პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
ისე მოხდა, რომ დავქვრივდი და ახლა ორ ვაჟს თავად ვზრდი. მთელი ოთხი წელი მარტო ვიყავი, შემდეგ კი ჩემმა პირველმა ქმარმა მიპოვა.თავიდან უბრალოდ ვესაუბრებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი ძველი გრძნობები დაგვიბრუნდა. ერთმანეთს ვხვდებოდით და შემდეგ დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩემს ვაჟებს ილია უბრალოდ სძულთ. მე არც კი მეგონა, რომ ბავშვებს ოდესმე შეეძლოთ ვინმეს ასე შეძულება.
მეუღლის სიკვდილი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ძალიან გამიჭირდა ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ვაჟების დამოუკიდებლად გაზრდა და ამიტომ ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა კარგი მამაკაცი. მაგრამ ჩემს შვილებს არ სურთ, რომ ბედნიერი ვიყო. ილიას გამუდმებით სხვადასხვა საზიზღრობებს უკეთებენ და ხელს უშლიან ჩემს ბედნიერებას.
ჩემი უფროსი ვაჟი ახლა თხუთმეტი წლისაა, უმცროსი კი ცამეტის. მესმის, რომ ისინი ჯერ კიდევ თინეიჯერები არიან. მაგრამ, ნუთუ მართლა არ ესმით, რომ მარტოს მიჭირს და მეც ვიმსახურებ უბრალო ქალურ ბედნიერებას? მესმის, რომ მათთვის ძნელია შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მათი მამა გარდაიცვალა, მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. მე ვერაფერს შევცვლი.
ილია ჩემს შვილებს ცუდად არ ექცევა. რატომ შეჯავრდათ ასე ძალიან, უბრალოდ არ მესმის.ძალიან დავიღალე მუდმივი ჩხუბისა და სკანდალების ატმოსფეროში ცხოვრებით. უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს. ილია ჯერ-ჯერობით ყველაფერს ითმენს, მაგრამ რამდენ ხანს მოითმენს, არ ვიცი.
მე არ მინდა ილიასთან განშორება ჩემი ვაჟების მისდამი ასეთი დამოკიდებულების გამო. უბრალოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე.