოლიანობა დღესაც აქტუალურია.

აგს-სა და მრავალ მუსლიმურ სახელმწიფოში, მრავალცოლიანობა დაშვებულია, თუმცა მაქსიმალური რაოდენობა – 4 ცოლია. მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, ცოლები მკაცრ წესებს იცავენ. განქორწინების შემთხვევაში, ბავშვები მამასთან რჩებიან, ხოლო დედებს მათი ნახვა ეკრძალებათ.

ჩვენ, ევროპული ფასეულობებით გაზრდილებს, მუსლიმი ცოლების ცხოვრება მკაცრად გვეჩვენება, თუმცა, ყველა თავის ყოველდღიურ პირობებს ეგუება და ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

თქვენ ემხრობით ოჯახებისა და ურთიერთობების აღმოსავლურ სტანდარტებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს