ხოდა, თვითონ იცხოვრეთ ახლა ამ ბინაში! თავი მომაბეზრეთ ყველამ! მე მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები!

7792

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.უბრალოდ შოკში ვარ იმის გამო, რაც ჩემს ცხოვრებაში ერთი კვირის უკან მოხდა.

ჩემს ქმარს, ნიკას, არაფერი ჰქონდა იქამდე, სანამ დავქორწინდებოდით. ქორწილის შემდეგ მამაჩემმა ნიკა კარგ სამსახურში მოაწყო. 7 წლის განმავლობაში ნიკას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ კარიერულ კიბეზე ასულიყო. ის იმავე თანამდებობაზე მუშაობდა და 8 წლის განმავლობაში ხელფასიც არ მომატებია.

ჩემი მშობლები ყოველთვის კარგად გვეხმარებოდნენ. ქორწილის ხარჯებიც კი ჩემმა მშობლებმა გაისტუმრეს. ჩემს შვილსაც მთლიანად ჩემი მშობლები უზრუნველყოფდნენ.შემდეგ ჩემმა მშობლებმა გვიყიდეს და გვაჩუქეს ოროთახიანი ბინა. ეს მაშინ, როდესაც მეორედ დავორსულდი.

  • მალე მეორე შვილი გეყოლებათ! როდემდე შეიძლება ნაქირავებ ბინაში ცხოვრება? დიდი ხანია საკუთარი სახლი უნდა გქონოდათ! მაგრამ ასეთ ქმართან, როგორიც შენია, თქვენ საკუთარი ბინა არასოდეს გექნებათ! ის ხომ საერთოდ არაფრისკენ მიისწრაფვის! – მითხრა დედაჩემმა.

არ შემეძლო არ დავთანხმებოდი. დედაჩემი აბსოლუტურად მართალი იყო.ნიკას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი ამბიცია, ის არ ცდილობდა კარიერის გაკეთებას. ის მანქანაზეც კი არ ოცნებობდა. ის უბრალოდ დადიოდა სამსახურში და ყოველგვარი მონდომების გარეშე მუშაობდა.

ჩემი დედამთილი საერთოდ არ გვეხმარებოდა. ის თვლიდა, რომ მისი შვილი ზრდასრული ადამიანი იყო და ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გამკლავებოდა. დედამთილს შვილიშვილი თავისთან ერთხელაც არ დაუტოვებია. ჩვენს ქორწილში ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს. სამაგიეროდ ქორწილში მოვიდა და დიასახლისივით იქცეოდა.ჩემმა მშობლებმა ბინა გვიყიდეს. გავარემონტეთ და იქ გადავედით საცხოვრებლად. გადავწყვიტეთ, ამის აღსანიშნავად წვეულება მოგვეწყო.

დავსხედით თუ არა მაგიდასთან, ჩემმა დედამთილმა დაიწყო:

  • რა ყოჩაღები ხართ! გილოცავთ! რა შესანიშნავი ბინა იყიდეთ!

მე ვეღარ მოვითმინე და ჩემს დედამთილს სიმართლე ვუთხარი:

  •  რომ არა ჩემი მშობლები, დღემდე ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებდით. თქვენს ბიჭს, ჩვენი ქორწინების მთელი ამ წლების განმავლობაში ახალი ავეჯის ფულიც კი არ გამოუმუშავებია. რომ არა ჩემი მშობლები, ჩვენ იატაკზე გვეძინებოდა ან საერთოდ სადგურზე ვიცხოვრებდით!

ჩემმა დედამთილმა ფერი დაკარგა – ეს გასაგებიცაა, არ არის სასიამოვნო საკუთარ შვილზე ასეთი რაღაცეების მოსმენა. მაგრამ, ეს ხომ სიმართლეა!

და უცებ ნიკა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩუმად იყო, წამოდგა და თქვა:

  • ხოდა, თვითონ იცხოვრეთ ახლა ამ ბინაში! თავი მომაბეზრეთ ყველამ! მე მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები!

ნიკამ თავისი ნივთები ჩაალაგა და დედამისთან ერთად წავიდა.უბრალოდ გონზე ვერ მოვსულვარ. მე ხომ უბრალოდ სიმართლე ვთქვი. ახლა კი მარტო დავრჩი ორ შვილთან ერთად…რა გავაკეთო? ნუთუ ჩემს ქმარს არ ესმის, რომ ჩემი მშობლები მუდმივად ვერ დაგვეხმარებიან? როგორ გავუმკლავდებით ჩვენ ყველაფერს მათი დახმარების გარეშე?მას კი არაფრის გაკეთება არ სურს იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს…აი, როგორ ხდება ხოლმე, სიმართლე ვთქვი და ქმრის გარეშე დავრჩი…

თუმცა ვინ იცის, იქნება ეს უკეთესიცაა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს