ყველა ახალგაზრდა დედამ უნდა იცოდეს, რაში გამოიყენოს ხახვის წვენი

933

ერთმა თავმა ხახვმა შეიძლება შეცვალოს პირველადი დახმარების მთელი ნაკრები. ამ მცენარით მკურნალობა პირველად ჰიპოკრატემ დაიწყო. ის ხახვით მკურნალობდა ანთებებს, ჭარბი წონისგან გამოწვეულ პრობლემებს, სხვადასხვა დაავადებებს. რომაელები ხახვს იყენებდნენ თვალის დაავადებების სამკურნალოდ. მართლაც, საოცარია ხახვის სამკურნალო თვისებები და მკვლევარები ჯერ კიდევ სწავლობენ მის შემადგენლობას, რათა გამოიყენო ადამიანის სასარგებლოდ.

ხახვის თვისებები

ხახვი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და იცავს მის უჯრედებს დაზიანებისგან. ხახვის ფიტონციდები აფერხებენ სოკოვანი და სხვა პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას. ხახვი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი პრობლემების, სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებების დროს და სისხლის უჯრედების გასათხელებლად.ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით С და В ვიტამინებს, რაც ეფექტურად ებრძვის გაციების სიმპტომებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩერებს თმის ცვენას, ებრძვის კანის სიმშრალეს, დადებითად მოქმედებს ღრძილებზე, კბილებზე.აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ნედლ ხახვს აქვს ანტიმიკრობული ეფექტი, ხოლო თერმული დამუშავების შემთხვევაში, სასარგებლო თვისებების უმეტეს ნაწილს კარგავს.

ხახვის წვენი – ხახვის წვენი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს: კალციუმს, თუთიას, იოდს, ფტორს, რკინას. გარდა ამისა, შეიცავს ეთერზეთებს და ორგანულ მჟავებს, რომელთაც აქვთ ანტიმიკტრობული და იმუნომასტუმულირებელი მოქმედება. ხახვის წვენი ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.ხახვის წვენის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად სპეციფიკური სუნისა, კარგ გავლენას ახდენს კანზე, გამოიყენება თმის ზრდის სტიმულირებისთვის და ჭრილობების შესახორცებლად.

ნიღბები ხახვისგან – ხახვი დიდი ხანია ცნობილია, როგორც თმის ზრდის სტიმულატორი. ის ასევე აქრობს სიწითლეს, ებრძვის ქერტლს, ატენიანებს კანს. ხახვის ნიღაბი უნდა გაკეთდეს ყოველთვის ახალი: გახეხეთ მცენარე, გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე. შეიფუთეთ თბილად თავი და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შედეგად თმა ხდება რბილი და მბზინვარე, 2-3 კვირაში ჩერდება თმის ცვენა.თუ არ გაქვთ ალერგიული რეაქცია, ხახვი შეიძლება გამოყენებული იქნეს ასაკობრივი ლაქების საწინააღმდეგოდ. მისი ნიღაბი ათეთრებს კანს და ხდის მას ელასტიურს და გლუვს, ებრძვის გამონაყარს. აიღეთ ცოცხალი საფუარი, რძე და გახეხილი ხახვი თანაბარი რაოდენობით, გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ხახვის წვნიანი – ხახვის წვნიანს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. თანამედროვე დიეტოლოგები გვირჩევენ აქტიურად ჩავრთოთ ის ჩვენს რაციონში.ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც სწრაფად ავსებს კუჭს. ის შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით, რადგან 100 გრ. პროდუქტი შეიცავს 35 კალორიას. В ვიტამინი თრგუნავს მადას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.დაგჭირდებათ 6 თავი ხახვი, 2 ლიტრი წყალი, 250 გრ. თეთრი კომბოსტო, 100 გრ ტკბილი წიწაკა, 200 გრ. სტაფილო, 150 გრ. პომიდორი. ყველა ეს პროდუქტი დაჭერით წვრილად და ხარშეთ დარბილებამდე. არ დაუმატოთ ცხიმი, რადგან ზედმეტ კალორიებს მიიღებთ.

რჩევა რედაქციისგან: ნებისმიერი მანიპულაციის წინ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა თავიდან აიცილოთ უკუჩვენებები. თქვენ რაში იყენებთ კიდევ ხახვს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს