ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას კოსმოსური სიჩქარით აჩქარებენ

330

ცილოვანი საკვები საფუძველია, რომლის გარეშეც ვერცერთი ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ იმუშავებს. თუ თქვენი რაციონი დაბალანსებული არაა, მალე ამის შედეგებს იგრძნობთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის პრობლემებს მიიღებთ. ცილოვან პროდუქტებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ეს არა მხოლოდ განწყობაზე აისახება, არამედ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გვეხმარება. Paparazzi გიამბობთ, რომელ საკვებზეა საუბარი.

ზედმეტი კილოგრამები აქტიურად რომ დაიკლოთ, კვება უნდა აკონტროლოთ და ყოველდღიურ რუტინაში სპორტი ჩართოთ. გასახდომად კალორიების დეფიციტზე უკეთესი ფორმულა არავის მოუფიქრებია. იმაზე ნაკლები უნდა მიიღოთ, ვიდრე ხარჯავთ. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაზე მუშაობა ზედმეტი არაა. რაც უფრო სწრაფია ნივთიერებათა ცვლა, მით უფრო სწრაფად მოიშორებთ ზედმეტ სანტიმეტრებს წელზე. ითვლება, რომ ზოგიერთი საკვები ამ საქმეში დაგეხმარებათ. ასეთი პროდუქტების სიას გიზიარებთ.

რომელი ცილოვანი პროდუქტები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

  1. პირველი გმირია კვერცხი. მასში ბევრი ცილა შედის, კერძოდ 12,7 გ 100 გ პროდუქტზე. კვერცხით დიდი ხნით დანაყრდებით. ეს გასაკვირი არაა, რადგან კვერცხში მაკროელემენტები კარგად დაბალანსებულია. პროდუქტი კარგია იმით, რომ მისი სხვადასხვა გზით მომზადება შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ მოხარშოთ, გამოაცხოთ, ჩაშუშოთ ან შეწვათ. რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტს არ გირჩევთ, თუ გახდომა გსურთ. თუმცა ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფა კერძში ცხიმის რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ.
  2. ზღვის პროდუქტების მოყვარულებო, იზეიმეთ! კიდევ ერთი ტოპ ცილოვანი პროდუქტია ორაგული. ბევრი ცილის გარდა სასარგებლო ცხიმებს და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს. იაფი პროდუქტი არაა, მაგრამ სარგებელი ამად ღირს. ორაგულის ყოველდღე მირთმევა აუცილებელი არაა. თევზი რაციონში ჩართეთ და ხანდახან მიირთვით.
  3. ვეგეტარიანელებს და ვეგანებს ვურჩევთ კარგ ცილოვან პროდუქტს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ეს ჩიას თესლია. გაითვალისწინეთ, ჩია უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ცილას. გარდა ამისა, უჯრედისს და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს.
  4. მცენარეული ცილების კიდევ ერთი შესანიშნავი წყაროა კანაფის თესლი. 100 გ პროდუქტი 35 გ ცილას შეიცავს. ეს კარგი მაჩვენებელია, თუ კანაფს სხვა თესლს შევადარებთ. კანაფის თესლი ნებისმიერ კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, სალათას, ფაფას ან სმუზს. ცილებისა და ცხიმების გარდა ბევრ უჯრედისს მიიღებთ, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  5. როცა ცილაზე ვსაუბრობთ, მწვანილი ცოტას თუ ახსენდება. მასში ბევრი მაკროელემენტია. ყოველ კვებას მწვანილი დაუმატეთ, რომ ნივთიერებათა ცვლა დააჩქაროთ და უჯრედისის ხარჯზე საჭმლის მონელება მოაწესრიგოთ. გარდა ამისა, მწვანილი კალციუმის შესანიშნავი წყაროა. პროდუქტი ვეგანების და ვეგეტარიანელების დაბალანსებულ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს.
  6. ცალკე აღსანიშნავია წითელი ლობიო. ბევრი ამ პროდუქტს უგულებელყოფს, არადა ლობიო მცენარეული ცილების ერთ–ერთი მთავარი წყაროა. 100 გ პროდუქტი 21 გ ცილას შეიცავს. ლობიო შეიცავს ბევრ უჯრედისს, В ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, თუთიას და სხვა მიკროელემენტებს. ეს ყველაფერი კუნთოვანი ქსოვილების სწრაფად ფორმირებას ხელს უწყობს. ამის ხარჯზე ნივთიერებათა ცვლაც ჩქარდება.
  7. კიდევ ერთი შეუმჩნეველი, მაგრამ მარტივი პროდუქტი, უფრო სწორად, სასმელი წყალია. ყოველთვის გახსენებთ, რომ დღის განმავლობაში წყლის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია. წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ეს მნიშვნელოვანია!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს