ყველების, ბრინზასა და ფეტას განმასხვავებელი ნიშნები და რისთვის უნდა გამოვიყენოთ ისინი

877

ყველი მიყვარს, მაგრამ არასოდეს არ ჩავღრმავებივარ მისი წარმოების თავისებურებებსა და სახეობებს შორის განსხვავებას. მაგალითად, მე მეგონა, რომ ბრინზა და ფეტა ერთი და იგივე იყო, უბრალოდ სხვადასხვა მარილიანობით. შემდეგ კი ყველის მწარმოებლის ბლოგის ყურება დავიწყე. ის გვიჩვენებდა, როგორ აკეთებდა სხვადასხვა სახეობის ყველს და გვიხსნიდა, თუ რომელი სახეობის ყველის მომზადება შეიძლება სახლის პირობებში და რომელს სჭირდება სპეციალური აღჭურვილობა. კიდევ გავიგე, რა განსხვავებაა ფეტასა და ბრინზას შორის.მომზადების ტექნოლოგიის გარდა, ბლოგერი გვთავაზობდა კერძების სხვადასხვა რეცეპტებს, რომლებშიც კონკრეტული ყველის გემო მაქსიმალურად კარგად ვლინდება. პარმეზანი და სხვა ძვირადღირებული სახეობები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, ფეტა და ბრინზა კი ბიუჯეტური პროდუქტებია და სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

რით განსხვავდება ბრინზა ფეტასაგან – ბრინზა მარილიანი ყველია, რომელიც ძირითადად ძროხის რძისაგან მზადდება, მაგრამ გვხვდება ცხვრის რძისაგან დამზადებულიც. მას შემდეგ, რაც რძე გაივლის პასტერიზაციას, ფერმენტაციას და წნეხს, მას მარილწყალში ათავსებენ. მარილიან სითხეში პროდუქტი რჩება 20 – 60 დღის განმავლობაში. ყველის მარილიანობა დამოკიდებულია, მარილწყალში გაჟღენთვის ხანგრძლივობაზე.შეგიძლიათ ნახოთ, როგორც უბრალო ყველი, აგრეთვე დანამატებიანიც. ყველაზე უფრო ხშირად ეს არის დაჭრილი ზეთისხილი ან სანელებლები. ახალი და ხარისხიანი ბრინზა უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი და ელასტიური. ყველი ინახება მარილწყალში – მაცივარში, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ფუჭდება. თუ ნახავთ, რომ პროდუქტი გაყვითლდა ან ქერქით დაიფარა, ესე იგი, ის უკვე ძველია. ნაყიდი ბრინზა უმჯობესია 3 დღეში შეჭამოთ.

როგორ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ ბრინზა – ტრადიციულად, ბრინზას ბოსტნეულის სალათების მოსამზადებლად იყენებენ. ასევე, შეგიძლიათ ყველის ნაჭერი მოათავსოთ ახალი პურის ნაჭერზე ან ტოსტზე და ბუტერბროდს მწვანილი დაამატოთ. ამ ყველით აკეთებენ გულსართს ღვეზლებისათვის, ბულგარული წიწაკისთვის, ბადრიჯნისთვის და ყაბაყისთვის. თუ ცოტაოდენ ყველს ფარშში დაამატებთ, მომზადებული კერძი უფრო ნაზი გამოვა.

ფეტას მომზადების თავისებურებები – საინტერესო ფაქტი: ამ რბილ ყველს მინიჭებული აქვს PDO სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მისი წარმოება მხოლოდ საბერძნეთშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ ერთი რეცეპტის მიხედვით წარმოება და მხოლოდ მითითებული ნედლეულის გამოყენება. თუმცა, ამ კანონს აიგნორებენ და ფეტა, რომელსაც თქვენ შეიძენთ, შეიძლება იყოს, მაგალითად, ეგვიპტური.ნამდვილ ფეტაზე თუ ვისაუბრებთ, ის მთლიანად ცხვრის რძისაგან შედგება. ასევე დასაშვებია თხის რძესთან შერეულიც (30%). მნიშვნელოვანია, რომ ცხოველი თავისუფლად გადაადგილდებოდეს მინდვრებზე და ახალი ბალახი ჭამოს. ასეთ ყველს მხოლოდ საბერძნეთში ნახავთ. სხვა ქვეყნებში მწარმოებლები, ჩვეულებრივ, ძროხის რძეს იყენებენ.რძე გადის ფერმენტაციას, რის შემდეგაც ორი ვარიანტი არსებობს: პროდუქტს ათავსებენ მარილიან წყალში ან არყის ხის კასრებში, მანამდე კი ყველს მსხვილად დაფქულ ზღვის მარილს აყრიან. ფეტა რომ მიირთვათ, მინიმუმ 3 ან 6 თვე მაინც უნდა დაიცადოთ. ბრინზასაგან განსხვავებით, ეს ყველი რბილი და ნაკლებად მარილიანია.

როგორ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ ფეტა – ეს არის ბერძნული სალათის ერთ-ერთი ტრადიციული ინგრედიენტი. გიყვართ ღვინო? მაშინ არ დაგავიწყდეთ ყველის დაფაზე ცოტაოდენი ფეტას დადება. სცადეთ, სწრაფი ცხელი კერძის მომზადება. ამისთვის, საკმარისია ყველი ცომის თხელ ფენაში ამოვავლოთ და მსუბუქად შევწვათ ტაფაზე. ასევე, რბილი ფეტას გამოყენებით შესაძლებელია სპრედის მომზადებაც.ახლა, ზუსტად ვიცი რა განსხვავებაა ამ ყველებს შორის. თუმცა, მათ შორის მსგავსებაც არის: სპეციალური ფერმენტების წყალობით, ეს პროდუქტები სასარგებლოა საჭმლის მონელებისათვის. ფეტას, ზოგადად ურჩევენ სტრესის დროს და მოწამვლის შემდეგ. უბრალოდ, ფრთხილად იყავით, თუ თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ყველში ბევრი მარილია და ამიტომ ის წინასწარ უნდა გარეცხოთ წყლით. თქვენ რომელი ყველი გიყვართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს