ნაზი სალა, რომელიც პირში დნება. ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ

489

ყველამ უნდა იცოდეს სახლში სალის დამარილების რეცეპტი. მაქსიმალურად მარტივი და გასაგებია, მაგრამ საოცარ შედეგს მიიღებთ. სალა წარმოუდგენლად არომატული, ნაზი, რბილი, მადის აღმძვრელი და ჰაეროვანი გამოდის. უბრალოდ პირში დნება. Paparazzi გთავაზობთ საოცარი სალის მომზადების მარტივ რეცეპტს.სალა შეიძლება არ გიყვარდეთ ან გძულდეთ კიდეც, მაგრამ მის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით. ამ რეცეპტით დამარილებული სალა მომზადებისთანავე შეგიძლიათ მიირთვათ. ლოდინი და მოთმენა საჭირო არაა. მით უფრო, დამატებით გთავაზობთ სალის უნაზეს საგლესს.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 150 გ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 3 ს/კ თეთრი მდოგვი
  • წიწაკის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • ნიორი
  • სალა

მომზადების საიდუმლო განსაკუთრებულ მარინადშია. პირველ რგიში, პროდუქტი ერთგვარი თხევადი მეთოდით „დაამარილეთ“, შემდეგ მისგან სხვადასხვა საგლესი გააკეთეთ, რომელიც არანაკლებ გემრიელი გამოვა.

მომზადების წესი:

  1. თხევადი მარინადის მომზადება დაიწყეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით და თანდათან ყველა სანელებელი და სუნელი, ნიორის გარდა, დაუმატეთ. არომატული სითხე ნელ–ნელა ადუღებამდე მიიყვანეთ. მანამდე სალა დასამარილებლად მოამზადეთ.
  2. სალა, რომელიც გაქვთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. სალის ნაჭრები ღრმა თასში მოათავსეთ. ახლა სალის ნაჭრები დანით ყველა მხრიდან დასერეთ და გასუფთავებული ნივრის კბილები დაუმატეთ.
  3. როგორც კი, თხევადი მარინადი ადუღდება, სალის ნაჭრებს დაასხით. ყურადღება მიაქციეთ, რომ სალა ამ სითხეში ბოლომდე უნდა ჩაიძიროს. ჭურჭელი სადმე წყნარ ადგილას გაიტანეთ. სითხის სრულად გაგრილებამდე გააჩერეთ, შემდეგ 5 დღე მაცივარში შეინახეთ. როგორც კი, სალა დამარილდება, ნაჭრები მსუბუქად გარეცხეთ, ცალკე თეფშზე გადაიტანეთ და მიირთვით.

თუ სალის ნაჭრები არ გიყვართ, გასწავლით, როგორ გადააქციოთ სურნელოვან საგლესად. ამ მიზნით სალის დამარილების რეცეპტი იდეალურია. დამარილებული სალა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მასთან ერთად ცოტა ხახვი და რამდენიმე კბილი ნიორი გაატარეთ. ინგრედიენტები სალას გემოს შემატებს. თუ ნივრის არომატი მოგწონთ, უხვად შეგიძლიათ დაუმატოთ.ასეთი საგლესისთვის გახუხული შავი პური იდეალურია. პური მშრალ ტაფაზე შეგიძლიათ შეწვათ ან ღუმელში გახუხოთ. სალა, ნიორი, ხახვი და სანელებლები კარგად აურიეთ და ხრაშუნა პურს წაუსვით. წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. ხახვი, კამის და ოხრახუშის ნარევი ან ცოტა ქინძი გამოგადგებათ. ნამდვილად სამეფო კერძია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს