ცნობილი წინასწარმეტყველმა ვოლფ მესინგმა უკვე დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რა ელოდება მსოფლიოს 2022 წელს, მან ყველაფერი იცოდა.

12716

ცნობილი მენტალისტი ვოლფ მესინგი, რომლის პროგნოზები 2022 წლისთვის გამართლდა, დაიბადა 1899 წელს. ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივცემული წინასწარმეტყველი. მისი სპექტაკლები სრული ანშლაგით მიდიოდა, ხოლო აზრების წაკითხვის უნარი აოცებდა მსმენელებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ამ საოცარი ადამიანის და მისი წინასწარმეტყველებების  შესახებ.

ვოლფ მესინგი: წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

ვოლფი მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მამა ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ მღვდელი გამხდარიყო. ერთ დღეს ყალბი შოუც მოუწყო: მძინარე ბიჭს ანგელოზის ფორმით გამოეცხადა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, თუ მღვდლად ეკურთხებოდა. დიდი ხნის გამავლობაში ვოლფს ეს შემთხვევა თავისი პირველი ხილვა ეგონა.თავისი შესაძლებლობები ბიჭმა პირველად აღმოაჩინა მაშინ, როდესაც მატარებლით მიემგზავრებოდა ბერლინში. მას არ ჰქონდა ბილეთი და როდესაც კონდუქტორი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა დიდი ხნის განმავლობაში. შემდეგ ქალმა მშვიდად გამოართვა ცარიელი ფურცელი ბილეთის მაგივრად.

ბერლინში თავიდან ძალიან გაუჭირდა. ერთ დღეს შიმშილისგან გონებაც დაკარგა. ექიმებს გარდაცვლილი ეგონათ და მორგში გაგზავნეს. ვოლფი იქ სამი დღის განმავლობაში იწვა ლეთარგიულ ძილში. შემდეგ ამ მოვლენის შესახებ შეიტყო ფსიქოლოგმა აბელმა. მან ბიჭი თავისთა წაიყვანა და დაიწყო მისი შესაძლებლობების განვითარება, თან ექსპერიმენტსაც ატარებდა.დროთა განმავლობაში ვოლფმა დაიწყო თავისი შესაძლებლობების გამოყენება საზოგადოების წინაშე. თავიდან მუშაობდა ექსპონატად ბერლინის მუზეუმში, სადაც იწვა შუშის ყუთში და ლეთარგიულ ძილში შედიოდა. შემდეგ ისწავლა ინფორმაციის მიღება ფიზიკური კონტაქტის საშუალებით.1915 წელს მესინგმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომელიც გაგრძელდა 1921 წლამდე. შემდეგ ის დაბრუნდა პოლონეთში, სადაც დიდი ქონება დააგროვა. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა ოჯახი და იძულებული გახდა გაქცეულიყო საბჭოთა კავშირში. იქ კი ძალიან პოპულარული გახდა.

ვოლფ მესინგის წინასწარმეტყველება – მიუხედავად იმისა, რომ ვოლფ მესინგი თავს უფრო მენტალისტად თვლიდა, მისი წინასწარმეტყველებები ხშირად ხდებოდა ხოლმე. ძირითადად ის მოვლენებს 1-2 წლით ადრე საზღვრავდა. მაგალითად, მან იწინასწარმეტყველა მეორე მსოფლიო ომის დასრულების ზუსტი თარიღი.მესინგმა არაერთხელ ისაუბრა მსოფლიო წესრიგზე, რომელიც დაიწყება 2022 წელს. ეს წელი არასტაბილური და გარდამავალი პერიოდი იქნება, რასაც გრანდიოზული ცვლილებები მოჰყვება. მესინგი თვლიდა, რომ რუსი ერის ლიდერმა უნდა შეარიგოს ხალხი და გამოასწოროს შეცდომები, რომელიც მისმა წინამორბედებმა ჩაიდინეს.მესინგი თვლიდა, რომ სწორედ ეს შერიგება იქნებოდა ქვეყნის დიდებული და მშვიდობიანი მომავლის გასაღები. 2022 წელს მოხდება ის, რაც მოითხოვდა ქვეყნის ყველა მაცხოვრებლის ძალისხმევას და გაერთიანებას. მხოლოდ საკუთარ ეგოიზმზე უარის თქმით შეძლებენ ადამიანები გადარჩენას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი იხელმძღვანელებს კაცობრიობითვის სიკეთის მოტანის მიზნებით, შევძლებთ წინსვლას და ყველა პრობლემის მოგვარებას.

რჩევა რედაქციისგან: რა თქმა უნდა, საინტერესოა ბრძენი ადამიანების რჩევები. განდევნეთ ყველაფერი ნეგატიური და სულსა და გულში მხოლოდ კარგი შემოუშვით, აივსეთ სიკეთით. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პოზიტიურ განწყობაზე, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგებათ სხვებს. ბედნიერება გადამდებია და ვრცელდება კეთილი საქმეებით, ჩახუტებით, უბრალო ღიმილითაც კი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს