კმარა, დედას ფულით აღარ დავეხმარები, მხოლოდ მოვინახულებ. ჩემმა დამ მემკვიდრეობა თავისით გამოიმუშაოს

1834

Paparazzi გიზიარებთ მკითხველის ისტორიას, რომელსაც დედასთან და დასთან მემკვიდრეობის გამო დაძაბული ურთიერთობა აქვს. წაიკითხეთ და მოგვწერეთ, ვინ არის მართალი ამ საქმეში და რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს.

„მე ლიზა მქვია. დედაჩემმა შოკში ჩამაგდო. მასთან ხშირად დავდივარ და ვეხმარები, ვზრუნავ, ფულს ვაძლევ. ჩემთან ერთად ჩემი ქალიშვილიც დადის, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებთ და აი, რატომ.დედა 79 წლისაა. ორი შვილი მყავს: 28 წლის ქალიშვილი და 25 წლის ვაჟიშვილი. ჩემს უმცროს დას, ნატოს 23 წლის ქალიშვილი, ვივიენი ჰყავს. დედა და ნატო თვლიან, რომ ვივიენს ძალიან არ გაუმართლა.

  • – ნატო ქალიშვილს მარტო ზრდიდა. შენ უფრო მარტივად ცხოვრობ. ქმარი ყოველთვის გვერდით გყავდა! ახლა ვივიენიც ბავშვს მარტო ზრდის“ – მუდმივად მიმეორებს დედა. დიახ, ნამდვილად, ქმართან ერთად ბედნიერებად ვიცხოვრე. ახლაც კარგად ვართ. ჩემს შვილებსაც გაუმართლათ: ოჯახებში ყველაფერი რიგზე აქვთ.ახლახანს დედას მემკვიდრეობის საკითხზე ძალიან ვეკამათე. უფრო სწორედ იმის გამო, თუ როგორ აპირებს ბინის განკარგვას.

ჩემი და ნატო 32 წლის ასაკში დაქვრივდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არავინ ეხმარებოდა. ეს ტყუილია. დედამ მაშინვე მისი მფარველობა დაიწყო: ვივიენის აღზრდაში ეხმარებოდა. ვივიენი საბავშვო ბაღშიც არ დადიოდა: მასზე დედაჩემი ზრუნავდა. სკოლაშიც დედა აქცევდა ყურადღებას. ნატოს საცხოვრებლის პრობლემაც არ ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ დეიდას შვილები არ ჰყავდა და როცა გარდაიცვალა, ბინა დედას დაუტოვა. ეს ბინა დედამ ნატოს სახელზე გადააფორმა.

წინააღმდეგი არ ვიყავი იმის მიუხედავად, რომ თავიდან მე და ჩემი მეუღლე კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით. მოგვიანებით დიდი შრომის შედეგად ერთოთახიანი ბინის ყიდვა შევძელით. აქ შვილებთან ერთად წლები ვცხოვრობდით. და მაინც, დედის გადაწყვეტილება არ გამიპროტესტებია. დედას იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში ნატოს ცხოვრება გაუმჯობესდებოდა და მამაკაცს იპოვიდა.

  • – შენ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობ, მაგრამ ქმართან, შვილების მამასთან ერთად! შეძლებს ნატო ერთოთახიან ბინაში ქმრის მოყვანას? ის ვივიენისთვის არავინ იქნება! – მითხრა დედამ.მაგრამ ნატო არ გათხოვილა. ბინის ქონაც არ შველოდა. მოგვიანებით ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ და ოროთახიანი ბინა შევიძინეთ. იმ დროს ჩემი ქალიშვილი უკვე 18 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა და ქმრის მშობლებთან საცხოვრებლად გადავიდა. 3 წლის შემდეგ ბებია გავხდი. ახლა ქალიშვილმა და ჩემმა სიძემ სესხით ბინა იყიდეს. შემდეგ ვივიენმა შვილი გააჩინა. მარტომ, ქმრის გარეშე. შეყვარებულმა მიატოვა, როგორც კი ორსულობის შესახებ გაიგო.
  • – ოჰ, რა უბედურებაა! ვივიენმა დედის ბედი გაიმეორა! ახლა შვილი მარტომ უნდა გაზარდოს“ – ებრალება დედას ვივიენი.
  • – რატომ მარტო? დედა ყავს! კარგ ბინაში ცხოვრობენ! ჩემი და ვივიენს მუდმივად ეხმარება! კიდევ რა უნდა?

ჩემი ვაჟიშვილი დაქორწინდა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. ჯერ შვილები არ ჰყავთ, მაგრამ სესხით ბინა მათაც შეიძინეს. სწორედ ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ შვილებს ფინანსურად დავეხმაროთ.

მოგვიანებით დედა ავად გახდა. მისი ფულით დახმარება დავიწყეთ: საყიდლებზე დავდიოდი, კომუნალურებს ვუხდიდი. შემდეგ დედისთვის მომვლელის აყვანა საჭირო გახდა. ნატომ მაშინვე განაცხადა, რომ ფული არ ჰქონდა, რომ ქალიშვილს შვილის გაზრდაში უნდა დახმარებოდა. მოკლედ, მე და მეუღლემ დედას მეზობელი ავუყვანეთ, რომელიც ეხმარებოდა. მედიკამენტებს, პროდუქტებს ვყიდულობთ, კომუნალურ გადასახადებს ვიხდით. ახლა მომვლელის ფულსაც. 1 კვირის წინ დედამ განაცხადა, რომ ამ ბინასაც ნატოს უანდერძებს.

  • – ის ხომ მარტოხელა დედაა. პირადი ცხოვრება უნდა ააწყოს! შენ ქმარი გყავს! შენი შვილები კარგად არიან!“
  • – ქმარი მყავს! – გავბრაზდი, როცა ეს ყველაფერი გავიგონე. – მიხარია, რომ ჩემი შვილები კარგად არიან. მათ კიდევ წლები ბინისთვის იპოთეკა უნდა იხადონ. მე და ჩემი მეუღლეც წლები ვიტანჯებოდით, სანამ ნორმალური ბინის შეძენა შევძელით. ის რომ ნატო შვილს უქმროდ ზრდის, მისი პრობლემაა. ვინ აიძულა ქმრის გარეშე ბავშვის გაჩენა? პირველად მემკვიდრეობა წამართვი და ახლაც იგივეს აპირებ? კვლავ ნატოს უტოვებ ყველაფერს?დედამ განაცხადა, რომ ეს მისი ბინა და სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლის. მაშინ ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი: „ნატომ გადაიხადოს ყველაფერი: მომვლელის ხელფასი, კომუნალურები, გიყიდოს მედიკამენტები! მე დახმარებას აღარ ვაპირებ!“
  • – შენ რა, მხოლოდ ბინის გამო მეხმარებოდი? მე ხომ შენი დედა ვარ! სად აქვს ნატოს ფული? ის ხომ მარტოა! – აღშფოთდა დედა.ქმარს გავესაუბრე და სრულიად მეთანხმება. გადავწყვიტე, რომ ზოგჯერ დედას მოვინახულებ, მაგრამ ფულს აღარ მივცემ.
  • – ახლა ყველაფერი შენმა დამ გააკეთოს! ეს ფული კი ჩვენს შვილებს გავუგზავნოთ! – მირჩია ქმარმა.ჩემი და მირეკავს და მუდმივად მეუბნება, რომ ცუდი და უგულო ვარ, რომ ფული არ აქვს და დედაზე ნორმალურად ვერ ზრუნავს.
  • – გამოდის, ბინების მემკვიდრეობით მიღება შეგიძლია და გიყვარს! ხოლო დედაზე ნორმალურად ზრუნვა არა. როგორი თავხედი ხარ. წვეთი სინდისიც არ გაგაჩნია. ახლა ყველაფერი თავად გააკეთე. აღარ დამირეკო! – ვუპასუხე ჩემს დას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს