ტესტი ინტელექტზე, რომლის გავლას მხოლოდ რჩეული 17% შეძლებს

2318

ცხოვრებაში წარუმატებლობის შესამცირებლად ნებისმიერ სიტუაციაში გონივრულად უნდა იმოქმედოთ. ნამდვილად, შეცდომას ხშირად ვუშვებთ, როცა სპონტანურად, დაუფიქრებლად ვმოქმედებთ. მოკლე IQ ტესტები დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად შეგიძლიათ გონივრულად მსჯელობა და ინტუიციაზე არ აყოლა.

შეამოწმეთ IQ – ტესტი – კოგნიტური შესაძლებლობების გასაძლიერებლად გთავაზობთ ფსიქოლოგ შეინ ფრედერიკის მოკლე ტესტის გავლას. ამ ტესტს CRT (cognitive reflection test) ეწოდება.

მცირე მინიშნება – ინტუიციას არ ენდოთ, არამედ საღად იაზროვნეთ. ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ სამი ამოცანის სწრაფად შესრულებამსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტების მხოლოდ 17%–მა შეძლო. რაც უფრო ნაკლებ დროს დაუთმობთ, მით უფრო მაღალი ინტელექტი გაქვთ. გაინტერესებთ საკუთარი თავის გამოცდა? მაშინ, დავიწყოთ.

ამოცანები

  • 1–ელი: ბეისბოლის კეტი და ბურთი ერთად 1 ლარი და 10 თეთრი ღირს. ბურთი კეტზე 1 დოლარით იაფია. რა ღირს ბურთი?
  • მე–2: 5 მანქანა 5 დეტალს 5 წუთში აწარმოებს. რა დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 დეტალის საწარმოებლად?
  • მე–3: ტბაში არის ადგილი, სადაც დუმფარა სწრაფად იზრდება. ყოველდღიურად ამ ნაკვეთის ფართობი ორმაგდება. ცნობილია, რომ მთელი ტბა დუმფარებით 48 დღეში დაიფარება. რამდენი დროა საჭირო, რომ ტბის ნახევარი დუმფარებით გაივსოს.

პასუხები

  • 1–ელი: არა, არა 10 თეთრი, როგორც დაუფიქრებლად შეიძლება უპასუხოთ. რადგან ამოცანის პირობის მიხედვით, კეტი ბურთზე 100 თეთრით იაფია და არა 90–ით. გამოდის, რომ კეტის და ბურთის ღირებულება 110 თეთრია, ხოლო მათ ფასებს შორის სხვაობა 100 თეთრი. თუ ბურთის ფასია х, მაშინ გამოდის х + ( х + 100 ) = 110. ამ ტოლობის გამოთვლით, ვიღებთ, რომ х = 5. ბურთი 5 თეთრი ღირს, ხოლო კეტი – 1,05 ლარი. საინტერესოა, რომელ წელს იყო ეს ფასები?
  • მე–2: პასუხი ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეგვიძლია 100 ავიღოთ და 100–ზე გავყოთ. ჩვენ ხომ მარტივი არითმეტიკული ამოცანა არ გვაქვს, არამედ ლოგიკური. თუ 5 მანქანა 5 დეტალს 5 წუთში აწარმოებს, გამოდის, რომ თითოეული მანქანა 1 დეტალს 5 წუთში ასრულებს. აქედან გამოდის, რომ 100 მანქანა 100 დეტალს 5 წუთში გააკეთებს.
  • მე–3: არა, რა თქმა უნდა, არა 24 დღე. როგორც წესი, ბევრი ადამიანი გეომეტრიული პროგრესის გამოთვლას იწყებს. მუხთლობა იმაშია, რომ არანაირი გამოთვლა საჭირო არაა. თუ 48–ე დღეს მთელი ტბა დაიფარება, ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ წინა დღეს ნახევრად სავსე იყო, რადგან ამოცანის პირობის მიხედვით ნაკვეთის ფართობი ყოველდღე ორმაგდება. გამოდის, რომ ტბის ნახევარი დუმფარებით 47 დღეში დაიფარება. ნეტავ, თქვენს თვალებში გაოცება დამანახა!

ადამიანებისთვის უფრო ადვილია გრძნობა, ვიდრე ფიქრი. გონივრული ანალიზი მეტი ენერგიის დახარჯავს იწვევს, რაც ხშირად გვეზარება. სწორედ ამიტომ, ინტუიტები ნაკლებს ფიქრობენ და ხშირად საკუთარი ინტუიციური გონების ხაფანგში ხვდებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს