სამხრეთი აფრიკის 400-ათასიანი ქალაქი კრიზისშია. კეიპტაუნში წყლის მარაგთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა – ეს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და სამწლიანი გვალვის შედეგია.
ხელისუფლებამ ადგილობრივებს ძლიერ შეუზღუდა წყლის ოხმარება, ნორმის დარღვევა კი საკმაოდ დიდი ჯარიმით ისჯება. დღეში დაშვებულია ადამიანზე 50 ლ წყლის მოხმარება. ახლა მოქალაქეები ცხოვრების ახალ წესებს ეჩვევიან.
მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რათა შეზღუდვის არსს ჩასწვდეთ. საშუალოსტატისტიკური ამერიკელი მოქალაქე დღეში 300 ლიტრამდე წყალს იყენებს, უფრო მოზომილი ევროპელი კი – 150 ლ-ს. ტუალეტში წყლის ერთი ჩასხმა 10-15 ლ-მდე წყალს ხარჯავს, დაახლოებით ამდენივე იხარჯება შხაპის მიღების 1 წუთში.
კეიპტაუნის მაცხოვრებლების პრაქტიკაში წყლის მეორადი გამოყენებაც შევიდა. ადამიანებმა უარი თქვეს აბაზანებზე – ახლა ტანს სათლებში იბანენ. ბინძურ წყალს ტუალეტის ავზში ასხამენ და ხელმძღვანელობენ პრინციპით “ყვითელს ვტოვებთ, ყავისფერს ვრეცხავთ.”
წყლის ისეთი მომხმარებლები, როგორებიცა სარეცხისა და ჭურჭლის მანქანა, გაზონის სარწყავები – მხოლოდ მდიდარი მოქალაქეების ფუფუნებად იქცა. თუ წყლის მოწოდება არ დალაგდება, შესაძლოა, იგი სრულად შეწყდეს.
ცნობილი გამომცემლობის ჟურნალისტმა ეკონომიის დადებითი მხარეები აღნიშნა: ახლა წყალმოხმარების ქვითარი 20$-ს არ აღემატება. გარდა ამისა, ჭკვიანმა ადამიანებმა დააყენეს პლასტმასის კონტეინერები, რომლებშიც წვიმის დროს წყალი მოგროვდება.
“თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდა, მოგვიწევს ჭურჭელზე უარის თქმა და საკვების ჭამა პლასტმასის თეფშებში.” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მაქსიმალურად ცდილობს, წყლის მარაგის ამოწურვის დღე შორს გადადოს, მდიდარი მოსახლეობა უტიფრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე რწყავს ტროტუარს სახლის წინ და რეცხავს მანქანებს. ასევე, მდიდრები ხუთლიტრიანი ჭურჭლებით ყიდულობენ მინერალურ წყალს და შეზღუდვებს საერთოდ არ გრძნობენ.
ახლა ადგილობრივი მაცხოვრებლები მხოლოდ წვიმის იმედზე არიან. გვალვამ დააზარალა ღვინის ბიზნესი, არადა სარ-ი მსოფლიოში ღვინის ნაწარმის ექსპორტში მერვე ადგილზეა. მალე წყლით მომარაგდება მხოლოდ საავადმყოფოები, თუ გვალვა კიდევ ერთ წელს გაგრძელდება.