ტოქსიკური მცენარეები, რომლებიც ბინაში არ უნდა გააჩეროთ

510

ბევრი მოყვარული სახლს ან ბინას ოთახის მცენარეებით ავსებს. მათ სახლში ყველა ოთახის ფანჯრის რაფა ყვავილის ქოთნებით გადაჭედილია. თუ ადგილი თავისუფლდება, მხოლოდ ახალი მცენარისთვის. ეს საკუთარი ბაღის უქონლობის კომპენსირებაა. ბევრი ფიქრობს, რომ ბევრი მწვანე მცენარე ოთახში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მავნებელი მცენარეების არსებობა არ უნდა დაგავიწყდეთ. მაგალითად, დიფენბახია, რომელიც ბევრ ბინაში გვხვდება, ადამიანებსა და ცხოველებზე ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ტოქსიკური მცენარეები ბინიდან აუცილებლად მოიშორეთ. Paparazzi გიამბობთ, რომელი მცენარეებია ტოქსიკური. თქვენს ბინაში მათი ადგილი არაა!

ტოქსიკური მცენარეები, რომლებიც საძინებელში არ უნდა გააჩეროთ

  • ადენიუმი – ლამაზი სუკულენტი, რომელსაც იმპალის შროშანს და უდაბნოს ვარდს უწოდებენ. მარტივი მოსავლელია, ამიტომ ბევრ მებაღეს უყვარს. ძველად ადენიუმის მომწამვლელ წვენს ისრებს უსვამდნენ. საბავშვო ოთახში მისი დადება აკრძალულია. ცხოველებს მოარიდეთ. თუ ბინიდან მის მოშორებას არ აპირებთ, ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ, როცა მასზე ზრუნავთ. გამოყენებული ხელსაწყოები პროცედურის შემდეგ გარეცხეთ.
  • ოლეანდრა – მისი ლამაზი ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევს. მძაფრმა სუნმა თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. ყვავილის ფოთლები განსაკუთრებით სახიფათოა. ფოთლის შემთხვევით ჭამამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ბავშვებს და ცხოველებს თვალი არ მოაშოროთ.
  • ანთურიუმი – მისი ყვავილი მჟაუნმჟავის მარილებს შეიცავს, რომელიც კანზე სიწითლეს და ალერგიას იწვევს, ხოლო საკვებში მოხვედრისას საყლაპავის შეშუპებას და პირის ღრუს დამწვრობას.
  • პახიპოდიუმი – შეიცავს შხამიან რძის წვენს, ყვავილის მთლიანობის დარღვევის წარმოიქმნება. ყვავილობისას დიდი სიფრთხილით მოუარეთ. დაუზიანებელ კანზე საშიში არაა, მაგრამ ჭრილობაზე და ლორწოვანი გარსისთვის სახიფათოა. მისი მოვლის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
  • დიფენბახია – ყვავილის ღერო შხამს შეიცავს. ძლიერი შხამი საჭმლის მომნელებელ სისტემას არღვევს და სუნთქვას ამძიმებს. მცენარის წვენი კანზე დამწვრობას იწვევს. ხელთათმანი გამოიყენეთ და მოვლის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
  • ზამიოკულკასი – ფულის ხეც სახიფათო მცენარეა. უბრალო შეხება პათოლოგიურ ცვლილებებს არ იწვევს. მისი წვენი ძლიერი ალერგიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • პლუმერია – შხამიანი მცენარეა. მისი წვენი შხამს შეიცავს. რბილ ქსოვილზე გაღიზიანებას და ანთებას იწვევს. მცენარე ოთახის ჰაერს კარგად წმენდს, ამიტომ საძინებელში ან სამზარეულოში ხშირად შეგიძლიათ ნახოთ.
  • დეკორატიული ლიანა (სურო) – პარაზიტულ ბაქტერიებს და სოკოს აფრთხობს, ჰაერს წმენდს. ფასადის და ინტერიერის გაფორმებაში ხშირად იყენებენ. მცენარის ღერო შხამიანია. განსაკუთრებით ცხოველებისთვის, ამიტომ თქვენს კატას და ძაღლს მოარიდეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს