ასტროფსიქოლოგი გაგიმხელთ, ვის გაუმართლებს ოქტომბერში და რა უნდა გააკეთოთ მაქსიმუმის მისაღებად

4475

შემოდგომის მეორე თვე ახლოვდება. ასტროლოგებმა უკვე გაარკვიეს, ვის გაუმართლებს ოქტომბერში და ბევრ სიურპრიზს მიიღებს. გახსოვდეთ, რომ წარმატებას არ უნდა ელოდოთ, არამედ შანსი გამოიყენოთ და იმოქმედოთ. Paparazzi გიზიარებთ ასტროლოგების პროგნოზს ოქტომბრისთვის. გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ თვიდან მაქსიმუმი მიიღოთ.

ოქტომბრის პროგნოზი – იღბლიანებს შორის სამი ზოდიაქოს ნიშანი მოხვდა. სხვებმა იმედი არ უნდა გაიცრუონ. იქნებ ოქტომბერი საკმაოდ ცივი იყოს, მაგრამ ასტროლოგიური პროგნოზი საკმაოდ ხელსაყრელია. თუ მაქსიმუმ ძალისხმევას გაიღებთ, წარმატება გაგიღიმებთ. გავიგოთ, ვის გაუმართლებს სხვებზე მეტად.

  • მშვილდოსანი – ბედის ნამდვილი ნებიერა. სამსახურში წარმოუდგენელი წარმატება გელით. გრძელვადიანი პროექტი შეიძლება დასრულდეს ან მსხვილი დამკვეთი მიიღოთ. ნიჭის წყალობით უფროსების გულს მოიგებთ და სიმაღლეებს მიაღწევთ. ხელფასის გაზრდის შანსი არსებობს. საკმარისი ფული გექნებათ, რომ სანუკვარი ოცნება აიხდინოთ. ეს ყველაფერი თავისით არ მოვა. მომენტი უნდა დაიჭიროთ. უფროსების წინაშე თავის გამოჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ბეჯითად შრომა მოგიწევთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა ათმაგად ანაზღაურდება.
  • ლომი – პროფესიულ საქმეში რეალიზებას შეძლებთ. შემოსავლის გაზრდის და სანუკვარი თანამდებობის დაკავების შანსი გამოჩნდება. ოქტომბერი დიდებით და აღიარებით აგავსებთ, რომელიც ასე გჭირდებათ. დიდებაში უბრალოდ იცურავებთ. ზედმეტად არ გაყოყოჩდეთ. თქვენს სასიკეთოდ მუშაობა გააგრძელეთ. ლომს სოციალური სტატუსის შეცვლაც გელით. იქნებ დაოჯახება შემოგთავაზონ ან გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სიახლე გაგახარებთ.
  • ქალწული – ქალწულს სასიყვარულო სფეროში გაუმართლებს. თუ პარტნიორი არ გყავთ, ამ თვეში აუცილებლად შეხვდებით. ყურადღებით იყავით, რადგან ახალ ნაცნობებს შორის შეიძლება იპოვოთ ის, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ. ვნებიანმა რომანმა შეიძლება ქორწილამდე სწრაფად მიგიყვანოთ. თუ ურთიერთობაში დიდი ხანია ხართ, სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსის პოვნას შეძლებთ. პარტნიორთან ურთიერთობის გასამყარებლად შვებულება მოიწყვეთ. დრო ერთად გაატარეთ. სიტყვაზე, ბევრი ქალწული ოქტომბრის ბოლოს ოჯახის მატებაზე სიახლეს გაიგებს.

ეს სამი ნიშანი ნამდვილი იღბლიანები არიან! მათთვის ოქტომბრის პროგნოზი უბრალოდ შესანიშნავია. წარმატება კუდით დაიჭირეთ და სასურველი მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს