პირდაპირი და კატეგორიული პასუხი, სჭირდება თუ არა 60 წლის მოწიფულ ქალს მამაკაცი

0
17310

ახლახანს ჩემს საყვარელ დეიდა ლიაზე უკვე გიამბეთ. შანსს ხელიდან არ უშვებს, რომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ამჯერად მოწიფულ ასაკში ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. ვკითხე, რას ფიქრობს 50 წლის შემდეგ მამაკაცთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, დეიდა ლიამ პირდაპირ მიპასუხა. Paparazzi  ამ საკითხზე საოცარი ქალის მოსაზრებებს გიზიარებთ.

მამაკაცთან ურთიერთობა 50 წლის შემდეგ – დეიდა განქორწინებულია. ქმართან 25 წელი იცხოვრა. ვერცხლის ქორწილი აღნიშნეს, დიდებული წვეულება გადაიხადეს. შემდეგ ნივთები შეაგროვა და წავიდა. განაცხადა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლია. ბოლო 12 წელია მარტო ცხოვრობს და ბედს არ უჩივის. პირველ წელს დათრგუნული იყო, მაგრამ მოგვიანებით თითქოს გაიფურჩქნა.

დეიდას საკუთარი მოსაზრების გამოთქმის არასდროს რცხვენოდა და ყოველთვის პირდაპირ საუბრობდა. როცა ვკითხე, ხომ არ სურს ვინმე მამაკაცი გაიცნოს, ცალსახად მიპასუხა. „ძვირფასო. აი, რას გეტყვი. ქალს 60 წლის შემდეგ მამაკაცი არ სჭირდება. ასე ვთვლი“. შემდეგ დასაბუთება დაიწყო. მისი თქმით, 60 წლის მამაკაცი არა ცხოვრების მეგზურს, არამედ მომვლელს ეძებს, რომელიც ყურადღებას მიაქცევს. სჭირდება ის, ვინც მარტოობას დაავიწყებს, მოწყენილობისგან იხსნის და წვნიანს მოუმზადებს. „ეს მჭირდება?“ – ჩაიცინა დეიდამ. 50 წლის შემდეგ ქალის მეორე ახალგაზრდობა იწყება. უფრო ენერგიული და აქტიური ხდება. სურს, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმოს, სამყარო ნახოს, გაერთოს.

რა სჭირდება 60 წლის ქალს – ამ ასაკში მამაკაცი საჭირო არაა, არამედ ერთგული მეგობარი. ერთგული თანამგზავრი, ვისთან ერთადაც იმოგზაურებ ან ყავას დალევ. აი, მოხუცი კაცი ამ საქმისთვის საუკეთესო კომპანიონი არაა. როგორც მინიმუმ, დეიდა ასე თვლის. მისი თქმით, ამ ასაკის კაცს ბუზღუნი ახასიათებს. ასევე მისი ადგილიდან დაძვრა წარმოუდგენლად რთულია. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ დეიდას სწორედ ასეთი ხვდებოდა. ურთიერთობის დაწყება რამდენჯერმე სცადა, პაემნებზე დადიოდა, მაგრამ ეს სწრაფად ღლიდა. დაქალთან დროს უფრო სასიამოვნოდ ატარებს. იოგაზე ერთად დადიან. 6 თვეში ერთხელ მოგზაურობენ. არ იწყენენ.  ცხოვრებით ტკბებიან და ყოველდღიური საოჯახო საქმეებით თავს არ იწუხებენ. ინაზღაურებენ ყველაფერს, რაც ახალგაზრდობაში ვერ მოახერხეს.

დეიდა აღნიშნავს, რომ ეს ყველასთვის აქტუალური არაა. ზოგს მარტო ცხოვრება არ შეუძლია. არ ესმის, რა საჭიროა მამაკაცზე ზრუნვის საკუთარ თავზე აღება, მაგრამ არავის კიცხავს. ყველას საკუთარი ცხოვრება და სიბერის გაფერადების საკუთარი მეთოდი აქვს. ბოლოს თქვა: „იცი, ძვირფასო, ვფიქრობ, რომ 60 წელი ასაკია, როცა უნდა დამშვიდდე, ზედმეტი მოიშორო და უბრალოდ იცხოვრო. მამაკაცის ძიების, ქაოსის გარეშე. მთელი სიყვარული და დრო საკუთარ თავს მიუძღვნა. ასე ჰარმონიას მოიპოვებ“.

რედაქციის მოსაზრება – ვფიქრობთ, რომ დეიდა ლიას სიტყვები ბრძნულია. მგონი, სიბერეში მხიარულად და სავსე ცხოვრების მეთოდი იპოვა. ალბათ, ეს დღეგრძელობის საიდუმლოა, რომელსაც ყველა ეძებს. იმედი გვაქვს, რომ ყველა ადამიანი თავის ჰარმონიას იპოვის, როგორც ეს დეიდა ლიამ გააკეთა.