მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ასაკოვანი ქალბატონი საკუთარ ისტორიას გვიყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.
ყველამ იცით, რა რთულია ავადმყოფი ადამიანის მოვლა. ძალიან ძნელია მოვლა მაშინაც კი, როცა ეს ახლო ნათესავია, მე კი რვა წლის განმავლობაში რძლის მამას ვუვლიდი. სინამდვილეში, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს. ამისთვის, არავის ერთხელაც კი არ გადაუხდია ჩემთვის მადლობა. აი, რატომ ვარ ასე ძალიან განაწყენებული.მე მქვია ეკატერინე. 72 წლის ვარ. ისტორია, რომელიც მინდა მოგიყვეთ, თითქმის 15 წლის მოხდა.ჩემი ქმარი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მყავს ვაჟი, რძალი და შვილიშვილი. შვილის ოჯახთან ერთად რძლის მამაც ცხოვრობდა. ჩემი მძახალი ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყო. ადრე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი მძიმედ დაავადდა.ძალიან დიდხანს ვმკურნალობდით, მის მკურნალობაზე ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. ფულითაც ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.
შემდეგ კი, ჩემი მძახალი საერთოდ ლოგინად ჩავარდა. მომვლელი არავინ ჰყავდა. ჩემი შვილი მუდმივად სამსახურში იყო და ხშირად დადიოდა მივლინებაში. შვილიშვილი, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. რძალი მუშაობდა. მძახალს უფროსი ქალიშვილიც ჰყავდა, მაგრამ ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა და მხოლოდ დარეკვა და თანაგრძნობის გამოხატვა შეეძლო.რძალს სამსახურში შვებულება აღარ მისცეს, გამოუცხადეს: ან ნორმალურად იმუშავებ, ან გაგვათავისუფლებთო.ჩემმა რძალმა, რა თქმა უნდა, სამსახური აირჩია და ამიტომ, მამამისზე ზრუნვა მე მომიწია.ჯერ, ჩემმა რძალმა მთხოვა, დღეში ერთხელ მაინც მომენახულებინა მამამისი. მომემზადებინა საჭმელი და მეჭმევინა მისთვის და ჩემი შვილიშვილისთვის. მე დავეთანხმე.
არ მეგონა, რომ ჩემს მძახალზე 8 წელი მომიწევდა ზრუნვა.ჯერ მხოლოდ ერთი-ორი საათით მოვდიოდი და მერე სახლში ვბრუნდებოდი. მაგრამ, ჩემი რძალი, დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მეტ დავალებებს მაძლევდა. ამიტომ, ჩემს მძახალთან მთელი დღის გატარება მიწევდა და მხოლოდ საღამოს მივდიოდი სახლში. დილით კი ისევ ვბრუნდებოდი.ჩემს შვილს ძალიან ვეცოდებოდი. ხედავდა, როგორ ვწვალობდი. ამიტომ, მეუბნებოდა, შემეწყვიტა ეს ქველმოქმედება, თუმცა ცოლისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მის ბინაში ცხოვრობდა.
ძალიან მომბეზრდა ის, რომ ჩემი მძახლის უფროსი ქალიშვილი ხშირად მირეკავდა და მითითებებს მაძლევდა: რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, როგორ მომევლო მამამისისთვის. შემდეგ, ჩემი რძალიც ხშირად იყო ხოლმე უკმაყოფილო ჩემით, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცის გაკეთებას ვერ ვასწრებდი.ის, ამასაც კი ამბობდა ხოლმე: – თუ რამე არ მოგწონს, წაიყვანე შენი შვილი და წადი! ყველაფერს თავად გავაკეთებ! მომვლელს დავიქირავებო!და მე, ამას ვისმენდი მთელი 8 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ჩემი მძახალი გარდაიცვალა. არცერთ მის ქალიშვილს ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია იმის გამო, რომ ასე დიდხანს ვუვლიდი მამამისს. უფროსმა ქალიშვილმა კი განაცხადა, რომ ჩემთვის ეს არავის დაუძალებია და მე თვითონ მომინდა ამის გაკეთება.
აი, როგორ ხდება ხოლმე: სიკეთეს უკეთებ ადამიანებს და ისინი იმდენად უსირცხვილოები არიან, რომ მადლობის გადახდაც კი არ სურთ ამისათვის…