ნაყინს სახლში შესქელებული რძით და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ვაკეთებ

4592

როცა მაღაზიის ნაყინის ეტიკეტს ვკითხულობ, თავზარი მეცემა. ასეთ ტკბილეულს მტერსაც არ ვუსურვებ. სწორედ ამიტომ, ნაყინს შესქელებული რძით უკვე ორი წელია სახლში ვაკეთებ. ბავშვები და მეუღლე აღფრთოვანებულნი არიან! Paparazzi გიზიარებთ სახლის ნაყინის გამოცდილ რეცეპტს, რომელშიც გრამი ქიმიური დანამატი არაა. ვერ მოწყდებით!

სახლის ნაყინი შესქელებული რძით

ინგრედიენტები:

  • 500 მლ ნაღები
  • 200 მლ შესქელებული რძე (0,5 ქილა)
  • შოკოლადი ან ორცხობილა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში ცივი ნაღები ჩაასხით. მიქსერით აფუებამდე ათქვიფეთ. უმჯობესია, თუ ნაღებს ცხიმიანობის მაღალი პროცენტი ექნება. მაგალითად, 33%, მაგრამ 15%–იანიც გამოგადგებათ.
  2. ნაღებს ნახევარი ქილა შესქელებული რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. შიგთავსად ნებისმიერი შემავსებელი გამოგადგებათ. მაგალითად, შოკოლადის კუბები ან გახეხილი შოკოლადი. ასეთ ნაყინს კაკალი ან ჩირი იდეალურად უხდება.
  4. ნაყინის ნარევი სპეციალურ ნაყინის ფორმებში ან უბრალოდ კონტეინერში ჩაასხით. საყინულეში 2-3 საათით შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

სახლში მომზადებული ნაყინი შესქელებული რძით ძალიან გემრიელი და ნაზი გამოდის. თან ზედმეტი კალორიის, შერევის და ყინულის გარეშეა!თუ შოკოლადის ნაყინი გიყვართ, ნაღებს და შესქელებულ რძეს რამდენიმე ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. სახლის ნაყენს იდეალურად ავსებს ორცხობილა „Opeo” და საყვარელი კენკრა ან ხილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს