მასწავლებელმა გოგონა ბიოლოგიის გამოცდაზე გაიყვანა და ჩუმად დაეხმარა, 10 წლის შემდეგ პალატაში ხმა მოესმა და შეკრთა.

64699

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში პედაგოგი, რომელიც ყოველთვის გეხმარებოდათ, მხარს გიჭერდათ ყველაფერში? ერთხელ, ასეთი მასწავლებელი დაეხმარა თავის მოსწავლე ჟანას. თუ როგორ გადაუხადა გოგონამ სიკეთე მზრუნველ ქალს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

კეთილი მასწავლებელი

სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ჟანას იდეალური ატესტატი სჭირდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გოგონას სწავლაზე კონცენტრირება უჭირდა, რადგან მამა მძიმედ ჰყავდა ავად. დედა მუშაობდა, რომ როგორმე თავი ერჩინათ და ავადმყოფის მოვლა და სახლის საქმეები მთლიანად ჟანას დააწვა მხრებზე.სკოლაში ყველამ იცოდა გოგონას რთული ოჯახური მდგომარეობა და ცდილობდნენ მის დახმარებას, რადგან გამოცდებისთვის მოსამზადებლად დრო და საშუალება არ ჰქონდა. არადა მთელი გულით სურდა სამედიცინოზე ჩაბარება და ამისთვის ჭირდებოდა ატესტატი მაღალი ნიშნებით.

რთული ბილეთი – სკოლის ბოლო გამოცდა ბიოლოგიაში ჰქონდა, გაკვეთილებს კარგად სწავლობდა და ეგონა გამოცდის საკითხებს იოლად გაუმკლავდებოდა მომზადების გარეშე. საგამოცდო გარემომ ცოტა არ იყოს, გოგონა დააბნია. ერთი სული ჰქონდა სადმე გაქცეულიყო და არავის დაენახა. “რატომ არის ბედი ასე უსამართლო? მამა მიკვდება, მე კი აქ რას ვაკეთებ, ან როგორ უნდა ჩავაბარო გამოცდა მოუმზადებლად?” – ფიქრობდა ის.”ჟანა, შენ რა არ გესმის? უკვე მერამდენედ დაგიძახე. მოდი მაგიდასთან და გამოცდის ბილეთი აიღე!” – მშვიდად უთხრა ბიოლოგიის მასწავლებელმა. გოგონა გამოერკვა ფიქრებიდან, შეცბუნებული ადგა და ბილეთი აიღო. მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ის უცნაურად გამოიყურებოდა.

ცუდი აზრები – გავიდა დიდი ხანი, სხვა მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს და კლასი დატოვეს. ქალბატონმა ნათელამ შენიშნა, რომ ჟანას ფურცელზე არაფერი დაუწერია და მოწყენილი იჯდა. დასახმარებლად ვერ მივიდოდა, რადგან იქვე კომისიის წევრი იჯდა სამინისტროდან. ამიტომ ამოიღო ტელეფონი და ვიღაცას მესიჯი მისწერა. 10 წუთში კლასში დირექტორი შემოვიდა და მხიარული ტონით კომისიის წევრი ჩაიზე მიიპატიჟა. სთხოვა, რომ სანამ მოსწავლე დავალებას დაწერდა, დაესვენა.როგორც კი კომისიის წევრმა და დირექტორმა კლასი დატოვეს, მასწავლებელი სასწრაფოს ჟანასთან მივიდა და სწორი პასუხების დაწერაში დაეხმარა.გოგონას ცრემლები მოერია, მაგრამ ქალბატონმა ნ ნათელამ დაამშვიდა: “ჟანა, შე ყოჩაღი გოგო ხარ, ყველაფერი გამოგივა. ვიცი, რთული პერიოდი გაქვს, ამიტომ თავი უნდა აიყვანო ხელში და გადალახო ეს სირთულეები.” გოგონა დამშვიდდა, ცრემლები მოიწმინდა და კლასში დაბრუნებულ კომისიის წევრს და პედაგოგებს გამოცდა ათიანზე ჩააბარა.

კეთილი მასწავლებელი პატივისცემას იმსახურებს – გავიდა 10 წელი, ქალბატონი ნათელა საავადმყოფოში მოხვდა. ქალს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა, არადა არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა.”გაგიმართლა, ნათელა, დღეს ჩვეთან ძალიან კარგი მთავარი ექიმი ჩამოდის. ამბობენ, რომ მთელი თვე დარჩება აქ და ბევრ რამეს გვასწავლის.” – ღიმილით უთხრა ექთანმა ნათელას და ოთახი დაულაგა.

მთავარი ექიმი მალე ჩამოვიდა და პალატების შემოვლა დაიწყო. როდესაც ნათელასთან შევიდა, ქალმა მოულოდნელობისგან შეჰყვირა. ეს ცნობილი ექიმი ნათელას ყოფილი მოსწავლე ჟანა აღმოჩნდა. მანაც იცნო თავისი საყვარელი მასწავლებელი და სიხარულით გადაეხვია.ჟანა მოუყვა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებაზე გერმანიაში წავიდა. იქ მიიღო კარგი განათლება, დაქორწინდა გერმანელზე და საკმაოდ წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. დაჰპირდა თავის საყვარელ მასწავლებელს, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე უმკურნალებდა და მოარჩენდა, რომ მისთვის შვილივით იქნებოდა, რომელიც არ ჰყავდა.

როგორც ხედავთ, პედაგოგის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს