მამა როდესაც გარდაიცვალა, გამოვასახლე მისი ბინიდან ქალი, რომელიც 16 წელი მასთა ერთად ცხოვრობდა. ნათესავებმა საშინლად გამაკრიტიკეს ამის გამო.

38332

ცოტა ხნის წინ მამა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მაშინვე გავაგდე სახლიდან ქალი, რომელთანაც მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. რატომ? იმიტომ, რომ ის მთელი ამ წლების განმავლობაში საშინლად მექცეოდა. რატომ უნდა ვყოფილიყავი მის მიმართ კეთილი? როგორც ის მექცეოდა, ისე მოვექეცი მას.დედა გარდაიცვალა, როდესაც ცხრა წლის ვიყავი. მას კიბო ჰქონდა. მამაჩემი იმ კაცთაგანია, ვისაც ქალის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, ამიტომ დედის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო ცოლის ძებნა. მაშინ ახან ერთ ბებიასთან ვცხოვრობდი, ხან მეორესთან. არც ისე ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან მინდოდა ერთ ადგილას ყოფნა.

მამამ რამდენჯერმე გამაცნო თავისი ქალები, მაგრამ რატომღაც არცერთი არ უჩერდებოდა დიდხანს. ძალიან უნდოდა ამ ქალებთან საერთო ენა გამომენახა, მაგრამ მე მეგონა, რომ დედაჩემს ღალატობდნენ და არ ვცდილობდი დამეგობრებას.როდესაც 14 წლის ვიყავი, მამაჩემმა დაიწყო ცხოვრება ქალთან, სახელად თინა. მე ის მომეწონა, რადგან თავიდან კარგად მექცეოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასე იქცეოდა, რომ ნდობა მოეპოვებინა და თავისი პოზიცია გაემყარებინა. შემდეგ თინამ დაიწყო თავისი წესების დაწესება.

ის არაფრად მთვლიდა, ჩხუბის პროვოცირებას ახდენდა და ის გამოჰყავდა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, თავად კი სიკეთე და კეთილშობილება იყო. მამაჩემს სჯეროდა თინასი და საერთოდ არ სჯეროდა ჩემი. ეს ძალიან მწყინდა. მამა კი ბრაზობდა, რომ ხელს ვუშლიდი მშვიდ ცხოვრებაში.ერთ დღესაც, მამამ ჩამილაგა ნივთები და წამიყვანა ბებიასთან, თავის დედასთან სოფელში. ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება: მომიწია სკოლის შეცვლა და დავკარგე შეყვარებული… თავიდან მამა ხანდახან მაინც მოდიოდა სანახავად, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა მოსვლა.

ჩვენი ურთიერთობა ოდნავ გაუმჯობესდა, როცა 20 წლის გავხდი. ქალაქში სასწავლებლად დავბრუნდი, მამამ დამირეკა და მითხრა, რომ მასთან მეცხოვრა, მაგრამ უარი ვუთხარი და საერთო საცხოვრებელში დავსახლდი. თინა ისევ მასთან ცხოვრობდა, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან.მერე გავთხოვდი და შვილი შემეძინა. მამა უფრო ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ბავშვს ეთამაშებოდა. შემდეგ კი ძალიან ავად გახდა… ინსულტის შემდეგ მამას სპეციალური მოვლა სჭირდებოდა, თინამ კი გამოაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა დახმარებოდა ქალიშვილს ბავშვის მოვლაში და წავიდა. მამას მე ვუვლიდი.

ერთი თვის შემდეგ მამა გარდაიცვალა. თინა მეჩხუბა, რომ ალბათ კარგად არ ვუვლიდი და მას რომ ეზრუნა უკვე გამოჯანმრთელებული იქნებოდა!დაკრძალვის ორგანიზება მე და ჩემმა მეუღლემ ვითავეთ. თინა არაფერზე შეწუხებულა.ორმოციც გადავიხადეთ. ყველაფერში ძალიან დამეხმარა დედამთილი. ხოლო თინა სასაფლაოზეც არ მისულა.მერე ნოტარიუსთან მივედი და ბინა გადავიფორმე. ბინის ნახევარი ბებიას ეკუთვნოდა და ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში მაჩუქა. ახლა ბინის მეორე ნაწილი – მამაჩემის ნაწილი, ჩემი გახდა.

ბუნებრივია, თინასთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებდი. თავიდან არც კი დამიჯერა, ბინის დაცლა რომ ვთხოვე, ვიჩხუბეთ კიდეც ამის გამო. მერე პოლიციაში დავრეკე და მოვითხოვე, ეს ქალი ჩემი სახლიდან გაეყვანათ. ჩემი საბუთები გადაამოწმეს და ყველაფერი კანონიერად იყო. თინა ყვიროდა და მემუქრებოდა, რომ მიჩივლებდა და სასამართლოს მოიგებდა. მაგრამ კარგად ვიცი, რომ წარმატებას არ მიაღწევს ამ საქმეში.ძალიან გამაკვირვა ჩემი ნათესავების რეაქციამ. მათ თქვეს, რომ საშინლად და ძალიან უსამართლოდ მოვიქეცი. რატომ? იმიტომ, რომ თინა ყველას ეუბნება, მე ვარ დამნაშავე მამაჩემის სიკვდილში და ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ბინა მიმეღო…

მე კი ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი და რას ფიქრობენ ამაზე ჩემი ახლობლები, საერთოდ არ მაწუხებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს