როგორია იყო ქალი, რომელმაც გააზრებულად უსიყვარულო ბავშვი გააჩინა? ასეთ სენსიტიურ თემაზე საუბარი მხოლოდ კონკრეტული მაგალითებით შეიძლება. Paparazzi ნელის გულწრფელ ისტორიას გიზიარებთ. დედა იძულებით გახდა. მისი ვაჟი უკვე დიდი ხანია გაიზარდა, მაგრამ საკუთარი შეცდომის გადახდას აგრძელებს.
მოძულებული შვილი – „თანატოლებისგან ყოველთვის განვსხვავდებოდი. სანამ გოგოები დედაშვილობას თამაშობდნენ, ბიჭებთან ერთად ავტოფარეხზე დავძვრებოდი. ოჯახის შექმნასა და ბავშვის გაჩენაზე არასდროს ვფიქრობდი. მით უფრო, ვფიქრობდი, რომ ამისთვის შექმნილი არ ვიყავი. თავისუფლება მიყვარდა და არ მსურდა, ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. და მაინც, გავთხოვდი. მაშინ 26 წლის ვიყავი და როგორც დედაჩემი ამბობდა, საათი წიკწიკებდა. მუდმივად მახსენებდა, რომ ბავშვის გაჩენა 30 წლამდე სჯობს. თითქოს, მოგვიანებით ფიზიკურად და მორალურად რთულია. არ ვჩქარობდი. სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დედა არასდროს ვიქნებოდი. უბრალოდ არ მჭირდება. მართალია, ჩემს ქმარს ეს არ მოსწონდა. ხშირად ამბობდა, რომ მამობა სურს და თავს ამ როლში კარგად წარმოიდგენს. ნათესავებიც ზეწოლას ახდენდნენ. როცა 30 წლის გავხდი, ოჯახურ შეკრებაზე ყველამ დაორსულება მისურვა. ფსიქოლოგიურად ძირში ვიყავი. დანაშაულს ვგრძნობდი, რომ დედობა არ მსურდა. რაღაც მომენტში დავნებდი.
ცვლის თუ არა ბავშვი ცხოვრება? – 33 წლის ასაკში ვაჟი გავაჩინე. ახლობლების და მეგობრების გაფრთხილების მიუხედავად ორსულობა და მშობიარობა ძალიან ადვილი იყო. ყველაზე მთავარი არ მოხდა: შვილის მიმართ აბსოლუტურად არაფერს ვგრძნობდი. ოღონდ მოძულებული ბავშვი ამას ვერ ხვდებოდა. ჩემი ზრუნვა და სიყვარული სჭირდებოდა. ქმრისთვის იმედის გაცრუება არ მსურდა. მთელი ძალით ვცდილობდი თავის მოჩვენებას, რომ ჩვენი შვილი მაინტერესებდა. როგორც კი შანსი გამოჩნდებოდა, სახლიდან გავრბოდი, რომ უბრალოდ მარტო დავრჩენილიყავი და ბავშვის ტირილი არ მომესმინა. წლები გავიდა, მაგრამ შვილის მიმართ დამოკიდებულება არ შემეცვალა. კეთილი და ბედნიერი ბიჭი გაიზარდა, მაგრამ ეს არ მაღელვებდა. ალბათ, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ფეხზე უნდა დამეყენებინა და გამეშვა. ასე ჩემი ცხოვრება დალაგდებოდა.
შვილის მიმართ ჩემი არასტანდარტული დამოკიდებულების ფონზე ქმართან ქორწინება დაიბზარა. როგორც ქმარმა თქვა, ჩვენი ოჯახი მოტივაციას არ აძლევს. ვინაიდან არაფრის გამოსწორებას ვცდილობ, თავად არ ცდის. ქმარი სამუდამოდ წავიდა. ალიმენტების გადახდაზეც უარი თქვა. ძალიან ამაყი და თვითკმარი ვიყავი. ვაჟს მარტო ვზრდიდი. მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო და ყველაფერი ესმოდა. ბიჭი ჩემთან ყოფნის ყველა შანსს იყენებდა, რომ თავისი ამბები მოეყოლა. რა თქმა უნდა, ვუსმენდი, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ვიყავი. და მაინც, პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი, შევასრულე. შვილმა ღირსეული განათლება მიიღო და პროფესიით სამუშაო იპოვა.
მოძულებული შვილი სიყვარულის ძიებაში – როცა შვილმა მითხრა, რომ დაქორწინება სურს, ყველაფერი გავაკეთე, რომ მისთვის საუკეთესო ქორწილი მომეწყო. ბინისთვის ფულიც მივეცი. მოკლედ, პრეტენზიას ვერაფერზე გამოთქვამს. ახლა ცოლთან და ქალიშვილთან ერთად დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობს. ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველაფერი აქვს. როგორც იქნა, გავთავისუფლდი. ვაჟი ჩემთან კონტაქტის დამყარების მცდელობებს არ წყვეტს. თითქმის ყოველდღე მირეკავს და ეს საშინლად მაღიზიანებს. უბრალოდ ჩემთვის მინდა ცხოვრება, რომ არავინ შემაწუხოს. შვილს ეს არ აწყობს. სურს, რომ მის ქალიშვილს ბებია ჰყავდეს. მაგრამ თავად არ მაინტერესებს. რძალი გაოგნებულია. ამბობს, რომ ასეთი რამ არასდროს უნახავს. რატომ უნდა ვიმართლო თავი ჩემი სურვილებისა და ქცევისთვის? ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს შვილს უზრუნველად ეცხოვრა. დაე, ახლა ყველაფერი გააკეთოს, რომ მშვიდად ვიცხოვრო. შეწყვიტოს დარეკვა!“
აი, რა ხდება, როცა საზოგადოება ქალზე ზეწოლას ახდენს. სამწუხაროა, რომ ნელის მსგავსი რამის გადატანა მოუწია. დედობა არ სურდა, მაგრამ იძულებით გახდა. ასე არ უნდა იყოს. ვინ იცის, როდის გადაწყვეტს ზრდასრულ შვილთან და მის ოჯახთან კონტაქტის დამყარებას. ახლა ამის მოთხოვნა უბრალოდ სისულელეა. დრო სჭირდება, რომ თავისთვის იცხოვროს.