კაილი და ჯოში მტკიცედ დარწმუნებულნი არიან, რომ სამყაროს კეთილი საქმეები ამოძრავებს. ბიჭებმა ერთად ძალიან ბევრი პოზიტიური ვიდეო გადაიღეს, რომლის ბოლოს ყველა კმაყოფილი რჩებოდა.
კაილი და ჯოში ოფიციანტებისთვის მომსახურების უზარმაზარ საფასურს ტოვებდნენ, უსახლკაროებს ფულს ჩუქნიდნენ და ავტოგასამართ სადგურებზე სხვების ნაცვლად ბენზინის ფულს იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი კეთილი ხუმრობის მიზანი ყოველთვის ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც პატიოსნად და სინდისით ცხოვრებას ცდილობდნენ.
მაგალითად, ამ შემთხვევაში ბიჭებმა პატარა სასტუმროს დამლაგებლის გახარება გადაწყვიტეს. ქალი კინაღამ ატირდა, როცა უცნობების ნამოქმედარი დაინახა!
დაწესებულების მთავარმა მენეჯერმა თანამშრომლის ქებაზე არ იძუნწა. მენეჯერის თქმით, მოახლემ სამსახური ახლახანს დაიწყო, მაგრამ თავისი შრომისმოყვარებით და სისუფთავით უკვე ყველას თავი მოაწონა. ის ყოველგვარი წუწუნის გარეშე ნებისმიერ საქმეს ხელს კიდებდა და აღებული საქმე ბოლომდე მიყავდა.
კაილიმ და ჯოშმა მისი დაჯილდოება გადაწყვიტეს და ქალისთვის შესანიშნავი სიურპრიზი მოაწყვეს. ბიჭებმა სასტუმროს ერთი ნომერი დაიქირავეს, აქ დარჩნენ და სამუშაოს შეუდგნენ.
ვიდეო რგოლის ავტორებმა კარგად იმუშავეს, რომ არეულობის ილუზია შეექმნათ. მათ ლოგინს თეთრეული გადააძვრეს და ლოგინზე 20 დოლარიანები მარაოსავით გაშალეს.
დამლაგებელს ფულის გვერდით პატარა წერილი დაუტოვეს: ეს თანხა – ჩვენი საჩუქარია, რომელიც შეგიძლიათ თამამად აიღოთ. შემდეგ ზემოდან გადასაფარებელი და თეთრეული დააფარეს. წასვლის წინ ოთახში კამერა დააყენეს და შედეგს დაელოდნენ.
დამლაგებელმა ნომერში შესვლისთანავე ლოგინის დალაგება დაიწყო. თეთრეულის ქვეშ ფულის აღმოჩენის შემდეგ შოკი ჰქონდა. ხოლო როცა წერილი წაიკითხა, გაოცებისგან გაშეშდა. დამეთანხმეთ, გაწეული შრომის გამო აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისგან 500 დოლარს ყოველდღე არ ვიღებთ.
რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში ბიჭები სასტუმროში დაბრუნდნენ, დამლაგებელი იპოვეს და ყველაფერი განუმარტეს. თავიდან გაოცებული ქალი ფულის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ბიჭებმა საჩუქრის მიღებაზე დაითანხმეს. ბოლოს და ბოლოს, მან ეს პატიოსნად დაიმსახურა!
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვიდეორგოლის დახმარებით მაყურებლები მიხვდებიან, თუ რა მაგარია სხვების დახმარება და შეძლებთ იმ მცირე ბედნიერების შეგრძნებას, რასაც ჩვენ განვიცდით“ – ამბობს ჯოში. ვიდეო, თუ ბიჭებმა დამლაგებელი როგორ დააჯილდოეს, შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
ბავშვობაში ტყუილად არ გვასწავლიდნენ, რომ სიკეთე ყოველთვის ასმაგად დაგვიბრუნდება. ვფიქრობ, კაილის და ჯოშს ამის გულწრფელად სწამთ.