ქმარმა გამომიცხადა, რომ ყავდა ახალგაზრდა ქალი და მასთან მიდიოდა, მაგრამ ცოლს სიურპრიზი ჰოდა მისთვის.

0
12731

რთული ცხოვრებისეული სიტუაციის გადალახვა შესაძლებელია ადამიანმა მოულოდნელად მოახერხოს. ასეთი რამ შეემთხვა ანასტასიას, რომლის ქმარმა რვა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სხვა ქალთან წასვლა გადაწყვიტა. ჩაალაგა თავისი ნივთები და საყვარელთან წავიდა დამაშინ ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოუწევდა. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

რთული ცხოვრებისეული შემთხვევა

მაქსიმეს ერთ დროს ძალიან უყვარდა ცოლი. მადლიერი იყო, რომ ასეთი კეთილი, ლამაზი და მზრუნველი ქალი ჰყავდა გვერდით. სახლი ყოველთვის დალაგებული იყო, მაცივარ სავსე გემრიელი კერძებით. თუმცა, დროთა განმავლობაში ქმარს მობეზრდა ოჯახური სიმყუდროვე და ხასიათი შეეცვალა, სიყვარულიც სადღაც გაქრა და განელდა.მაქსიმემ ამასობაში ქრისტინე გაიცნო – ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიით სავსე გოგონა. ახლა ის იყო, ვინც აღაფრთოვანებდა და აღელვებდა, თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლთან დაშორება გადაწყვიტა.

რთული ცხოვრებისეული სიტუაცია – დამ სამსახურში დაურეკა. როდესაც ტელეფონი აიღო, მაშინვე კრიტიკისა და შეურაცხყოფის ნაკადი დაეცა, უთხრა, რომ მისი მეუღლე უკვე ექვსი თვის ორსული იყო და როგორ გაბედა ფეხმძიმე ქალის მიტოვება? მაქსიმე გაშრა: ანასტასია ორსულად იყო??? რატომ არაფერი უთხრა? იმავე საღამოს ის ყოფილი ცოლის სახლში მივიდა. კარი ანასტასიამ გაუღო, მაგრამ შიგნით არ შეუშვა. ქალი აშკარად ფეხმძიმედ იყო. ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, მაგრამ პასუხად მიიღო:”შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება და წახვედი. სასამართლო გადაწყვეტს რითი და როგორ დამეხმარები. აღარ მჯერა შენი დაპირებების. ბავშვს ხანდახან განახებ ხოლმე, მე ვეღარ მნახავ, ახლა კი წადი ქრისტინესთან და მისი ცხოვრების დანგრევა განაგრძე, ისევე როგორც ჩემი დაანგრიე.”

კარი ცხვირწინ მიუჯახუნა და ასე გაისტუმრა. როდესაც ქრისტინემ გაიგო, რომ მაქსიმეს მოუწევდა შვილზე ზრუნვა, მაშინვე გადაწყვიტა აღარ გაეწელა დრო და მამაკაცი მშვიდად განდევნა თავისი ცხოვრებიდან.ასე აღმოჩნდა მამაკაცი მშობლების სახლში ცოლის, საყვარლის და შვილთან ნორმალური კომუნიკაციის გარეშე. ახლაღა გააცნობიერა, რომ პატარა ცხოვრებისეულ კრიზისს გაექცა და მოგვარების მაგივრად სხვა ქალთან წავიდა. ეს შეცდომა იყო და მთელი ცხოვრება მოუწევს ამისთვის პასუხი აგოს.

რას გვასწავლის ეს ამბავი? სანამ კარდინალურად შეცვლით თქვენს ცხოვრებას, კარგად აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.