კომბოსტოს ვამწნილებ მხოლოდ მთვარის კალენდრის მიხედვით. გაგიმხელთ 2022 წლის საუკეთესო დღეებს

0
2064

მოსავალი ავიღე, შემოდგომა გახურებულია. დროა სეზონის მთავარი კერძი, მჟავე კომბოსტო, გავაკეთო. როდის დავამწნილოთ კომბოსტო 2022 წელს მთვარის კალენდრის მიხედვით და მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია? Paparazzi ამ კითხვებზე გიპასუხებთ და გიამბობთ, რომელ დღეებში დაამწნილოთ კომბოსტო.

როდის დავამწნილოთ კომბოსტო 2022 წელს – მჟავე კომბოსტო საკმაოდ პოპულარული კერძია. მას თითქმის ყველა სახლში შეხვდებით. ის ხომ სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. მასში შედის ბევრი სასარგებლო ბაქტერია, C და K ვიტამინები, ასევე ნატრიუმი, რკინა და ფოლიუმის მჟავა. გარდა ამისა, შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც ცივ სეზონზე ახალ ბოსტნეულს ჩაგინაცვლებთ. კომბოსტოს დამწნილების პროცესი თითქმის საკრალურია. ბევრს სჯერა, რომ ამის ნებისმიერ დღეს გაკეთება არ შეიძლება. გემრიელი კერძი მხოლოდ გარკვეულ დღეებში უნდა მოამზადოთ. ეს მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? ძველად გარკვეული კანონზომიერება დაინახეს. მაგალითად, მზარდ მთვარეზე მომზადებული კომბოსტო უფრო გემრიელი გამოდის. ახალ მთვარეზე სრიალა და ბლანტი. კლებად მთვარეზე სწრაფად ამჟავდება. გავარკვიოთ, როდის იქნება ხელსაყრელი დღეები 2022 წელს მჟავე კომბოსტოს მოსამზადებლად.

წარმატებული დღეები – თუ კომბოსტოს დამწნილებას ოქტომბერში აპირებთ. ეს გააკეთეთ შემდეგ დღეებში: 1, 3, 6, 7, 15, 16, 17, 19, 20, 25, 26 ოქტომბერს. სიტყვაზე, ეს უმჯობესია გააკეთოთ ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს საღამოს. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში საუკეთესო დღეებია 3, 6, 17, 20 და 25. ამ დღეებში დამწნილებული კომბოსტო უბრალოდ იდეალური გამოვა. 10, 11, 12, 13, 21, 24, 27 ოქტომბერს კომბოსტოს დამწნილებაზე უარი თქვით. 9 ოქტომბერი ყველაზე ცუდი დღეა, რადგან ამ დღეს სავსე მთვარეა. ნოემბერში 1-დან 7-მდე და 25-დან 30-მდე კომბოსტო შეგიძლიათ დაამწნილოთ. 7 ნოემბერი საუკეთესო დღეა. 8 და 24 ნოემბერს ამ საქმისგან თავი შეიკავეთ. სხვა დღეებში კომბოსტო შეგიძლიათ დაამწნილოთ, მაგრამ საოცარ შედეგს არ ელოდოთ. დეკემბერში მთვარე 1-დან 7-მდე და 24-დან 31-მდე პერიოდში იზრდება. ამ დღეებში დამწნილება კარგია. 12, 13 და 21 დეკემბერიც ცუდი არაა. 8 და 23 დეკემბერს კომბოსტოს მომზადება არ ღირს. კარგი არაფერი გამოვა.

გახსოვდეთ, რომ საბოლოო შედეგზე მხოლოდ მთვარის კალენდარი გავლენას არ ახდენს. კარგი კომბოსტო და საიმედო რეცეპტი უნდა შეარჩიოთ. ვფიქრობთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორად შერჩეული დღე. ახლა იცით, როდის დაამწნილოთ კომბოსტო 2022 წელს.