პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მოხუცი ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე მანანა მქვია. ჩემი ქმარი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. დავრჩი მარტო, ჩემს შვილთან ერთად. შემდეგ მან ცოლი მოიყვანა, მათ ტყუპები შეეძინათ. ყველა ერთად ვცხოვრობდით სამოთახიან ბინაში. ყველაფერი ნორმალურად იყო. ჩემი ბიჭი და რძალი მუშაობდნენ, მე კი – შვილიშვილებს ვუვლიდი.
შვილიშვილები გაიზარდნენ, მე დავბერდი და საჭირო აღარ ვარ. შვილიშვილები დამცინიან, რომ ხელები მიკანკალებს და ვერც კოვზი და ვერც ჭიქა პირამდე ნორმალურად ვერ მიმაქვს.რძალიც მუდმივად დამცინის და ყველაფრის გამო მეჩხუბება.
აი, რატომ მიყვარს სოფელში წასვლა. იქ ჩემი ქმრის მშობლებისაგან პატარა სახლი დაგვრჩა. იქაურობა ძალიან მომწონს, სიჩუმეა და სიმშვიდე. ბოსტანში სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული მომყავს.მართალია ბინა ძალიან ძველია და სარემონტო, მაგრამ მე საამისო არც ძალა მაქვს და არც ჯანმრთელობა. ჩემს შვილს კი – ლაშას, რემონტის შესახებ ლაპარაკიც კი არ უნდა. მათ ეს სახლი საერთოდ არ სჭირდებათ. მათ მიწასთან მუშაობა არ უყვართ. ახლა ყველა ქალაქელი გახდა.
ერთხელაც ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ მათ ძალიან ვუშლიდი და შემომთავაზა, რომ სამუდამოდ სოფელში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემს ბიჭს საერთოდ არ აინტერესებდა, როგორ გავატარებდი იქ ზამთარს. მე უარი განვაცხადე, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი ბიჭი და რძალი ამ საქმეს ასე არ დატოვებდნენ. ისინი ეცდებოდნენ ამის მიღწევას, ნებისმიერი გზით. მაგალითად, ისეთ პირობებს შემიქმნიდნენ, რომ უბრალოდ გამოვექცეოდი მათ.ერთხელაც, ჩაის სმის დროს ეს ამბავი ჩემს მეზობელს, ზურაბს ვუამბე.
- ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ჩემი რძალი ჩემი ნივთების გადაყრას აპირებს, სანამ მე სოფელში ვიქნები. არ ვიცი, რა გავაკეთო? მე მეშინია, რომ მალე სახლიდან საერთოდ არ გამაგდონ. სოფელში გამოზამთრებას ვერ შევძლებ.
- არ ინერვიულო! რაიმეს მოვიფიქრებთ!
ორი დღის შემდეგ ზურაბი ისევ მოვიდა ჩემთან ჩაის დასალევად და მითხრა, რომ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა მოგვესვა ჩვენი შვილები თავიანთ ადგილებზე და როგორ გვესწავლებინა მათთვის ჭკუა.მან შემომთავაზა მათთვის მეთქვა, რომ ახლა მე და ის მათთან ერთად ვიცხოვრებდით, ჩემს ოთახში. და კიდევ, გასაცნობად ზურაბის ვაჟიც უნდა მოგვეწვია ჩვენთან სტუმრად.ეს რომ მოვისმინე, გამეცინა. წარმოვიდგინე, როგორი სახეები ექნებოდათ ჩემს შვილს და რძალს.
ზურაბმა თავის ბიჭს დაურეკა და მოილაპარაკეს, რომ ჩვენთან ჩამოვიდოდა და ქალაქში წაგვიყვანდა. ჩამოვედით ქალაქში, ავედით სახლში და რას ვხედავ, ჩემი შვილიშვილები ჩემი ნივთების გადაყრას აპირებენ. ჩემი ბიჭი და რძალიც სახლში იყვნენ.
- დილა მშვიდობის! რა ყოჩაღები ხართ! როგორც ვხედავ გენერალური დასუფთავება გაქვთ. მაგრამ, მანანას ნივთების თავის ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ. მე და მანანა სტუდენტები ვიყავით, როდესაც ერთმანეთი გავიცანით და შეგვიყვარდა. ახლა მოულოდნელად შევხვდით და ჩვენმა სიყვარულმა თავი ისევ შეგვახსენა. გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიცხოვროთ. სად? რა თქმა უნდა, თქვენთან!
- რა? როგორ თუ ჩვენთან? რას ამბობთ? – დაბნეულმა წარმოსთქვა ჩემმა შვილმა.
- და რა მოხდა? თქვენთან! აბა სად? აი ჩემი ბიჭიც ამოდის. ისიც ჩვენთან ერთად იცხოვრებს! რა მოხდა? ვიწროდ ვიქნებით, მაგრამ ერთმანეთს არ ვაწყენინებთ! ჩვენ აუცილებლად დავმეგობრდებით! – აგრძელებდა ზურაბი.
ზურაბის და მისი შვილის დანახვაზე, ჩემი ბიჭი დაიბნა. მას ხმაც კი აუკანკალდა.ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილები მიხვდნენ, რომ მე დამცველები მყავდა და ისინი სახლიდან ადვილად ვერ გამასახლებდნენ.მადლობა ზურაბს და მის შვილს იმისთვის, რომ დამეხმარნენ. კარგია, რომ ასეთი კარგი ადამიანები არსებობენ, რომლებიც გულგრილნი არ არიან სხვისი გასაჭირის მიმართ.