ნაადრევად დაბადებულად ითვლება ჩვილი, რომელიც ორსულობის 37-ე კვირაზე ადრე იბადება. ასეთი ბავშვების უმეტესობა ნახევარ კილოგრამზე მეტს არ იწონის, ამიტომ ახალშობილებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ამ ქალის ბავშვი იმდენად ადრე დაიბადა, რომ გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდა.
როცა ანჯელა და მაიკლ ბეკერებმა გაიგეს, რომ პატარას ელოდებოდნენ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წყვილი უკვე ბედნიერ მომავალსა და ბევრ სასიამოვნო მომენტზე ფიქრობდა, მაგრამ ყველა ოცნება დაიმსხვრა, როცა მათი გოგონა ამქვეყნად ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა.
ექიმები გოგონას წონამ (340 გრამი) გააოცა, მაგრამ სასიხარულო ამბავის შანსი მცირე იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ თუ ბავშვი გადარჩება, მომავალში სმენის და მხედველობის პრობლემების თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. უარეს შემთხვევაში გოგონა დამოუკიდებლად გავლას ვერასდროს შეძლებდა.
პატარა ნაომი ჯოი ხელისგულზე ეტეოდა, მისი ხელის ზომა ზრდასრული ადამიანის თითის ბალიშის ტოლი იყო. ნაომი იმწამსვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და აქ 142 დღე უვლიდნენ.
დღითიდღე ნაომის ორგანიზმი ძლიერდებოდა და ვითარდებოდა. ამ პერიოდში შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ როგორ რეაგირებს დედა, ქალიშვილის ხელის პირველად დაჭერის დროს. 50-ე წამზე გადაახვიეთ, რომ სწრაფად ნახოთ ის, რისი აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია.
ბავშვის დაბადებიდან უკვე 4 წელი გავიდა და ნაომი თავს ჯანმრთელად გრძნობს. მას სუნთქვის პრობლემები დარჩა, ასე რომ ნაომის ჟანგბადის ნიღბის ღამით ტარება უწევს. ვიმედოვნებთ, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს.
„ჩვენ გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა ცხოვრებისთვის შეუსაბამოა და აბორტის გაკეთება გვირჩიეს“ – ამბობს ნაომის დედა, ანჯელა ბეკერი. 1 ივლისს გოგონა 4 წლის გახდა და ცხოვრება, განვითარებას და მშობლების გულის გახარებას აგრძელებს.
ჩვენმა რედაქციამ მოიძია ინფორმაცია ნაომის შესახებ და როგორც აღმოჩნდა მას უკვე საკუთარი გვერდიც კი აქვს facebook-ზე. სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა ინფორმაცია მის შესახებ.