როგორ შევამჩნიოთ კარგი მომენტები ცხოვრებაში არეულობის მიუხედავად, ამის შესახებ ანჯელა პერლისგან გავიგე. 2022 წლის სექტემბერის ტარო პროგნოზი შთამაგონებელია და უკეთესის იმედს გვაძლევს! Paparazzi გიზიარებთ დეტალურ ტარო პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება.
2022 წლის სექტემბრის ტარო პროგნოზი
- ვერძი – ვერძი სექტემბერში ცხენზე ამხედრდება. წინ ბევრი მოძრაობა გელით. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა ან საცხოვრებლის შეცვლა, საქმეში (ბიზნესი ან ურთიერთობა) დაწინაურება. რეტროგრადული მერკურის მიუხედავად, რომელიც 10 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება, გეგმები განხორციელდება. კარგია რემონტის გაკეთება, სახლისთვის ნივთების შეძენა. თვის ბოლოს ძლიერი დაღლილობა და პასუხისმგებლობა შეიძლება იგრძნოთ, მაგრამ მალე ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. ეს გზა მარტივად რომ განვლოთ, ახლობლებს დახმარება სთხოვეთ!
- კურო – სექტემბერში ზოგიერთი კურო დაოჯახების წინადადებას მიიღებს, შესაძლოა დაქორწინდეს კიდეც. ახალი უძრავი ქონების ან საცხოვრებლის შეცვლის დიდი ალბათობაა. გთხოვთ, 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით. შუა თვეში ოჯახთან დაკავშირებულ სასიხარულო ამბავს ელოდეთ. ორსულობის შესახებ სიახლეები მოსალოდნელია.
- ტყუპები – შემოდგომის პირველ თვეს ტყუპები გარე ქაოსიდან შინაგან სამყაროზე გადაერთვება. ამ პერიოდში საკუთარ თავში ჩაღრმავება, მარტო ყოფნა მნიშვნელოვანია. საკუთარ თავთან უფრო კომფორტულად იქნებით, ვიდრე ვინმესთან. საოჯახო საქმეებში, სახლის მოწყობასა და ყოფაში ჩართვა გაიზრდება. ყველაფერი, რაც მშობლებს, უძრავ ქონებას, ოჯახს, ყოველდღიურობას უკავშირდება, მნიშვნელოვანი გახდება.
- კირჩხიბი – კირჩხიბი წარმატებას მიაღწევს იმაში, რაზეც ფარულად ოცნებობდა, რისკენაც მიისწრაფვოდა. თუ მიზნებზე ხმამაღლა არ ისაუბრებთ, შეიძლება მეტს მიაღწიოთ. ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, არავის გაუმხილოთ. საოჯახო და ყოველდღიური საქმეები წარმატებულად მოეწყობა. მცირე გადაადგილება, გადაკეთება, დალაგება, წესრიგის დამყარება – ყველაფერს მარტივად და სწრაფად შეასრულებთ.
- ლომი – სურვილების ასრულებამდე ცოტა დარჩა. პოზიტიური აზროვნება შეინარჩუნეთ, რომ ყველაზე ხელსაყრელი შედეგი მიიღოთ. მოქმედება დაიწყეთ. სურვილების ასასრულებლად ნაბიჯები გაბედულად გადადგით. ხალხთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ ენდოთ სიტყვას, გადაამოწმეთ. 10 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ.
- ქალწული – ანჯელა პერლის პროგნოზით, ქალწულს ბიზნესში წინსვლა და რეალიზაცია ელის, ასევე სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა. შუა თვეში შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება, ასევე მიზანი ან გზა, საითაც სვლას გააგრძელებთ. შვილებზე სასიხარულო ამბავი შეიძლება გაიგოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.
- სასწორი – სექტემბერში ესთეტიკა და სილამაზე შთაგონებას მოგანიჭებთ. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, გემრიელად ჭამა და ცხოვრებით ტკბობა. ასეთი სასიამოვნო საქმეებისგან ბევრ ძალას და ენერგიას მიიღებთ, რომ სანუკვარი სურვილები განახორციელოთ. იქნება პერიოდი, რომელიც უნდა გადაიტანოთ და არაფერი მოიმოქმედოთ. ფინანსურად საკმაოდ წარმატებული თვე გელით.
- მორიელი – ფინანსებში ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. გამომუშავებულზე მეტი არ დახარჯოთ. ურთიერთობაშიც ბალანსი დაიცავით. წარუმატებლობის მიზეზის პოვნა შეწყვიტეთ და გადაწყვეტილებაზე კონცენტრირდით. საკუთარ თავს და სხვებს სიმართლე უთხარით. პრობლემის მოგვარებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
- მშვილდოსანი – თვის პირველ ნახევარში ბევრი დღესასწაული და სასიხარულო შეხვედრა გელით. დიდი ალბათობით, ეს ბავშვის დაბადებას ან ნათესავის ქორწილს უკავშირდება. ეს თვე მშვილდოსნის ეზოთერულ შესაძლებლობებს გამოავლენს. ბევრი წინასწარმეტყველური სიზმარი დაგესიზმრებათ. ინტუიციას მოუსმინეთ. სექტემბერში უცხო ენის სწავლა ხელსაყრელია.
- თხის რქა – სექტემბერში თქვენთვის ნათელი მომავლის კარი გაიხსნება. საქმეს მარტივად შეასრულებთ, თუ გეგმიურად და მოზომილად იმოძრავებთ. სწავლის დაწყება კარგია. ოჯახთან დაკავშირებული გეგმა საუკეთესოდ განხორციელდება. საყვარელი ადამიანისგან ბევრი რომანტიკა და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!
- მერწყული – თითქმის მთელი თვე ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. ბავშვებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე მოსალოდნელია. საქმეს მარტივად შეასრულებთ. ფინანსები მდინარესავით წამოვა. მართალია, ფული გონივრულად უნდა გაანაწილოთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი ან მცირე მოგზაურობა მოსალოდნელია.
- თევზები – საქმე წინ წარმატებულად წაიწევს, მაგრამ კოლეგების მხრიდან სამართლიანი კონკურენციისთვის უნდა მოემზადოთ. საზღვარგარეთ მოგზაურობა მოსალოდნელია. კვების რაციონს გადახედეთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ასე ძალას მოიმატებთ, ჯანმრთელობას გააძლიერებთ, აზროვნების სიცხადეს და შესაძლებლობებს გაზრდით. რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული, ხილი, პარკოსანი და კაკალი!
ანჯელა პერლის 2022 წლის სექტემბრის ტარო პროგნოზი ყურადღებით წაიკითხეთ. ამ საოცარი ქალის პროგნოზები ყოველთვის ხდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს