ყველა ზოდიაქოს ნიშანი როდია ერთგული სიყვარულსა და მეგობრობაში, ყველა არ არის მზად ახლო ადამიანთან ბოლომდე იყოს, ხარი დაუჭიროს მას, მიუხედავად ყველაფრისა…
ვერძი – საკმაოდ ერთგულია. არასოდეს ტოვებს მეგობრებს გასაჭირში. საკმაოდ სწრაფ ტემპში ცხოვრობს, მაგრამ მაინც გამონახავს დროს, როცა მისი დახმარება სჭირდებათ.
კურო – ერთგულია, მაგრამ არა ყოველთვის. მისი მოტივები მოგვიანებით ხდება ცნობილი, როცა გაგახსენებთ, თუ როგორ არ დაზოგა თქვენთვის თავი. კუროს ხასიათზე მისი ქმედებები მეტყველებს, რადგან ხშირად ვერ იკავებს თავს.
ტყუპებს – ძალიან სურთ, გამოჩნდნენ ერთგული, მაგრამ ცუდად გამოსდით. თუ თავიანთი კომფორტის ზონაში იმყოფებიან, არ გამოვლენ იქედან თქვენს დასახმარებლად. დაივიწყებენ, რაც კი ამთთვის გაგიკეთებიათ, მაგრამ უნდა აიძლოთ, გაიხსენონ.
კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის. თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებს, მისთვის ოჯახური ურთიერთობების ენერგეტიკა მთავარია. თუ მისი საუკეთესო მეგობარი არ ხართ, მხარდაჭერის შანსი ნულის ტოლია.
ლომი – ეგოისტად მიიჩნევა, ეს მართალია. მაგრამ თუ მათ ერთხელ ოდესმე დაეხმარეთ, მის ერთგულებას ნამდვილად დაინახავთ. ლომი არასოდეს დატოვებს გასაჭირში იმას, ვინც მას გაუწოდა დახმარების ხელი.
ქალწულებს – სჭირდებათ გარშემომყოფების დახარება, რათა თავი მოშურნეებისგან დაიცვან. ამ ადამიანების უმეტესობას სწამს, რომ თავიანთი დახმარებით ადამიანები მათ მიმართ ცუდად განყობას შეწყვეტენ.
სასწორი – სასწორისთვის ენერგიისა და დადებითი მუხტის მომცემია ურთიერთნდობა. ისინი აფასებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ასიამოვნებენ და თავადაც ცდილობენ, სიკეთით უპასუხონ.
მორიელი – თავისი ერთგულებით მუდამ ცდილობს გადაწყვიტოს კონფლიქტები. მას სურს სამყარო ჰარმონიაში დაინახოს, ამიტომ არ კარგავს სურვილს, დაეხმაროს ახლობელს ან მეგობარს.
მშვილდოსანი – შეიძლება როგორც ძალიან ერთგული აღმოჩნდეს,ან აბსოლუტურად საპიროსპირო ადამიანი, რომელიც სხვებისგან ბევრს მოითხოვს და საპასუხოდ არაფერს გასცემს. მთლიანობაში, კეთილები არიან, მაგრამ გაუმაძღრები, რომლებსაც მეტის მიღება სურთ მუდამ.
თხის რქას – გაბედნიერებაში ხელს უშლით ის, რომ არ სურთ საპასუხო ნაბიჯის გადადგმა. ძალიან ცუდად ესმით ერთგულების ფასი. მათი გადაკეთება შეუძლებელია – ცუდს არავის უსურვებენ, უბრალოდ უცნაურად აღიქვამენ რეალობას.
მერწყულის – ენერგიულობის საიდუმლო – მისი ლტოლვაა, მუდამ უკეთესი გახდეს. იცის ერთგულების ფასი, მეგობრის გამო ყველაფრის გაკეთება შეუძლია. არ ადარდებს წესები, მეგობრობის გამო ყველა წესს დაარღვევს.
თევზები – დიდად არ არიან სხვების დახმარების სურვილით გულანთებული, მაგრამ თუ არჩევანი არ აქვთ, უარს არ გეტყვიან. პრინციპში, საკმაოდ ერთგულები არიან, ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ – სთხოვოთ ზრდილობიანად და ნორმალურად.